asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ენ ჰათეუეი: "დიდ მსხვერპლზე ვარ წამსვლელი"
"დიდ მსხვერპლზე ვარ წამსვლელი"
ენ ჰათეუეი: "დიდ მსხვერპლზე ვარ წამსვლელი"

2010-12-13 16:06:50



2010 წლის 12 ნოემბერს 28 წელი შეუსრულდა ჰოლივუდის ერთ–ერთ ყველაზე ნიჭიერ, ლამაზსა და ახალგაზრდა მსახიობ ენ ჰათეუეის. ბევრ ადამიანს სჯერა, რომ სახელს შეუძლია ადამიანის ბედზე გავლენა იქონიოს. მისმა მშობლებმა ეს სახელი შექსპირის მეუღლის საპატივცემულოდ დაარქვეს. საკვირველია, მაგრამ გოგონამ ადრეულ ასაკშივე შეიყვარა სამსახიობო ხელოვნება.



ენ ჰათეუეი დაიბადა ნიუ–იორკში. მისი მამა ადვოკატი იყო, ხოლო დედა – მახიობი. შესამჩნევი ნიჭისა და კარგი ხმის წყალობით, გოგონა ადრევე მოხვდა სცენაზე. სპექტაკლ "ჯეინ ეირში" მონაწილეობა, მისი სადებიუტო როლი გახდა თეატრში. ის მუდმივად მონაწილეობდა სასკოლო სპექტაკლებში, მუშაობდა ვოკალშიც და ოცნებობდა ბროდვეიზე. მოგვიანებით, ენი იქ კასტინგზე ვერ გავიდა, მიზეზი ამისა კი იყო ის, რომ სიმაღლის გამო ბავშვის როლს ვერ მიიღებდა, ხოლო ბავშვური სახე საშუალებას არ მისცემდა, უფროსის როლს მორგებოდა.

თეატრისადმი სიყვარული და ნიჭი მას წარმატებას ვერ მოუტანდა, თუ არა მისი შეუპოვარი შრომა. შრომისმოყვარეობა და სწრაფვა, რომ პრობლემები დამოუკიდებლად გადაეწყვიტა – მისი ხასიათის ეს თვისებები მან ადრეულ ასაკშივე გამოამჟღავნა. მშობლები მხოლოდ ერთხელ ჩაერივნენ მის ცხოვრებაში. ენმა 13 წლის ასაკში ცოტაოდენი ლუდი დალია, რის შემდეგაც მოტოციკლით გასეირნება გადაწყვიტა და ხეს დაეჯახა. ადგილზე მოსულმა პოლიციამ მისი მამა გამოიძახა.

– მოვიდა მამა, ხელში ამიყვანა და მთხოვა, დავპირებოდი ოთხ რამეს, – მოგვიანებით გაიხსენა მსახიობმა, – პირველი, რომ არასდროს დავლევდი, მეორე, არასდროს მოვიტყუებოდი, მესამე, არასდროს დავჯდებოდი მოტოციკლზე და მეოთხე, სანამ ოცი წლის არ გავხდებოდი, ტატუ არ გამეკეთებინა. მე ყოველდღე მახსოვს ეს დაპირებები. ტატუს გაკეთებას კი, არც ახლა ვაპირებ.

2001 წელს, ენიმ შეძლო მიეღო როლი ფილმში "როგორ გავხდეთ პრინცესა". მსახიობმა ითამაშა გოგონა, რომელმაც მემკვიდრეობით ევროპის პატარა ქვეყნის სამეფო გვირგვინი მიიღო. ამ ფილმში მას ძალიან გაუმართლა, ის ცნობილ ჯულია ენდრიუსთან ერთად თამაშობდა, რომლისგან მდიდარი სამსახიობო გამოცდილება გადმოიღო. ამ ფილმის დადგმა ეკუთვნის ცნობილ ჰარი მარშალს და მან ენ ჰათეუეის შესაძლებლობები მაღალ დონეზე შეაფასა: რომ მის თამაშში თავმოყრილია ჯულიტა რობერტსის, ჯუდი ჰარლანდისა და ოდრი ჰეპბერნის ყოველივე საუკეთესო. ამ ფილმის შემდეგ ის ახალგაზრდა და ყველაზე პერსპექტიულ მსახიობად აღიარეს. მას მუდმივად იწვევდნენ სხვადასხვა როლებზე, ხანდახან ზოგიერთზე, დროის უქონლობის გამო, უარის თქმაც კი უწევდა. მაგალითად, "პრინცესას დღიურ 2"–ში თამაშის გამო, მან უარი თქვა ეთამაშა "ოპერის მოჩვენებაში".

პოპულარობამ გარკვეული პრობლემებიც მოუტანა. ისევე, როგორც ნებისმიერი ახალგაზრდა და ლამაზი მახიობი, ენიმაც პაპარაცების ყურადღება მიიპყრო. ამან კი ის ისეთ შემთხვევამდე მიიყვანა, რის გახსენებაზეც მსახიობი ახლაც წითლდება. "აღმოჩნდა, რომ ზოგი ნაჭერი, თუ მას ნათებით გადაიღებ, გამჭვირვალე ხდება, მე კი ეს არ ვიცოდი! არც ერთმა პაპარაცმა ეს არ მითხრა"! – ამბობს მსახიობი და ახლა სახლიდან ისე არ გამოვა, თუ თავიდან ფეხებამდე ციფრული აპარატით ფოტო არ გადაიღო.

ჰქონდა რა ნათამაშევი რამდენიმე ფილმში, ენიმ გადაწყვიტა განათლება მიეღო კოლეჯ "ვასარში", სადაც ოდესღაც მერილ სტრიპი სწავლობდა. რამდენიმე წლის შემდეგ მათ ერთად ითამაშეს ფილმში "ეშმაკი ატარებს პრადას". "ითამაშო მასთან, ეს იგივეა, რაც ეთამაშო ჩოგბურთი მსოფლიო ჩემიონს, – იგონებდა ენი ერთად მუშაობის შესახებ, – გადაღებისას მას თავის სიმაღლემდე ავყავდი, ამ სიმაღლიდან ვიყურებოდი ძირს და გამუდმებით ვცდილობდი გამეცნობიერებინა, თუ როგორ ამოვსულიყავი ამ სიმაღლეზე მისი დახმარების გარეშე. ჩემი მიზანი – კინოში ჩემი ცხოვრების დასასრულამდე არის ის, ავიდე მის სიმაღლემდე.

2008 წელი მისთვის რთული აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ მისი მეგობარი ბიჭი რაფაელო ფოლერი, რომელსაც 5 წლის განმავლობაში ხვდებოდა, დააპატიმრეს საგადასახადო მაქინაციებისთვის, გაყალბებული დოკუმენტებისა და მაფიასთან კავშირის გამო. მოგვიანებით, მას 4,5 წლით პატიმრობა მიესაჯა. მსახიობი ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, აგრეთვე იმაზეც, რომ მასზეც კი ეჭვობდნენ, ხომ არ ჰქონდა მაფიასთან კავშირი. ამ განცდების გამო მან 12 კილოგრამი მოიკლო. ჯულია ენდრიუსი, მისი პარტნიორი ფილმიდან "როგორ გავხდეთ პრინცესა", რომელიც მისი მეგობარი გახდა, ასეთი რჩევა მისცა: "საყვარელო, მოიქეცი ისე, როგორც შენთვის არის უმჯობესი და ნურავის შესახებ ნუ იფიქრებ!".

ამ განცდებისგან ის სამუშაომ იხსნა. სწორედ ამ პერიოდში გადაიღეს ფილმში "რეიჩელი თხოვდება", რომელმაც 2009 წელს მას "ოსკარის" ნომინაცია მოუტანა. მალევე მან სავაჭრო მარკა დფტსწქ–ის 5 მლნ–იან სარეკლამო კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ენ ჰეთეუეიმ ჟურნალ თეფკრშე–ის შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა.

– თქვენ მიერ განსახიერებული როლებიდან, ყველაზე მეტად რომელი მოგწონთ?

– რა თქმა უნდა, ანდრეა, ფილმილან "ეშმაკი ატარებს პრადას"! ისიც უშვებდა შეცდომებს, მაგრამ არასდროს შეეძლო ახლობელი ადამანებისთვის ომის გამოცხადება.

– რა გაქვთ საერთო თქვენ და ემას ფილმიდან "საპატარძლოების ომები"?

– მე, ისევე, როგორც ის, ყოველ დილით ცენტრალურ პარკში დავრბივარ, ოღონდ მე თან ძაღლიც მიმყავს.

– გათხოვებას არ აპირებთ?

– ქეითთან ერთად ერთ დღეს (ენის პარტნიორი ფილმში "საპატარძლოების ომები") და ერთსა და იმავე ადგილას, როგორც ჩვენი გმირები. მეგობრობის სიმტკიცის შესანიშნავი გამოცდაა.

– თქვენ და ქეითი დღეს მეგობრები ხართ?

– განუყოფელი. შვებულებაში წასვლასაც ერთად ვგეგმავთ.

– რომელი ადგილია იდეალურად დასასვენებელი?

– ჰავაი, აგრეთვე ვოცნებობ აფრიკაში გამგზავრებაზე და მინდა, მთელი კონტინენტი მოვიარო თავიდან ბოლომდე.

– საინტერესო როლის გამო, რაზე ხართ მზად?

– როგორც გამოირკვა, დიდ მსხვერპლზე ვარ წამსვლელი. უახლოეს დრომდე მე არანაირ დიეტას არ ვიცავდი და ჩემი მთავარი სისუსტე, ჰამბურგერი იყო, მაგრამ როლისათვის ფილმში "საპატარძლოების ომები" მე რვა კილო დავიკელი. არ მინდოდა, ქეითთან შედარებით მსუქანი ვყოფილიყავი.



– ახლა თქვენი თავით კმაყოფილი ხართ?

– რას ამბობთ? მინდა, ისე გამოვიყურებოდე, როგორც უმა თურმანი. ყველაფერს მივცემდი, მისნაირი სახე და სხეული რომ მქონოდა.

– გაქვთ მავნე ჩვევები?

– ჰამბურგერზე გამარჯვების შემდეგ, ვფიქრობ, რომ არა. თუმცა, ალკოჰოლის წინააღმდეგი არ ვარ – ძალიან მიყვარს კოქტეილი "მანჰეტენი".

– თქვენი ყველაზე ექსტრემალური საქციელი.

– საშობაოდ მე ვიყავი იმ აუქციონის წამყვანი, რომლის შემოსავალიც გადაერიცხა ბი–, ჰომო– და ტრანსსექსუალების ნდობის სამსახურებრივ ორგანიზაციას.

– როგორ უყურებთ ეკონომიკურ კრიზისს?

– ფილოსოფიურად. ნებისმიერი კრიზისი უფრო ძლიერს გვხდის.

– როდის გაგიჩნდათ სურვილი, მსახიობი გამხდარიყავით?

– როცა ხუთი წლის გავხდი, დედამ ამიხნა, რომ შექსპირის მეუღლის სახელი დამარქვეს.

– ხართ შეყვარებული?

– დიახ, შეყვარებული ვარ. მისი სახელია ადამ შულმანი, ისიც მსახიობია.

– როგორ გაიცანით ერთმანეთი?

– საერთო ნაცნობების წყალობით. ძალიან ბედნიერი ვარ, ადამს რომ შევხვდი. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის 2008 წელი, როცა ჩემი ექს–შეყვარებული გაასამართლეს, მაგრამ ჩვენთვის მძიმე დროსაც კი, წინ უნდა გავიხედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჭკუიდან გადავალთ.

– თვლით, რომ თქვენს ბედს შეხვდით?

– არ მიყვარს რამის აღკვეთა. თუ ჯონი დეპს მოეძებნება ტყუპისცალი ძმა, მას შეუძლია ნებისმიერ დროს კარზე მომიკაკუნოს!

ენ ჰათეუეი ჰოლივუდში ერთ–ერთი ყველაზე ძვირადანაზღაურებადი მსახიობია. ცნობილი გახდა, რომ წლევანდელი "ოსკარების" ცერემონიალის წამყვანი სწორედ ის იქნება.

მოამზადა მანანა კორძაძემ



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online