| ქალი და მამაკაცი |

"ცოლის მშობიარობას დავესწარი და…"
ხვიჩა მაღლაკელიძე: "ცოლის მშობიარობას დავესწარი და ათი ლარის ეკონომია გავაკეთე"
"ქუჩის მუსიკოსების" წევრი ხვიჩა მაღლაკელიძე უკრაინაში გაემგზავრა, იქ ორ კონცერტს ჩაატარებს. ხვიჩასა და მის მეუღლე მარინა ჩახვაძეს 15 ნოემბერს პატარა ილია შეეძინათ.
ხვიჩა მაღლაკელიძე: – ილია მაღლაკელიძე 3,5 კილოგრამი დაიბადა. ამბობენ, ბავშვი სამშობიაროდან გამოყვანამდე წონაში იკლებსო, მაგრამ ილიამ 50 გრამი მოიმატა, რისთვისაც მადლობას ჩემს მეუღლეს ვუხდი. ბავშვი ბუნებრივად იკვებება.
– როგორც მახსოვს, გოგონას ელოდებოდით?
– გოგო გვინდოდა. ექოსკოპიაზე პირველად რომ მივედით, ბავშვის სქესი ვერ გაიგეს, ვერც მეორე გასინჯვაზე მიხვდნენ ვინ იბადებოდა. ბოლო თვეებში გავიგეთ, რომ ბიჭი გვეყოლებოდა.
– სახელი ვინ შეარჩია?
– სახელი ძალიან უცნაურად შეირჩა. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მე, ჩემი მეუღლე და ჩემი და ვფიქრობდით, რომ ილია დაგვერქმია. ჩემი და გერმანიაში ცხოვრობს. სკაიპში დამელაპარაკა, სახელს შემოგთავაზებთ, ილია ხომ არ დაგვერქვა ბავშვისთვისო? მე და მარინამ სიხარულისგან ერთდროულად ვიკივლეთ. ბავშვი გიორგობის თვეს გაჩნდა, ვერც გიორგი და ვერც მამის სახელი ჯემალი დავარქვი. ბავშვი შემეცოდა, ჯემალის ვერ დავუძახებდით.
– პატარა ჭირვეულია?
მარი: – პირველი შვილი ისე გავზარდეთ, მისი ტირილი არ გაგვიგია. ძალიან მშვიდი იყო. ეს ცოტა ჭირვეულია. ჯერ 3 კვირისაა და შეიძლება მერე გამოსწორდეს, დაჭკვიანდეს.
ხვიჩა: – ჯერ ჭამა და ძილი არეული აქვს. ვერ გაიგებ, როგორი ზნისაა. რამდენიმე დღე მუცელი სტკიოდა, მაგრამ ექიმმა წამალი გამოუწერა, დავალევინეთ და სამივემ ამოვისუნთქეთ.
– ირაკლი როგორ შეეგუა ოჯახის ახალ წევრს?
მარი: – ძალიან კარგად. მე კმაყოფილი ვარ. ვიცი, რომ ამ მხრივ პრობლემებია ხოლმე. ან ჩვენი ოჯახია გამონაკლისი, ან ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობის ბრალია. ის პატარას მიმართ მშობელივით მზრუნველია, თითქოს ილია სამივეს შვილია. ირაკლი ილიას კონკურენტად არ აღიქვამს.
ხვიჩა: – პირველ რიგში, ამაყობს იმით, რომ ძმა ჰყავს. არ უნდოდა და ჰყოლოდა.
მარი: – ამ მხრივ ძალიან გაგვიმართლა. გოგო არ უნდოდა. მეუბნებოდა, თუ გოგო გააჩინე, სახლში არ შემოგიშვებ, სამშობიაროში დარჩებიო. მე სამი და მყავს. ჩემს დას გოგო ჰყავს და ბათუმში რომ ჩავდივართ, გიჟდება, ამდენილი ქალი არაა საჭიროო.
– გეხმარებათ ბავშვის მოვლაში?
– კი, როგორ არა. მაღაზიაში ჩადის, ყველა საქმეზე მას ვაგზავნი. ლამის ბანკშიც გავაგზავნო, რომ კომუნალური გადასახადები გადაიხადოს.
ხვიჩა: – ჩაცმის გამო ყოველთვის პრობლემა გვაქვს. თბილი ტანსაცმელი არ უყვარს. დედამისს ეწინააღმდეგება, ერთ ამბავშია, არ ჩავიცვამო, ყვირის და ამ დროს შემოვდივარ ბავშვით ხელში. მაშინვე ყველაფერი დაავიწყდა და ბავშვს მოფერება დაუწყო. გვეუბნება, თქვენ აჭამეთ და ბავშვს მე აღვზრდიო. ამაზე რომ დავთანხმდეთ, ილია ერეკლე 2 იქნება. ფიზიკურად ისედაც ჰგავს, ირაკლის ასლია. ამითაც ამაყობს. მარტო დატოვების მეშინია, ბავშვი ზედმეტი მოფერებით არ დაახრჩოს. რას არ ეძახის – ჩემო ლაგატკის ქვა, ჩემო გოლფის ბურთო. მეცადინეობის დროს უცებ გამოვარდება და კოცნის.
მარი: – ილიას გაჩენის შემდეგ, სწავლაში მოიკოჭლა.
ხვიჩა: – ღამის 12 საათზე იწყებს მეცადინეობას და 1–ზე იძინებს. მოგეხსენებათ, სკოლაში უკვე მანდატურები ჰყავთ. ჯერ არ უთქვამს, მაგრამ შიშით ველოდები, როდის იტყვის, მანდატური მინდა გამოვიდეო. ბევრ ბავშვს უკვე გაუჩნდა სურვილი, გახდეს მანდატური.
– თქვენ, როგორც მშობლებს, როგორ მოგწონთ სკოლაში მანდატურის ყოფნა?
– მე არ ვიცი, ის 2 თითისტოლა გოგო როგორ დაიცავს წესრიგს, მაგრამ ჯერჯერობით, არ ვართ უკმაყოფილოები.
მარი: – ამ მანდატურებისთვის სახსრები არის გამოყოფილი. ის თანხა, ჯერ ჯობდა, ელემენტარულ ჰიგიენურ პირობებზე დაეხარჯათ. იქ ისეთი მდგომარეობაა, რომ ბავშვი დილიდან 3 საათამდე სკოლაშია და საპირფარეშოში ვერ შედის. ან ბუფეტი გაერემონტებინათ, იქ საჭმლის ყიდვა შეუძლებელია. სიბინძურეა.
ხვიჩა: – ეს 134–ე სკოლაში ხდება. ირაკლი ფასიან სექტორშია და იმასაც ყოველ წელს აძვირებენ. როგორც კომუნისტობის დროს, იატაკს ახლაც ნავთით წმენდენ. ბავშვთან სიგარეტის მოკიდება მეშინია. ბავშვს ნავთის სუნი აქვს. ერთადერთი, რის გამოც არ გადაგვყავს სხვა სკოლაში, ეს სწავლის მაღალი დონეა. ძალიან კარგი პედაგოგები ჰყავს.
– მშობლის როლი შედარებით მეტად გააცნობიერეთ?
– როცა ირაკლი გაჩნდა, 26 წლის ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი რა იყო მამობა, მაგრამ ახლა ნამდვილად გავიგე მამობის გემო. იმდენად მინდოდა ეს ყველაფერი შემესისხლხორცებინა, რომ მშობიარობასაც კი დავესწარი.
მარი: – არა მარტო მამა, დედაც იგივეს გრძნობს. ახლა სულ სხვანაირად აღვიქვამ დედობას.
– როგორც ცნობილია, მშობიარობას თუ ესწრება მამაკაცი, მერე უფრო აფასებს მეუღლეს.
ხვიჩა: – მიუხედავად იმისა, რომ რთული მშობიარობა არ ჰქონდა, მაინც იქ ვიყავი. ჯერ ერთი, ახლობელი ადამიანის გვერდით ყოფნა ყველაზე დიდი ნუგეშია. ამ დროს ქალი ტკივილთან არის მარტო. მარინა რომ მარტო დამეტოვებინა, ძალიან დავითრგუნებოდი. ახალი სიცოცხლის დაბადებაზე დიდი სასწაული არ არსებობს. სხვათა შორის, ათი ლარის ეკონომია გავაკეთე. მახარობლის დასაჩუქრება ამცდა. მე იქ ვიყავი და ვის უნდა ეხარებინა ჩემი შვილის დაბადება?
ირაკლის ყველაფერი აინტერესებს, მისი სურვილია, ყველა პროფესიას დაეუფლოს. რაც შეეხება ილიას, პირველ რიგში, მინდა, ადამიანი გამოვიდეს, ყველა იმ თვისებითა და ღირსებით, რაც ქართველ ადამიანს უნდა ჰქონდეს. ესაა ჩემთვის უმთავრესი. მთავარია, ზრდილობა ჰქონდეს და თუ მალიარი იქნება, ამას არა აქვს მნიშვნელობა.
ილია ნოემბრის პირველ რიცხვებში უნდა დაბადებულიყო, ზუსტად იმ დროს ბელგიაში გასტროლები მქონდა. დავტოვე მარინა მარტო და ღმერთს ვეხვეწებოდი, მაინცდამაინც ჩემი საქართველოში არყოფნის დროს არ ასტკივდეს მარინას მუცელი–თქო. ისე ვიყავით შეშინებულები, რომ ორი კვირით გადააცილა. ახლა უკრაინაში მივემგზავრები, კორპორატიული საღამოა. მე არ ვმალავ, სად და რატომ მივდივარ, მაგრამ ბევრი ქართველი მუსიკოსი რიგით საღამოზე თუ მიიწვიეს, ამბობს, რომ საზღვარგარეთ სოლო–კონცერტი ჩაატარა. უკრაინაში სულ ორ საღამოზე ვმონაწილეობ, მაგრამ იმის გამო, რომ დნეპროპეტროვსკში კვირაში ერთხელაა რეისი, მომიწევს ერთი კვირა იქ ყოფნა. პატარა ძალიან მომენატრება. როცა მოსწავლე მყავს და ვამეცადინებ, ბავშვს ერთი საათის მერე რომ დავხედავ, თითქოს სხვანაირია.
– როგორც ვხედავ, რემონტი თითქმის დაასრულეთ. მარი, ელიავაზე სიარული ისევ თქვენ გიწევთ?
– უკვე წვრილმანებია დარჩენილი და ელიავაზე სიარულს ცოტა ხანში ისევ დავიწყებ. ხვიჩას სკოჩისა და სტეპლერის ყიდვა შეიძლება ვანდო, ყველაფერი მე უნდა ვიყიდო. 40 დღე მეცა და ბავშვიც სახლში უნდა ვიყოთ. ხვიჩას რომ თავისი კაბინეტი ჰქონოდა, ამის გამო მთელი ბინა დავანგრიეთ და სხვანაირად მოვაწყვეთ. ახლა, სამზარეულო და მისაღები ერთადაა. სამზარეულოს ნაცვლად, ხვიჩას სამუშაო ოთახი იქნება. გვაქვს ორი საძინებელი – ერთი ირაკლისი და მეორე ჩვენი.
– "ქუჩის მუსიკოსები" უახლოეს მომავალში კონცერტს თუ გეგმავთ?
– იანვარში გვექნება 3–დღიანი სოლო–კონცერტი. "იუმორინაც" მხოლოდ სამი დღე ჩატარდა. ფილარმონიის დაქირავება ძალიან დიდი ხარჯებთან არის დაკავშირებული. "იუმორინა" ფინანსურად მინუსებშია. ჩატარდა იმის გამო, რომ საზოგადოებისთვის ჩვენი არსებობა შეგვეხსენებინა.
– რა ღირს ფილარმონიის დაქირავება?
– 26.000 ლარი. ამას გარდა, განათების, დეკორაციისა და კოსტიუმების ფული ცალკეა გადასახდელი. ბილეთს თუ 50 ლარად გაყიდიან, მაშინ ღირს, მაგრამ კონცერტს ძირითადად მოსახლეობის საშუალო ფენა ესწრება, როგორ უნდა დაუფასო ამდენი, თან ოჯახებით მოდიან და საერთო ჯამში ძალიან დიდ თანხას აღწევს.
– ბავშვი, ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, 40 დღის მერე უნდა მონათლოთ?
– ილია ჯერ ძალიან პატარაა, ამიტომ იუმორინელებსაც არ უნახავთ. ექიმმა გვითხრა, 40 დღე გარეთ არ გაიყვანოთო, მაგრამ არ დავუჯერე და ბავშვი ცოტა ხნით ჰაერზე გავასეირნე, თან ცოლისდამ იმისთანა "კალიასკა" მაჩუქა, მგონი მესამე და მეოთხე ბავშვზეც ვიფიქრებთ. ილია ნათლისღებას – 19 იანვარს უნდა მოვნათლოთ. თან ნათლიაც შერჩეული გვყავს. მარის მეგობარი ლიკა კვანჭიანი, ძალიან კარგი გოგოა. 9 წელი ეუბნებოდა, რომ მეორე შვილიც გაეჩინა და მას მოენათლა. პატარა ილია მის განკარგულებაშია.
თეა გულედანი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი