| ქალი და მამაკაცი |

"მღვდლის მეუღლეობა ჯვრის ტარებაა"
"მღვდლის მეუღლეობა ჯვრის ტარებაა"
"მოძღვართან ერთად ცხოვრება, შეიძლება, მძიმე ჯვარიც არის, მაგრამ ამავე დროს, ბედნიერება და სიძლიერეა. მე ნამდვილად არაფრის მეშინია. ღვთის დიდი იმედი მაქვს და თავს უფრო დაცულად ვგრძნობ", – აღნიშნავს ქალბატონი ზოია მორჩილაძე, რომელმაც, 3 წელია, რაც ღვთისმსახურის ჯვარი გაიზიარა. ის კრწანისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოღვაწე, მამა პანტელეიმონის (წულაძე) მეუღლე გახლავთ.
– ქალბატონო ზოია, გვიამბეთ, როგორ გაიცანით მამა პანტელეიმონი და მაშინ თუ იფიქრებდით, რომ ოდესღაც, ღვთისმსახურის პასუხისმგებლობას გაინაწილებდით?
– მამაო გურიაში, ლანჩხუთის რაიონში გავიცანი. მამიდასთან სტუმრად ჩამოდიოდა ხოლმე. მე იქ დავიბადე და გავიზარდე. როდესაც დავქორწინდით, მაშინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩემი მეუღლე მღვდელი გახდებოდა. მხატვარი იყო, სულ სხვა მისწრაფებები გააჩნდა. სხვა ცხოვრების სტილი გვქონდა ჩვენც და, ზოგადად, ქვეყანაშიც ასე იყო. მონათლულები ვიყავით, მაგრამ ეკლესიურად არ ვცხოვრობდით. მე უფრო დავდიოდი ტაძარში, ვიდრე მამაო. სტუდენტობის პერიოდში ხშირად შევდიოდი თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში. ამ ეკლესიის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობდი. ისეთი რწმენით ვიყავი, მეგონა, სიონში რომ სანთელს ავანთებდი, ის სურვილი აუცილებლად შემისრულდებოდა.
– სარწმუნოებრივი ცხოვრება ორივემ ერთდროულად დაიწყეთ?
– მამაოს მორწმუნე მეგობარი ჰყავდა, რომელთან ერთადაც ზაფხულობით სამუშაოდ ბათუმში მიდიოდა ხოლმე. მამაო რომ ხედავდა, მისი მეგობარი ყოველ დილა–საღამოს ლოცვებს კითხულობდა, ალბათ, მასზეც იმოქმედა. მერე დაემთხვა ის, რომ საერთო ნაცნობები აღმოაჩნდათ. კრწანისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონი (მენაბდე) იყო მისი მეგობრის მოძღვარი და მამა ბესარიონი გახლდათ ჩემი მეუღლის მეგობრის სიძე. ეს იყო პირველი მიზეზი, რის გამოც მამაო წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში წავიდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ ტაძარში მსახურობდა ჩემი სკოლის მეგობარიც, მამა გიორგი უგრეხელიძე. მე ეს არ ვიცოდი. ტაძარში მოულოდნელად შევხვდი, შემდეგ გავხდი მისი მრევლი. მამა გიორგი სხვა ტაძარში გადაიყვანეს და ახლა მამა ბესარიონს ვაბარებ აღსარებას.
– მამა პანტელეიმონმა სასულიერო მოღვაწეობა რომ გადაწყვიტა, მისი ეს არჩევანი თქვენ როგორ მიიღეთ?
– მამაო მრევლი რომ გახდა, ეკლესიაში ხშირად დადიოდა. იმ პერიოდში დედა გარდაეცვალა და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდა ტაძარს. დედის გარდაცვალებით გამოწვეული დიდი სულიერი ტრავმა, მოძღვართან და ეკლესიასთან ურთიერთობამ გადაატანინა. ალბათ, მამა ბესარიონმა შენიშნა მასში ის თვისებები, რაც სამღვდელო პირისთვის საჭიროა. მამაოც ნელ–ნელა, ეტაპობრივად მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. ჯერ იყო აქტიური მრევლი, შემდეგ სტიქაროსანი, მედავითნე. ამ საფეხურების გავლის შემდეგ გახდა მღვდელი. ეს ყველაფერი იმდენად ხანგრძლივი დროის განმავლობაში სრულდებოდა, რომ აბსოლუტურად შეგუებული ვიყავი მის მღვდლობას.
– მამაოს კურთხევის დღე როგორ გახსოვთ?
– მანამდე მისი ხელდასხმა რამდენჯერმა გადაიდო. მომზადებული, კაბით შემოსილი წავიდოდა და ისევ უკან ბრუნდებოდა. წნევა აწუხებს. ეტყობა, ამ ყველაფერს შინაგანად ძალიან განიცდიდა და იმ პერიოდში წნევისგან სულ დასივდა. ერთ დღესაც წავიდა, ვიცოდით, რომ მეორე დღეს უნდა ეკურთხებინათ და ის ღამე ტაძარში უნდა დარჩენილიყო, მაგრამ გვიან ღამით ისევ დაბრუნდა, თან იცინოდა, სულ რაღაც მებრძვისო. ასე კარგა ხანს გაჭიანურდა მისი ხელდასხმა. დასამახსოვრებელი იყო მამაოს დიაკვნად კურთხევის თარიღი. ახლობლების წრეში პატარა სუფრით აღვნიშნეთ ის დღე. მოხდა ისე, რომ იმ დღეს, მთელ თბილისში დენიცა და გაზიც ერთდროულად გაითიშა. სახლში სუფრისთვის რაღაცეები გამზადებული გვქონდა, მაგრამ ეკლესიიდან რომ ვბრუნდებოდით, სამწვადე ხორციც ვიყიდეთ. მაღაზიაში გავიგეთ, რომ დენი და გაზი გათიშულიყო. მოვედით სახლში, გაზის მანქანასთან ძალიან დიდი რიგი იდგა. რას ვიზამდით, ჩვენც გვჭირდებოდა "ბალონის" დატენვა. ეს ახლად შემოსილი კაცი, მწვადის შესაწვავად, გაზის "ბალონი" რომ როგორმე მოეტანა, ფეხით ხუთჯერ მაინც ავიდ–ჩავიდა მე–14 სართულზე. ის დღე არასდროს დაგვავიწყდება. იანვარი იყო და ახლაც, ყოველ წელს სიცილით ვიხსენებთ ხოლმე იმ ამბავს.
– თქვენი ცხოვრება მას შემდეგ როგორ შეიცვალა, რაც მღვდლის ოჯახი გახდით?
– ვფიქრობ, ოჯახში უფრო მეტი სიმშვიდეა. ხმაურიანი ოჯახი არასდროს გვქონია, მაგრამ ახლა, ჩვენი მხრიდან, მაინც მეტ მოთმინებას ვიჩენთ. შემოსილ ადამიანს სხვანაირად ვუყურებ. ისევ ის პიროვნებაა, რომელიც ოჯახში ადრე გყავდა, მაგრამ ღვთისმსახურის ფორმაში მყოფი სულ სხვა მოწიწებას იწვევს.
– მამა პანტელეიმონი ოჯახშიც სულ შემოსილია?
– ოჯახშიც, ზამთარ–ზაფხულ სულ შემოსილია. გასულ ზაფხულს, ძალიან რომ ცხელოდა, ვუთხარი, სამღვდელო შესამოსელი ცოტა ხანი მაინც გაიხადე–მეთქი. იუარა, ხომ შეიძლება, ამ დროს ვინმე მოვიდეს, სახლში მარტო ვიყო, კარი გავაღო და შეუმოსავი რატომ უნდა მნახონო.
– თქვენ როგორ მიმართავთ?
– უკვე მივეჩვიე და მამაოთი მივმართავ. ერისკაცობაში პაატა ერქვა და თავიდან მაინც ამ სახელით მივმართავდი, მაგრამ 5–ჯერაც რომ დამეძახა, პასუხს არ გამცემდა, სანამ მამაოთი არ მივმართავდი. ასე მიმახვედრა, რომ ერის სახელი აღარ უნდა დამეძახა.
– ოჯახში ერთად ლოცულობთ?
– ოჯახში ერთი ოთახი მთლიანად ხატებისთვის, სალოცავად გვაქვს გამოყოფილი, მაგრამ ერთად, თითქმის, ვერ ვლოცულობთ. თუკი ამის საშულება არის, მაშინ კი, რა თქმა უნდა. მე დილით ადრე გამოვდივარ და სახლში თუ არა, სამსახურში აუცილებლად ვასრულებ დილის ლოცვებს.
– შაბათ–კვირის მსახურებებს ყოველთვის ესწრებით?
– პროფესიით ფარმაცევტი ვარ და სულ ვმუშაობ. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ტაძარში სიარულს ხშირად ვერ ვახერხებ.
– ამის გამო მამაო არ გსაყვედურობთ?
– თავიდან ჩემი მოძღვარი სულ მსაყვედურობდა, მაგრამ ახლა მამა პანტელეიმონმაც აუხსნა ჩვენი მდგომარეობა. მიფიქრია, მუშაობას საერთოდ თავი ხომ არ დავანებო–მეთქი, მაგრამ ცხოვრება არ არის ისე აწყობილი, შემოსავალი გჭირდება. უფალმა ხომ იცის, რომ სურვილი ყოველთვის არის, მაგრამ ფიზიკურად არ მიხერხდება სისტემატურად სიარული.
– როგორც მახსოვს, მამაომ ჩემთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არც შვილებს აძალებს ეკლესიურობას.
– მამაოს შენიშვნები არ ახასიათებს. ეკლესიაში სიარულს შვილებს არ აძალებს. უმცროსი ვაჟი სტიქაროსანია, უფროსი არ დადის ტაძარში. ამის გამო მე რომ ვსაყვედრობ, მამაო მეტყვის ხოლმე, დაძალება არ შეიძლება, მე მაგათ ასაკში ეკლესიაში არ დავდიოდი, მაგრამ მოვიდა დრო და მივედი, ღმერთის წყალობით, ესეც თვითონვე მიხვდება, რომ ეს საჭიროაო.
– მამაოს მრევლთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– როგორც აღვნიშნე, ტაძარში ხშირად ვერ დავდივარ. ხანდახან გული მტკივა, მინდა ყველასთან უფრო ახლოს ვიყო. ბევრი ვერც კი მცნობს.
– მამა პანტელეიმონი საოცრად დადებითი, სპეტაკი სულის ადამიანია. თქვენ როგორ დაახასიათებთ მას?
– მამაო ოჯახში კიდევ უფრო განსხვავებულია. სახლში ძალიან დაღლილი მოდის. ყოველდღიურად მრავალი გაჭირვებული ადამიანის მოსმენა უწევს. ხან დილიდან საღამომდე რეანიმაციაშია – მძიმე ავადმყოფებს აზიარებს. ყოფილა შემთხვევები, რომ საპყრობილედან მოსულს, სახლში მთელი დღე უტირია. ადამიანთა ტკივილს ძალიან განიცდის. საპატიმროებში ბევრ უდანაშაულო ადამიანს ხვდება და მათი გასაჭირი ძალიან მიაქვს გულთან. ხშირად ვეუბნები, ყველაფერს ასე რომ განიცდი, იმიტომაა, ალბათ, სულ წნევა რომ გაქვს–მეთქი. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობ, იქეთ შევუწყო ხელი, არ დავამძიმო, ოჯახში მაინც არ დავახვედრო პრობლემები. ჩემი მხრიდან, რაც შემიძლია, ვცდილობ, შევუმსუბუქო ჯვარი.
– ერთმა მოძღვარმა თქვა, მღვდლის ნახევარ ჯვარს, ფაქტობრივად, ფოფოდია ტვირთულობსო. თქვენ როგორ გრძნობთ ამ ჯვარს?
– რა თქმა უნდა, ფოფოდიობა ჯვრის ტარებაა. პასუხისმგებლობაც მეტია. ნაწილობრივ, შენც ღვთისმსახურად ითვლები. მახსოვს, მამა პანტელეიმონი რომ აკურთხეს და ნინოწმინდიდან დავბრუნდით, მამა ბესარიომა მკითხა, როდისმე წარმოიდგენდი, რომ ფოფოდია გახდებოდიო? თითქოს, თავიდან, შინაგანად ვერ გავითავისე. როდესაც ტაძარში ვარ და ხალხისგან მოწიწებასა და პატივისცემას ვგრძნობ, ეს უფრო მაფიქრებს. ყოფილა მომენტები, მრევლისგან, ვისაც არ სცოდნია, რომ მე მამაოს მეუღლე ვარ, მომისმენია, როგორი სიყვარულითა და პატივისცემით ახსენებენ მას. ამის გამო გული ამჩუყებია. მის პატიოსნებას, უსაზღვრო სითბოს, ბავშვურ ხასიათს, ერთი შეხედვისთანავე ხედავენ და ამიტომ ძალიან უყვართ, დიდ პატივს სცემენ. ბავშვებისთვისაც მითქვამს, თქვენ იმდენად ვერ გრძნობთ, მამაოს მრევლში რამხელა სიყვარული აქვს–მეთქი. მრევლისგან რა პატივისცემა და სიყვარულიც აქვს, ისეთი, შეიძლება, ახლობლების მხრიდან არ ჰქონდეს. ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
– სახლიდან გარეთ, საზოგადოებაში გამოსული ფიქრობთ იმაზე, რომ როგორც ფოფოდიას, სხვა ქალბატონებისგან განსხვავებით, მეტი ადამიანურობა გმართებთ?
– დიახ, გარეთ გამოსული ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რომ სხვის თვალში არ ვიყო, თუნდაც გარეგნულად, ჩაცმულობით დამაბრკოლებელი და ვინმე განკითხვაში არ ჩავაგდო.
– ეს მომენტი არ გზღუდავთ?
– ბუნებით ძალიან აქტიური ვიყავი. შესაბამის გარემოში ყოველთვის ვცეკვავდი. რაც მეუღლე მღვდელი გახდა, იმის მერე არ მიცეკვია. ბოლოს, ჩემმა ბიჭმა თავის ბანკეტზე მთხოვა, მასთან ერთად მეცეკვა, არ ვიცი, შეიძლება დავარღვიე წესი, მაგრამ ამ ერთხელ უარი ვერ ვუთხარი და ვიცეკვე.
– ჩაცმულობასთან დაკავშირებით რამეზე უარის თქმა მოგიწიათ?
– შარვალი იყო ჩემი ყველაზე სუსტი წერტილი. თავიდან, მრევლი რომ გავხდი, 1–2 კაბა მქონდა. კაბას ვერ ვიხდენდი. ყოფილა შემთხვევა, კაბა ჩამიცვამს, მაგრამ სახლიდან გასვლის წინ, ისევ გამიხდია და შარვლით წავსულვარ. 2–3 წელია, რაც მამაო მღვდლის ხარისხშია, ქუჩაში შარვლით არ გამოვდივარ. სანამ დიაკონი იყო, მაშინ კი ვიცვამდი, თუმცა, ის ყოველთვის ვიცოდი, რომ მის გვერდით შარვლით არასდროს გავივლიდი.
– მაინც, როგორია მოძღვართან ერთად ოჯახური ცხოვრება?
– მოძღვართან ერთად ცხოვრება, შეიძლება, მძიმე ჯვარიც არის, მაგრამ ამავე დროს, დიდი ბედნიერება და სიძლიერეა. მე ნამდვილად არაფრის მეშინია. ღვთის დიდი იმედი მაქვს და თავს უფრო დაცულად ვგრძნობ. ავად ვარ, თუ სხვა პრობლემებია, დღეს ეს ყველაფერი უფრო იოლად გადასატანია, ვიდრე მანამდე იყო.
– ღვთის მადლი და წყალობა მოძღვრის ოჯახში, ალბათ, უფრო ნათლად ჩანს.
– ღვთის წყალობას ნამდვილად ვგრძნობთ. მანამდეც, სანამ მოძღვრად აკურთხებდნენ, უკვე იგრძნობოდა უფლის შემწეობა. მოგეხსენებათ, გაჭირვების პერიოდი ყველა ოჯახს გამოუვლია. ბოლო პერიოდში, როდესაც მამაომ ტაძარში აქტიური სიარული დაიწყო, საეკლესიო ცხოვრებაზე გადაერთო და მხატვრობაში ნაკლებად მუშაობდა. აღარც მხატვარი იყო და ჯერ არც მღვდლის ხარისხში იმყოფებოდა. ის რამდენიმე წელი ოჯახი, ძირითადად, ჩემს ხელფასზე გადადიოდა და, ფაქტობრივად, არ გვყოფნიდა შემოსავალი. ყოფილა მომენტები, მეორე დღის პურის ფული არ გვქონია. გაჭირვებას მე უფრო ემოციურად ვხვდებოდი, მამაო კი, ყოველთვის მშვიდად მეუბნებოდა, ხვალინდელზე ღმერთი იზრუნებსო. მართლაც, რაღაც გამოჩნდებოდა ხოლმე. არასდროს დამავიწყდება ერთი მომენტი. ვფიქრობდი, რით უნდა გვეყიდა პური და მახსოვს, იმ დღეს, მეზობელმა კახეთიდან ჩამოტანილი 10 ცალი შოთის პური შემოგვიტანა. მამაო სახლში რომ დაბრუნდა, მითხრა კიდეც, ხომ გეუბნებოდი, გამოჩნდება ხვალინდელი დღის პურიო. ამ ყველაფერს უკვე შევეჩვიე. არის გაჭირვებაც, მაგრამ უფრო მშვიდად ვხვდები, რადგან ვიცი, რომ ღმერთი აუცილებლად რაღაცას გამოაჩენს.
– ყოველდღიურ ცხოვრებაში რწმენა რამდენად გეხმარებათ?
– რწმენა ნამდვილად მეხმარება. აღვნიშნე, რომ სამსახურში ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ ერთი მხრივ, ჩემი პროფესიით კმაყოფილი ვარ, რადგან ისეთ საქმეს ვემსახურები, რითაც, გარკვეულწილად, საშუალება მეძლევა, სიკეთე ვაკეთო, ავადმყოფს, გაჭირვებულს დავეხმარო. ცოდნას არ ვზოგავ და რჩევას არავისთვის ვიშურებ. ყველანი ცოდვილები ვართ. თუ ტაძარში აქტიურად ვერ დავდივარ და სხვა აუცილებელ წესს ვერ ვასრულებ, რამდენადაც შემიძლია, ვცდილობ, ჩემი საქმიანობით სიკეთე დავთესო და ცოდვები ასე მაინც გამოვისყიდო.
ეფემია წიკლაური

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი