| ქალი და მამაკაცი |

ჟაკლინ ბისეტის სიყვარული და ტკივილი
"მის გვერდით ცხოვრება ჩემთვის სიმსუბუქეს და ახალგაზრდობას ნიშნავდა"
კინოსამყაროში ერთ–ერთი ყველაზე დრამატული სიყვარულის ისტორია ნიუ იორკში, ელიტურ წვეულებაზე დაიწყო, რომელსაც, სხვათა შორის, გრეტა გარბომ უწოდა "ელიტური ძუკნების ბაზრობა მდიდრულ ინტერიერში". ამ წვეულებაზე ჟაკლინ ბისეტი შეხვდა საბჭოთა ბალეტის ვარსკვლავს, ალექსანდრ გოდუნოვს.
თავდაპირველად მათი ერთმანეთით დაინტერესება არავის გაჰკვირვებია, რადგან ყველამ იცოდა, რომ ჟაკლინი ბალეტით იყო გატაცებული. ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ ბავშვობაში ხშირად ოცნებობდა ბალერინობაზე. მეორე მხრივ, არავისთვის წარმოადგენდა საიდუმლოს, რომ გოდუნოვი, რომელიც ამერიკული პუბლიკისთვისაც ვარსკვლავი იყო, ახლოს არ უშვებდა ქალებს. მას ამერიკულ პრესაში ცივი ომის რომეოს უწოდებდნენ. ყველასათვის ცნობილი იყო, რომ საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებული მოცეკვავე თავისი ჯულიეტას, ლიუდმილა ვლასოვას ერთგული იყო, რომელიც რკინის ფარდის მიღმა, საბჭოთა კავშირში დარჩა.
ალექსანდრისათვის კინოვარსკვლავის გაცნობა ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. დამშვიდობებისას თავაზიანად უთხრა, ოდესმე კიდევ შევხვდებითო. მას მოეწონა ჟაკლინის მომხიბვლელობა, ზურმუხტისფერი თვალები და არისტოკრატული იერი, მაგრამ ამ ქალთან დაახლოება გულშიც არ გაუვლია.
სამაგიეროდ ჟაკლინმა თავი დაკარგა. "ის, რასაც ვგრძნობდი, არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება. ათწუთიანი საუბრის შემდეგ მომეჩვენა, რომ მე ამ ადამიანს მთელი ცხოვრება ვიცნობდი", – აღიარებს ჟაკლინი. მას ხომ ყოველთვის სჯეროდა ერთი ნახვით შეყვარების. ის სიყვარულში თავს კარგავდა, რაც თვითონვე აბრაზებდა, რადგან თვლიდა, რომ ინგლისელ არისტოკრატ ქალს ეს არ ეკადრებოდა.
მის ოჯახს ტიპურ ბრიტანულს ნამდვილად ვერ უწოდებთ. ჟაკლინის მამა მაქს ფრეიზერ ბისეტი პატიოსანი შოტლანდიური ოჯახიდან იყო და ჯაზზე გიჟდებოდა. დედა, არლეტი, ნახევრად ფრანგი იყო. ომის დროს ის ინგლისში გადავიდა და გათხოვდა კიდეც. მას არასოდეს ავიწყდებოდა თავისი ფრანგული წარმომავლობა და ამიტომაც ქალიშვილს ჟაკლინი დაარქვა. დედა ცდილობდა, შვილთან რაც შეიძლება მეტი ელაპარაკა ფრანგულად.
ჟაკლინი ლონდონის შემოგარენში, ძველებურ სახლში იზრდებოდა. ხატავდა, დადიოდა ბალეტზე. მთელ თავისუფალ დროს კი საკუთარ ძმასთან, მაქსთან ხელჩართულ ბრძოლაში ატარებდა. მშობლები და–ძმას არასოდეს უბრაზდებოდნენ იმის გამო, რომ ამგვარი ორთაბრძოლების შემდეგ ჩალურჯებულები იყვნენ და ტანსაცმელიც დახეული ჰქონდათ.
მეზობლები მათ ოჯახს ბოჰემურს უწოდებდნენ, რითაც ხაზს უსვამდნენ, რომ ისინი მთლად ნორმალურები არ იყვნენ. "რაც თავი მახსოვს, ჩვენს სახლში ნამდვილი ქაოსი იყო. ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებოდათ გაზეთები, წიგნები. აქ იმდენი ადამიანი იკრიბებოდა, რომ ხანდახან დასაჯდომი ადგილიც კი არ იყო. ფინანსურ საკითხებში ყოველთვის პრობლემები გვქონდა, თუმცა ეს ჩვენი ცხოვრების წესს არასოდეს ეხებოდა. თუ სახლში საჭმელი არ გვქონდა, დედა პიანინოსთან დაჯდებოდა და უკრავდა. ის ადვოკატად მუშაობდა, მაგრამ საშინლად არაპრაქტიკული ქალი იყო. სწორედ ამიტომაც უყვარდა მამაჩემს", – იხსენებს მსახიობი.
დიდი სიყვარულის მიუხედავად, მაქსს სულაც არ გასჭირვებია ცოლის მიტოვება მაშინ, როცა არლეტს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. "ჩემი მშობლები 30 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ამის შემდეგ კვლავ გჯეროდეს მარადიული სიყვარულის", – ამბობს ჟაკლინი.
გაყრის შემდეგ მაქსი ფინანსურად ეხმარებოდა ყოფილ ცოლს. მასზე ზრუნვა კი 15 წლის ჟაკლინს დააწვა კისერზე. ის მამის მოთხოვნას არ დაემორჩილა და არ ჩააბარა უნივერსიტეტში იურიდიულზე. არჩევანი სამსახიობოზე გააკეთა და მამისგან დაფინანსებაც შეუწყდა. იმისათვის, რომ სწავლის ქირა გადაეხადა, მანეკენად მუშაობდა.
ბისეტის კარიერა ძალიან სწრაფად და წარმატებულად განვითარდა. 30 წლის ასაკში მას უკვე ნამუშევარი ჰქონდა ოდრი ჰეპბერნთან, ფრენკ სინატრასთან, დინ მარტინთან და ჟან პოლ ბელმონდოსთან. საუკეთესო ევროპელი რეჟისორები ახალგაზრდა სექსუალურ გოგონას ერთმანეთს ხელიდან სტაცებდნენ.
გოდუნოვთან შეხვედრის დროს ბისეტი არამარტო ჰოლივუდის ერთ–ერთ ლამაზმანად ითვლებოდა, არამედ თავისი თაობის მეტად ნიჭიერ მსახიობადაც. "პირველ რიგში, მინდოდა, თავისუფალი ვყოფილიყავი. ჩემთვის ქორწინება და თავისუფლება ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო", – ასეთი იყო ჟაკლინის ცხოვრებისეული პრინციპი.
ჟაკლინი მართლაც იყო ქალი, რომელიც არასოდეს ფიქრობდა ოჯახის შექმნაზე. მისი პირადი ცხოვრება მრავალფეროვანი იყო, მაგრამ არც ისეთი წრეგადასული გახლდათ, როგორც ხშირად პრესაში წერდნენ. რამდენიმეწლიანი რომანი ჰქონდა კანადელ მსახიობ მაიკლ სარაზინოსთან, ხოლო იმ საბედისწერო წვეულებაზე, როდესაც მის ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდა, ის ჰოლივუდელი პროდიუსერის, ვიქტორ დრეს ოფიციალური მეგობარი ქალის სახელით მივიდა.
ბისეტი იხსენებს, როდესაც მან გოდუნოვს საკუთარი ბავშვობის შესახებ უამბო, ბალერონმა თავისთვის ჩაილაპარაკა, როგორც ჩანს, მე სხვა პლანეტაზე გავიზარდეო.
ალექსანდრი მართლაც რადიკალურად განსხვავდებოდა ჟაკლინისაგან. დაიბადა მისგან ძალიან შორს, სახალინზე, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. მსგავსება კი იმაში იყო, რომ ოჯახი მამამისმაც მიატოვა, თუმცა ალექსანდრი მაშინ მხოლოდ 3 წლის იყო. დედამისს უჩვეულოდ გაუღიმა ბედმა, როდესაც საბჭოთა სისტემის ყველაზე მკაცრ პერიოდში თითქმის ევროპულ რიგაში აღმოჩნდა.
დედამ იმდენი მოახერხა, რომ შვილი რიგის ქორეოგრაფიულ ინტერნატში შეიყვანა. რა თქმა უნდა, მას არ უფიქრია, რომ ალექსანდრი ცნობილი მოცეკვავე გამოვიდოდა, უბრალოდ ამ ნაბიჯით მან ერთ შვილზე ზრუნვისაგან მაინც გაითავისუფლა თავი. დანარჩენი ორი შვილი ოჯახში იზრდებოდა, ალექსანდრს კი ძალიან მკაცრ პირობებში მოუწია ცხოვრება.
დროთა განმავლობაში ბიჭი მიეჩვია ინტერნატს, მაგრამ თავდაჯერებულობისა და სიყვარულის ნაკლებობა მთელი ცხოვრება გაჰყვა. სასწავლებელში არსებული მკაცრი კონკურენცია, საბჭოთა აღზრდის მკაცრი სისტემა მის ტანჯვას უფრო აღრმავებდა. მთელი დღის განმალობაში უწევდა მუშაობა, რომ პედაგოგისაგან ერთი კეთილი სიტყვა მაინც დაემსახურებინა.
როდესაც გაიგო, რომ მისმა უფროსმა ძმამ მე–16 დაბადების დღეზე მამისგან მისალოცი წერილი მიიღო, ალექსანდრმა გადაწყვიტა, რაც შეიძლება კარგად მოქცეულიყო, მამისგან მსგავსი წერილი მასაც რომ დაემსახურებინა, მაგრამ მთელი ცხოვრება მსგავსს ვერაფერს ეღირსა.
ალექსანდრს აღიარება მალე ეწვია. როგორც კი საბჭოთა კავშირის ყველაზე წარმატებულ მოცეკვავედ იქცა, თითქოს იგრძნო, რომ ის ადამიანებს უყვართ.
დიდ თეატრში ალექსანდრმა სახელი თავისი სიჯიუტითა და ბუნტისთავობით გაითქვა. ეს კი კარგი მიზეზი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მისით კაგებე დაინტერესებულიყო. პოპულარობის ზრდასთან ერთად მან სმა დაიწყო. მოცეკვავის ამ რთული ხასიათის შესახებ კარგად იცოდა დიდი თეატრის პრიმა ბალერინამ, ლიუდმილა ვლასოვამ, რომელსაც 20 წლის ალექსანდრი შეუყვარდა.
ლიუდმილა მასზე 7 წლით უფროსი იყო, მაგრამ ამან მგზნებარე რომანს ვერაფერი დააკლო. გრძნობები იმდენად დიდი იყო, რომ ქალმა მის გამო ფინანსურად უზრუნველყოფილი ოჯახი დატოვა და ღარიბ მოცეკვავესთან დაიწყო ცხოვრება. ასეთი ნაბიჯი ალექსანდრისათვის იმის დამტკიცება იყო, რომ ამქვეყნად ერთ ადამიანს მაინც უყვარდა ისე, რომ ბევრი რამე დათმო ცხოვრებაში.
მაშინ, როდესაც ალექსანდრი თავისი სიყვარულის განსაკუთრებულობაში დარწმუნდა, ყველაზე დიდი დარტყმაც მიიღო – 1979 წელს, როდესაც მოცეკვავე წყვილი ამერიკაში იმყოფებოდა გასტროლებზე, ჰქონდათ შანსი, დარჩენილიყვნენ. ალექსანდრმა გამოიყენა ეს შანსი, ლიუდმილა კი საბჭოთა კავშირში დაბრუნდა. ალექსანდრს სამი წელი იმედი ჰქონდა, რომ კაგებე–ს კლანჭებიდან საყვარელი ქალის დახსნას შეძლებდა. ალბათ ამიტომაც არ უგრძვნია არაფერი ჟაკლინ ბისეტთან შეხვედრისას, რადგან ის ლიუდმილაზე ფიქრობდა.
ალექსანდრი და ჟაკლინი რამდენიმე თვეში ისევ შეხვდნენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ჟაკლინმა გაიგო, რომ ბალერონი ოფიციალურად გაშორდა ცოლს. იმ პერიოდში ჟაკლინიც დაშორდა მეგობარ მამაკაც ვიქტორ დრეს. მოკლედ, ყველანაირი პირობა იყო იმისათვის, რომ 80–იანი წლების ყველაზე გახმაურებული რომანი დაწყებულიყო.
ბისეტს არაერთხელ უთქვამს, რომ ცხოვრების მთავარი ფასეულობა მისთვის დამოუკიდებლობა იყო, თავად უნდა ჰქონოდა არჩევანის გაკეთების უფლება. გოდუნოვი კი თავისი რთული ხასიათის, კომუნისტური წარსულისა და ათლეტური აღნაგობის გამო ჟაკლინისათვის ნამდვილი პრომეთე იყო. ის აბსოლუტურად განსხვავდებოდა ყველა იმ მამაკაცისაგან, რომლებთანაც იქამდე ჟაკლინს საქმე ჰქონდა.
როდესაც ალექსანდრი საყვარელი ქალის თვალებში იყურებოდა, დიდ სიყვარულს ხედავდა, მაგრამ ჟაკლინს არ ჰქონდა პასუხი კითხვაზე, მართლა უყვარდა თუ არა მას მოცეკვავე. ქალი ყოველთვის მოკლე პასუხს იძლეოდა: "ის ძალიან ნაზი იყო ჩემთან".
ამ რომანით ორივე მათგანმა ნახა სარგებელი. ჟაკლინი ამერიკის ახალი სექსსიმბოლოს გვერდით კარგად გრძნობდა თავს, ამის სანაცვლოდ კი მზად იყო, ბალერონისთვის ჰოლივუდისკენ მიმავალი ყველა კარი გაეღო. "ამერიკაში შტურმით მხოლოდ ის მთები უნდა აიღო, რომელიც ჰოლივუდშია", – ამ სიტყვებით იწყებდა ჟაკლინი საყვარელ მამაკაცთან ლაპარაკს იმაში დასარწმუნებლად, რომ მას წარმატების მიღწევა ჰოლივუდშიც შეეძლო.
მოგვიანებით ჟაკლინს არაერთხელ განუმარტავს, რომ არასოდეს უცდია ალექსანდრის ცხოვრების შეცვლა, ბალეტის მიტოვება და მსახიობობის დაწყება: "ის ჰოლივუდში ჩემამდეც ხშირად დაეხეტებოდა. მე მხოლოდ ვუთხარი, რომ თუ მსახიობობას გადაწყვეტდა, ამაში მე დავეხმარებოდი. მისთვის ბალეტის მიტოვება არასოდეს შემითავაზებია. ვიცოდი, რომ ეს მისი ცხოვრების აზრი იყო".
ალექსანდრს კი სწორედ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება უნდოდა, ახალ ქვეყანაში, ახალ ქალაქში და ახალ ქალთან ერთად. ლოს ანჯელესში დასახლებისას მან ყველა თავისი ოცნება აისრულა – იყიდა ბინა ზღვის ხედით და კაბრიოლეტი. თუმცა სახლი მალე მიატოვა და ჟაკლინთან გადავიდა, სადაც 7 წელი იცხოვრა. მათი თანაცხოვრების 2 წელი ყველაზე ბედნიერი იყო.
ალექსანდრი ცდილობდა, საუკეთესო ამერიკელი გამხდარიყო და რუს ემიგრანტებთან ურთიერთობა საერთოდ შეწყვიტა. როდესაც ჟაკლინმა შესთავაზა, რუსულს ვისწავლიო, უპასუხა, არ არის საჭიროო. იმისათვის, რომ ჰოლივუდში სამსახიობო კარიერა გაეკეთებინა, აქცენტის მოშორებას ცდილობდა.
ეს წყვილი პრესამაც შეიყვარა. ხშირად ეპატიჟებოდნენ ტელეგადაცემებში, ჟურნალებისთვის ფოტოსესიებზე. გოდუნოვი ვერა და ვერ შეეჩვია, რომ ის ხშირად ჩნდებოდა ბულვარული პრესის ფურცლებზე, თანაც ყოველთვის ჟაკლინ ბისეტის თანმხლებად მოიხსენიებდნენ.
თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ბედნიერებისგან ორივე ბრწყინავდა, მაგრამ ხანდახან ჟაკლინი თავისი მამაკაცის რთულ ხასიათს ეჯახებოდა. ალექსანდრმა იგი თავიდანვე გააფრთხილა, რომ ხასიათი ხშირად ეცვლებოდა და მელანქოლიაში ვარდებოდა, მაგრამ ჟაკლინს ვერ წარმოედგინა, რამდენად ღრმა იყო ეს ყველაფერი. დროდადრო ალექსანდრს ახსენდებოდა მოსკოვი, დიდი თეატრი, ლიუდმილა...
ყოფილ ცოლზე ბალერონი ყოველთვის დიდი სიყვარულით ლაპარაკობდა. ჟაკლინი კი ცოფდებოდა, როდესაც მის გვერდით მყოფი მამაკაცი სხვა ქალზე ფიქრობდა. მელანქოლიის დროს გოდუნოვისთვის სასმელი ყველაზე კარგი მეგობარი იყო.
მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მათი სახლის კარმიღმა ხდებოდა, საზოგადოებაში კი ამ წყვილით ყველა აღფრთოვანებული იყო. მაგალითად, როდესაც ჟაკლინი მუშაობდა ფილმზე "ანა კარენინა", მისი პარტნიორი, კრისტოფერ რივი, მოწმე იყო იმისა, როგორ უგზავნიდა ალექსანდრი მას ყვავილებს გადასაღებ მოედანზე. როცა ჟაკლინი 40 წლის გახდა, გოდუნოვმა მევიოლინეთა ტრიო დაიქირავა და სასტუმროს ნომერი ვარდების ფურცლებით გაავსო. ამის შემხედვარე ჟაკლინი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო მანამ, სანამ საყვარელმა ალექსანდრმა არ უთხრა, რომ ოდესღაც ოცნებობდა, ეს ყველაფერი ლიუდმილასათვის გაეკეთებინა.
ალექსანდრმა მას შემდეგაც ვერ იპოვა სულიერი სიმშვიდე, როცა გაიგო, რომ მისი ყოფილი ცოლი გათხოვდა. ჟაკლინმა იცოდა, რომ მის მამაკაცს წარსულს მხოლოდ დატვირთული გრაფიკი დაავიწყებდა, ამიტომაც ჰოლივუდის აღიარებას ის ალექსანდრზე მეტად ელოდა.
1985 წელს ჟაკლინის მოლოდინი გამართლდა. ალექსანდრის დებიუტი ფილმში "მოწმე" კრიტიკოსებმა აღფრთოვანებით მიიღეს. ერთ–ერთ სტატიაში კი პირდაპირ დაწერეს, მის გვერდით ჰარისონ ფორდიც კი კარგად თამაშობსო. ამ დებიუტს ალექსანდრის ოფიციალური განცხადება მოჰყვა, რომ ბალეტს თავს ანებებს და მთლიანად კინოზე გადაერთვება.
თავის პირველ წარმატებას ალექსანდრი ძალიან სერიოზულად მიუდგა. შემოთავაზებულ წინადადებებზე ხშირად ამბობდა უარს, რადგან არ მოსწონდა. მან რამდენიმე წარმატებულ ფილმში მონაწილეობაზეც თქვა უარი იმიტომ, რომ ეგონა, ეს მისი როლი არ იყო. დროთა განმავლობაში პროდიუსერებიც დაიღალნენ მისი უარებით და დადგა ეტაპი, როდესაც მხოლოდ რუსი აგენტებისა და ტერორისტების როლებს სთავაზობდნენ.
ასეთმა რეალობამ ალექსანდრი ისეთ საშინელ დეპრესიაში ჩააგდო, რომლის წინაშე ჟაკლინიც კი უძლური აღმოჩნდა. წყვილს შორის სერიოზული კონფლიქტები დაიწყო. ერთხელ კი ალექსანდრმა პირდაპირ მიახალა, როგორც ჩანს, ლიუდმილას ყველაზე მეტად ვუყვარდი, რადგან მის გვერდით არასოდეს ვსვამდიო.
და ჟაკლინმა ყველაზე უსიამოვნო სინამდვილე აღმოაჩინა – ის მიხვდა, რომ გოდუნოვს არ სჭირდებოდა არც ცოლი და არც საყვარელი. მას სჭირდებოდა დედა, რომლის როლიც ჟაკლინს არ მოსწონდა, მაგრამ მისი ასეთ მდგომარეობაში მიტოვებაც არ შეეძლო. "როცა ძაღლი ხალიჩაზე მოშარდავს, ამის გამო სახლიდან ხომ ვერ გააგდებ? ამ დროს საკუთარ თავს ეუბნები, რომ ძაღლს უნდა ასწავლო, როგორ მოშარდოს. ასევეა მამაკაცთან ურთიერთობაც", – ამბობდა ჟაკლინი.
1987 წელს ალექსანდრმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. ჟურნალისტთა კითხვაზე, თუ როგორ აპირებდა ამის აღნიშვნას, მან უპასუხა: "ხიზილალიანი ჰამბურგერით". იმავე საღამოს ჟაკლინს ცოლობა სთხოვა და შესთავაზა, კარგი იქნება, თუ შვილებზე ვიფიქრებთო. ჟაკლინს კი არ სურდა მისი ცოლობა და, მით უმეტეს, შვილების ყოლა. "როდესაც საშა ფორმაში იყო, მის გვერდით ცხოვრება ჩემთვის სიმსუბუქეს და ახალგაზრდობას ნიშნავდა. მის გვერდით განუმეორებლად ბედნიერი ვიყავი, მაგრამ 80–იან წლებში ასეთი დღეები სულ უფრო ნაკლები იყო", – აღიარებს ჟაკლინი.
გოდუნოვისგან განსხვავებით, ბისეტი კვლავ ვარსკვლავად რჩებოდა, მაგრამ ინტერვიუებისგან თავს იკავებდა, რადგან ეს ალექსანდრს აღიზიანებდა. ყველაფერი ნელ–ნელა ამოიწურა – ვნება, სიყვარული. ისინი ძალიან მშვიდობიანად გაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ.
ერთხელ ჟაკლინს ჰკითხეს, თუ რა იყო მისი ბედნიერების საიდუმლო. მან უპასუხა: "საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ შემიძლია ვაღიარო დამარცხება, მაგრამ არ ვიტირო, თავი ავწიო და წინ წავიდე. სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული ყველაზე დიდი ტკივილის მომტანიც აღმოჩნდა. ჩვენ ერთმანეთი იმდენად გვიყვარდა, რომ ერთმანეთის სამუდამოდ დაკარგვას ვერ შევძლებდით, ამიტომ ბოლომდე გვქონდა ურთიერთობა".
ისინი ურთიერთობას აგრძელებდნენ 1995 წლის მაისამდე, სანამ ალექსანდრი გარდაიცვლებოდა. ჟაკლინს დიდი დრო დასჭირდა ამის გადასატანად. კარგა ხანს საკუთარ თავს ადანაშაულებდა: "ვიცი, რომ ალექსანდრისთვის ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. ჩემი ბრალი არ არის, თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა".
სულიერი სიმშვიდე მას შემდეგ მოიპოვა, როცა რუსეთში ჩავიდა და საყვარელი მამაკაცის საყვარელი ქალი, ლიუდმილა ვლასოვა მოინახულა. ამ შეხვედრის შემდეგ ჟაკლინმა განაცხადა: "ლიუდმილასთან საუბრის შემდეგ მივხვდი და გავიგე, როგორი იყო რეალურად ალექსანდრი. სამწუხაროდ, მე ეს ამერიკაში ვერ დავინახე".

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი