| ქალი და მამაკაცი |

"ჩემმა ზაირამ ბევრ ვერელ და ვაკელ ქალს გაუსწრო!"
ეკა მჟავანაძე: "ჩემმა ზაირამ ბევრ ვერელ და ვაკელ ქალს გაუსწრო!"
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ეკა მჟავანაძე, რომელიც მაყურებელს თავისი სახასიათო როლებით უყვარს და ახსოვს, ამ ეტაპზე სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" სოფლელი ქალის როლშია. მისი პერსონაჟი ერთ–ერთი მთავარი გმირის, ლევანის დედაა. თურმე ქალბატონი ეკა ამ როლისთვის თავიდან დიდად კეთილგანწყობილი არ იყო და ერთი პერიოდი ინანა კიდეც, რომ დათანხმდა. ეგონა, რომ მაყურებლისთვის მისი გმირი საინტერესო არ იქნებოდა. მერე კი მოვლენები ისე წარიმართა, რომ რომ მისი პერსონაჟი სერიალის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფიგურად იქცა.
ეკა მჟავანაძე თავისი როლებისთვის ყოველდღიურად და ყოველწუთიერად მუშაობს. ყველა ადამიანში ეძებს საინტერესო ტიპაჟს, იმახსოვრებს და მერე ამ ცოდნას იყენებს. ამავდროულად, მსახიობი თავს შესანიშნავად ართმევს ორი ვაჟის დედობას და კარგ დედამთილობაზე ოცნებობს, დაახლოებით ისეთზე, როგორიც მისი გმირი ზაირაა.
– ქალბატონო ეკა, როცა სერიალში მიგიწვიეს, რა იფიქრეთ, რას ელოდით?
– თავიდან რომ მიმიწვიეს ამ როლზე, მომზადებული არც ვიყავი. წინა საღამოს გადავწყვიტე მისვლა. ზაფხული იყო, კასტინგზე რომ მივედი. ეს იყო კოშმარი? ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი, რადგან ტექსტი რომ წავიკითხე, არ მომეწონა, თან განსაზღვრულიც არ იყო, რომ ზაირას გმირი სერიალში დიდიხნით დარჩებოდა. მე თვითონ სერიალების კასტინგზე ვმუშაობ და ვიცი პრინციპი, როცა გეუბნებიან, შეიძლება ეს გმირი დარჩეს სერიალშიო, ნიშნავს, რომ უმეტესად ერთჯერად როლზეა საუბარი. სანამ გადავიღებდით, ძალიან ვნანობდი, რატომ მოვედი ამ სერიალში–მეთქი. ტექსტიც რთული იყო, კუთხურად უნდა მელაპარაკა. გურული კილოთი ვერ ვლაპარაკობ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხიდან ვარ. გურიაში პირველად ორი წლის წინ ვიყავი. გურულები ფანტასტიკური ხალხია. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყველგან, სადაც მოვხვდები, სახასიათო გმირებს ვეძებ. მიყვარს მანერების, ემოციების დაჭერა. სერიალის გადაღებისას გურიაში ჩემი ერთთვიანი ყოფნა დამეხმარა. როცა სერიალში შვილს უნდა დავხვედროდი, თავად მომივიდა აზრად, რომ კიბიდან ჩამოვსულიყავი გურული ემოციებით. გადამღები ჯგუფი ამ სცენაზე სიცილით დაიხოცა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ სერიალში ჩემი მიყვანა სცენარისტ ნიკა წულუკუძის იდეა იყო, რომლის უფროსი მეგობარიც ვარ.
– მაყურებელმა კარგად მიიღო თქვენი ზაირა?
– ცოტა ხანში დაიწყო რეკვები: "ვაიმე, ეკა, სერიალში გნახე!" და ა.შ. გამიკვირდა, რა იყო, ახლა გაიგეთ, რომ მსახიობი ვარ–მეთქი. ხმამაღალი ნათქვამი თუ არ იქნება, ჩემი როლი წარმატებული და საინტერესო აღმოჩნდა. როცა მაყურებელს გმირი უყვარდება, მერე მსახიობს ბეწვის ხიდზე გიწევს სიარული, რომ მათ იმედები არ გაუცრუო. ამას დიდი სიფრთხილე უნდა. უკვე ზაირას სალაპარაკო ლექსიკონსაც იყენებენ. ეს ნიშნავს, რომ მაყურებელმა გმირი შეიყვარა. კომედიურ გმირთან დიდი სიფრთხილეა საჭირო, არ უნდა გადაამლაშო, უგემოვნოდ არ უნდა ითამაშო. ამიტომ ახლა უფრო ვნერვიულობ ყოველ გადაღებაზე, ვიდრე თავიდან. არ ვიცი, ჩემს გმირს დატოვებენ თუ არა, ეს სცენარისტებმა იციან.
– ზაირას იმიჯი – ვარცხნილობა, სამოსი, მაკიაჟი და ა.შ., თავად შეარჩიეთ თუ გადამღები ჯგუფი დაგეხმარათ?
– ქორწილის სცენებში მხატვრებმა შეარჩიეს კაბა. წამიყვანეს და თავად გამიკეთეს ვარცხნილობა, უფრო სასაცილო რომ ყოფილიყო. ჩემს გმირს მაკიაჟი თითქმის არ უკეთია, რადგან სოფელში არ სჭირდება. ალბათ ზაირას ემოცია და მიმიკა იგებს მაყურებელში, მისი ცნობისმოყვარეობა, მეტიჩრობა. მეც ვამატებ ხოლმე სპონტანურად რეპლიკებს, რაც ჩემს გმირს უხდება. იცის, რომ ნიჭიერი შვილი ჰყავს და უხარია, ამაყობს თავისი შვილით. მსგავსი როლი მქონდა "ბოშებში", სადაც ქსენიას როლი განვასახიერე, მაგრამ იქ საწყალი, დებილი შვილი მყავდა.
– თქვენ როგორ ხედავთ თქვენს გმირს, როგორი პიროვნებაა?
– კარგი ქალია. ცოტა ხნის წინ ისე ვიცავდი სადღაც, რომ მივხვდი, ძალიან სასაცილო ვიყავი. ეს ქალი, როგორც მეუბნებიან, ძალიან კარგია, თუნდაც იმიტომ, რომ რძალს, რომელსაც სხვა ქმარი აღმოაჩნდა, ხელი არ ჰკრა. ვამბობ, ამ გმირმა ძალიან ბევრ ვერელ და ვაკელ ქალს გაუსწრო! ეს მაგალითია ალბათ მაყურებლისთვისაც, იმ დედამთილებისთვის, რომლებიც რძალს რაღაცის გამო იწუნებენ. ვფიქრობ, ზაირამ სწორი ნაბიჯი გადადგა.
– რით ჰგავხართ თქვენ პერსონაჟს და რით განსხვავდებით მისგან?
– რა თქმა უნდა, ყველა დედა რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. რაც უფრო ბევრი მაყურებელი იპოვის თავის თავს ამა თუ იმ პერსონაჟში, ეს უკვე მსახიობის გამარჯვებაა. ეს უკვე რეიტინგული პერსონაჟია. შეიძლება ვიღაც პლეხანოვზე ცხოვრობდეს და თავის თავსა და ჩემს გმირში საერთო აღმოაჩინოს, როგორც დედამთილმა, როგორც ქართველმა ქალმა და დედამ. მე, მაგალითად, პოტენციური დედამთილი ვარ, ორი ვაჟი მყავს და, სხვათა შორის, ვგავარ ჩემს გმირს რაღაცით. ყოველთვის ვამბობ, ჩემი შვილების ცხოვრებაში არ ჩავერევი, რადგან მე მათი იმედი მაქვს. ჯერჯერობით ასე ვცხოვრობ. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. მინდა, კარგი დედამთილი ვიყო. ეს კარგი საქციელია ქალისგან, როცა შვილს არ უშლი პირად ცხოვრებას, არ აქვს მნიშვნელობა, სოფლელი ხარ თუ ქალაქელი. ჩემი გმირი არანორმალური დედაა. მეც გიჟი დედა ვარ ნამდვილად.
– გიჟი დედობა რას ნიშნავს?
– ძალიან მომთხოვნი ვარ ჩემი შვილების მიმართ. როგორც დედა, ბედნიერი ვარ. მგონი, კარგი შვილები აღვზარდე. ქალისთვის ყველაზე მთავარი ეს არის. პროფესია, კარიერა კარგია, მაგრამ ბოლოს მაინც ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ შვილი გაგიმართლებს. ღმერთო, ყველას გაუმართლოს შვილებში!
– მსახიობობისა და დედობის შეთავსება რთული არ არის?
– რა თქმა უნდა, ეს ისეთი პროფესიაა, რომ დიდი დრო სჭირდება. ბევრჯერ ყოფილა, რომ შვილებზე მითქვამს, ტელეფონით გავზარდე–მეთქი. ახლაც მუდმივად ვეკონტაქტები ტელეფონით და ვარკვევ, რა ქნეს, მივიდნენ თუ არა სახლში, ჭამეს თუ არა, იმეცადინეს თუ არა და რას შვრებიან საერთოდ. უკვე დიდები არიან, სანდრო მესამე კურსის სტუდენტია, ვაჟა 14 წლის ხდება. უმცროსი ისევ ბავშვი მგონია და უფროსისგან ვარკვევ, რა ქნა, იმეცადინა თუ არა დ ა.შ.
– მომავალი სადედამთილო ხართ. თქვენი გმირის მსგავს სიტუაციაში რომ წარმოიდგინოთ თავი, როგორი რეაქცია გექნებოდათ? დატოვებდით რძალს სახლში?
– ეს ძალიან დიდი ტრავმა იქნებოდა და, პირველ რიგში, ალბათ შვილზე ვიფიქრებდი. საშინელი სირცხვილია და კაცისთვის ეს რთული აღსაქმელია. ისეთი ტრაგედიაა, შეიძლება ადამიანი ასეთ დროს მდგომარეობიდან ვერც გამოვიდეს. შვილს ასეთ სიტუაციაში ყველაფერს გავუკეთებდი. ჩემმა გმირმაც დაამშვიდა შვილი, რა მოხდა, დედიკო, სამ–სამ ქმარს და ცოლს იცვლიან, შენ რა დაგემართაო. ხომ წარმოუდგენელია სოფლელი ქალისგან ასეთი აზროვნება? მაგრამ ის ყველანაირად უდგას შვილს გვერდით, ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ ის კარგად იყოს. რძალსაც გაუგო, რადგან ქალია. გამიგია მსგავსი ისტორიები თბილისში და ეს დიდი ტრავმაა ქალისთვისაც და კაცისთვისაც.
– შვილის პირად ცხოვრებაში ჩაერევით? თუ არ მოგეწონათ მომავალი სარძლო, ეტყვით შვილს, რომ დაფიქრდეს?
– შეიძლება, ზუსტად არ ვიცი, რადგან ასეთ სიტუაციაში ჯერ არ ჩავვარდნილვარ. რატომღაც ჩემი შვილების იმედი მაქვს, მათი ბუნება ვიცი. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩემი უფროსი შვილი ძალიან მომთხოვნია, თვითონაც მკაცრია და არა მგონია, რამე შეეშალოს. ჯერ სწავლობს და ასეთ რაღაცეებზე არ ფიქრობს, უმცროსზე, მით უმეტეს, არაფერს ვამბობ.
– ქალბატონო ეკა, სახასიათო როლი სცენაზეც თქვენი ამპლუაა. როგორ ფიქრობთ, რატომ გაძლევენ რეჟისორები ასეთ როლებს?
– როცა ერთ როლს კარგად მოერგები, მერე რეჟისორები სულ მსგავს პერსონაჟებს გათამაშებენ. სხვათა შორის, ამიტომაც არ მინდოდა ამ სერიალში მონაწილეობა, რაღაცნაირად იშტამპები. ყველა კომედიურ მსახიობს ჰგონია, რომ ტრაგედიაში კარგად შეასრულებდა როლს და მეც ასე ვფიქრობ. ტრაგედიაც მითამაშია, ტრაგიკომედიაც. ძალიან მიყვარს სახასიათო ადამიანების როლების ჩხრეკა და მათი თვისებების შესწავლა.
– ამბობენ, რომ მსახიობებს მაინც თეატრი და მისი სცენა ურჩევნიათ კინოს. თქვენც ასე ხართ?
– კი, ასეა. თეატრში სცენაზე დგახარ დიდი აუდიტორიის წინაშე, მაგრამ კინოში კარგი როლის თამაში ადვილი არ არის, საკმაოდ რთულია. კინოში დიდი როლი ჯერ არ მითამაშია. თეატრში ვცხოვრობ, ის ჩემი ცხოვრების ნაწილია. მივდივარ, გრიმს ვიკეთებ, ათასი თვალი მიყურებს და მაფასებს. მსახიობისთვის ერთი ტაშიც უდიდესი "კაიფია".
– მაგრამ პოპულარობა მაინც ეკრანს მოაქვს.
– რა თქმა უნდა. მე პირველად სერიალ "საპონში" ვითამაშე, თუმცა მანამდე უამრავ სპექტაკლში მქონდა როლები. 1987 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი ვარ. ამ სერიალში რომ ვითამაშე, უცბად გავხდი ცნობილი სახე. "საპონში" რომ ვმონაწილეობდი, ერთ–ერთ მსახიობზე მკითხეს, სერიალში იმასთან ერთად თამაშობო. სახლში რომ მივედი, ვთქვი, თხუთმეტი წელიწადია თეატრში ოთარ მეღვინეთუხუცესთან და გივი ბერიკაშვილთან ერთად ვთამაშობ და ამაზე არაფერი უკითხავთ, დღეს კი ისეთი ადამიანის სახელი მითხრეს, გამიკვირდა–მეთქი. ეკრანს თავისი ხიბლი აქვს. საქართველოში მსახიობისთვის, როცა ხშირ შემთხვევაში მაღალ ხელფასზე არ არის საუბარი, პოპულარობა და ხალხის სიყვარული ფულიც არის და ხელფასიც.
– ოჯახის წევრები თუ გიწყობენ ხელს, რომ იყოთ წარმატებული მსახიობი?
– ახლა უკვე ის ასაკი აქვთ ჩემს შვილებს, რომ მათი მარტო დატოვება შემიძლია. მქონდა პერიოდი, როცა დედის ნაკლებობას განიცდიდნენ. ვთვლი, რომ ბავშვი დედამ უნდა გაზარდოს. ორივე შვილი თვითონ გავზარდე. უფროსის გაზრდაში ცოტა ხანი დედა მეხმარებოდა. რთული პერიოდი იყო, ოთხმოცდაათიანი წლები. მეორე რომ გავაჩინე, ახალი ცხოვრება დამეწყო. ოთხი წელი მყავდა ძუძუზე და ამას ვერავის ვაჯერებდი. საკმაოდ მოწესრიგებული ვარ. სახლში ყველაფერი წესრიგში მაქვს. კარგი დიასახლისი ვარ. ყველამ იცის, რომ ჩემთან მსუყე და გემრიელი კერძი აუცილებლად დახვდებათ.
– როგორ ასწრებთ ამდენს?
– დილით ადრე ვდგები და ყველაფერს ვაკეთებ. შვილებიც მოწესრიგებულები არიან და იციან, რომ სახლში წესიერად უნდა მოიქცნენ. რემონტს ვაკეთებდი და დილით ელიავას ბაზრობის მოვლასაც ვასწრებდი. თეატრში მოსვლისას მეხუმრებოდნენ, რა ღირს დღეს ელიავაზე ცემენტიო.
– საკუთარი თავის მოვლისთვის დრო გრჩებათ?
– სარკესთან დიდხანს ჯდომა არასდროს მყვარებია. ერთადერთი, ბავშვობაში მიყვარდა გაპრანჭვა. სარკესთან სააათობით ვიდექი, მესვა სხვადასხვა ფერის გრიმი და სულ რაღაცას ვლაპარაკობდი, სხვადასხვა როლს ვირგებდი. საწყალი ბებიაჩემი მეტყოდა ხოლმე, ბებია, ნუ ლაპარაკობ შენთვის, არ შეიძლება, გაგიჟდებიო... არასდროს ვყოფილვარ ზედმეტად პრანჭია. მივესალმები იმ ქალებს, რომლებიც დიდ დროს უთმობენ საკუთარი თავის მოვლას, მაგრამ მე არ ვარ ასეთი ტიპი. ახალგაზრდობაში მინდოდა ცხვირის ოპერაცია გამეკეთებინა, მაგრამ ერთმა მსახიობმა მირჩია, ეს ნაბიჯი არ გადამედგა. დღეს მისი მადლობელი ვარ. ჩემი ცხვირი ჩემი როლების მთავარი მიზეზია.
– თქვენი სურვილი რომ იყოს, თქვენს გმირს, ზაირას, დაატოვებინებდით თუ არა რძალს სახლში?
– დავატოვებინებდი. ამას წინათ ქეთა ლორთქიფანიძემ (სერიალში ზაირას რძალი. – ავტ.) მითხრა, დედას დაგიძახებო. სერიოზულად მითხრა. სხვათა შორის, დედა ჩემი მეტსახელია. ხშირად მეძახიან ამ სიტყვას.
მანანა ნოდია

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი