| ქალი და მამაკაცი |

განმკითხავი მხოლოდ უფალი ღმერთია
განმკითხავი მხოლოდ უფალი ღმერთია
ლუკა, მე–10 თავი,
38–42 მუხლები,
მე–11 თავი 27–28 მუხლები
ახალი სტილით 4 დეკემბერი ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანების დღეა, როცა სამი წლის მარიამი, ებრაული წესის თანახმად, მისმა მშობლებმა ტაძარს შესწირეს. ქალწულმა მარიამმა 12 წელი დაჰყო ტაძარში, შემდეგ კი მისი იოსებზე დაწინდვა მოხდა. წმიდა მამათა განმარტებით, მარიამი სამყაროში განსაკუთრებული მოვლენა იყო. ის იყო ადამიანი, რომელშიც ცოდვა, ვნება მკვდარი არ იყო, მაგრამ იყო უმოქმედო, ენერგიის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიამში ცოდვა იყო უცხო მოვლენა, არ იცოდა, რა არის ვნება, რადგან არასდროს დამართნია იგი. ცნობილია, რომ ძველად იუდეაში ტაძარს ქალწულებისთვის განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა, სადაც ცხოვრობდნენ ღმერთს შეწირული ქალწულები. მარიამი, მათგან განსხვავებით, ცხოვრობდა წმიდათა წმიდათაში და იკვებებოდა თვით უფლის ანგელოზის მიერ. ეს ფაქტი, რომ მარიამი ცხოვრობდა წმიდათა წმიდათაში, რომ არ გამხდარიყო იუდეველთა განსჯის საგანი, წინასწარმეტყველმა ზაქარიამ საკუთარ თავზე აიღო და ხალხი დაარწმუნა, რომ აუცილებლობას წარმოადგენდა წმიდა ქალწულის წმიდათა წმიდათაში ცხოვრება. მარიამი იყო ის ჭურჭელი, რომლის მეშვეობითაც ღმერთი განხორციელდა, ადამიანური ხორცი შეისხა, ადამიანს დაემსგავსა ისევ და ისევ ადამიანთა გამოსახსნელად. მარიამის ტაძარში მიყვანა, მისი წმიდათა წმიდათაში ცხოვრებაც იყო უფლის გეგმის ნაწილი, რომელი გეგმითაც მოხდა ადამიანთა მოდგმის გამოხსნა. მარიამის შობა და შემდეგ მისი ტაძრად მიყვანება იესო ქრისტეს დაბადების წინაპირობაა, რაც განსაკუთრებით ზრდის მარიამზე, როგორც განსაკუთრებულ ფენომენზე, საუბრების, სწავლების აუცილებლობას. რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიცოდეთ მარიამ ღვთისმშობლის შესახებ, ეს კი საშუალებას მოგვცემს, კარგად ვიცოდეთ ღმერთის შობის ისტორიაც. ღმერთს ყოველი ადამიანი უყვარს, რაც დაგვიმტკიცა საკუთარი იპოსტასის, სიტყვის განხორციელებით. ყოველ ადამიანს ქედი აქვს მოხრილი მარიამისადმი, რადგან მას, როგორც ადამიანს, ხომ შეეძლო უარი ეთქვა ამ უმძიმეს მოვალეობაზე. ეკლესიამ ის შეაფასა, როგორც ყოვლადწმიდა, ყველაზე და ყველაფერზე აღმატებული, წმიდა, რაც კი რამ შეუქმნია შემოქმედ ღმერთს. მიუხედავად მისი ადამიანური ბუნებისა, მისი ქალწულებისა, ის გახდა ღვთის, თვით ღმერთის მშობელი და ეწოდა ღვთისმშობელი, ქალწული მარიამი, რომელიც ქალწულად იშვა, ქალწულად ჰგიეს, ქალწულადვე აღესრულა, მიიძინა. მივყვეთ სახარების ტექსტს, რომელიც ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე იკითხება და ნათელი გახდება მარიამის და ღმერთის ურთიერთობა სამყაროსადმი.
38. "და იყო ვითარცა წარვიდეს ესენი, და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე, და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისაი სახელი მართა და შეიყვანა თავადი სახიდ თვისა".
მაშინ, როცა მოდიოდა თავის მოწაფეებთან ერთად, შევიდა ერთ–ერთ სოფელში (სავარაუდოდ, საუბარია ბეთანიაზე), სადაც უმასპინძლა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომლის სახელიც იყო მართა. ბეთანია მდებარეობს იერუსალიმთან ახლოს, ელეონის მთის აღმოსავლეთით.
39. "და იყო დაი მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერხთა თანა იესოისთა და ისმენდა სიტყუათა მისთა".
მართას ჰყავდა ერთი და, რომელსაც ერქვა მარიამი. ის იესოს მათ სახლში შესვლისთანავე მის ფერხთით დაჯდა და იესოს სწავლებას, საუბარს ისმენდა. მარიამი არის ნათელი მაგალითი მასწავლებლის და მოსწავლისა, მოძღვრის და მისი სულიერი შვილის ჯანსაღი ურთიერთობის. ისმენდა იესოს სიტყვებს ყურადღებით და აფასებდა, როგორც ჭეშმარიტ მოძღვარსა და მასწავლებელს.
40. ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათვის, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოი დამიტევა მე მსახურებად? არქუ მას, რაითა შემეწეოდეს მე".
მარიამისგან განსხვავებით, მართა ემსახურებოდა სტუმრებს და თითქმის არაფერი მოუსმენია მაცხოვრის ქადაგებიდან. მივიდა იესოსთან და უთხრა, უფალო, ნუთუ არაფერს იღონებ იმისთვის, რომ ჩემმა დამ მარტო დამტოვა და არ მეხმარება თქვენს გამასპინძლებაში? უთხარი რომ დამეხმაროს.
41. "მიუგო იესო და ჰრქუა მას: მართა, მართა! ჰზრუნავ და შფოთხარ მრავლისათვის, აქა ერთისა არს სახმარ".
მიუბრუნდა იესო და უთხრა მას, მართა, ისე ნერვიულობ და ბრაზობ, თითქოს ბევრი საქმე იყოს გასაკეთებელი. რასაც შენ აკეთებ, ამ საქმისთვის სავსებით საკმარისია ერთი ადამიანი. მაცხოვარი აქ უკვე ცდილობს, დაარწმუნოს მართა იმაში, რომ იგი უსამართლოდ ბრაზობს თავისი დის მიმართ. მას ჰგონია, რომ საქმე მარტო ის არის, რასაც თვითონ აკეთებს. არაფრად მიაჩნია ის, რომ მარიამი ისმენს ღმერთის სიტყვას, მის სწავლებას, რომელიც უფრო მეტია და ნაკლები არ არის ფიზიკურ მუშაობაზე, რა სახის სამუშაოც არ უნდა იყოს იგი.
42. "ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან".
რაც შეეხება მარიამს, მან ის ამოირჩია, რაც შეუძლია და რაც სიამოვნებას ანიჭებს, ამიტომ არ უნდა გაიკიცხოს არჩევანისთვის და ნურც ნურავინ შეეცდება იმის წართმევას, რაც აქვს მოცემული. ლოგიკურია, რომ ადამიანმა ორი კარგი საქმიდან ამოარჩიოს უკეთესი, ისე როგორც მოხდა მართასა და მარიამის შემთხვევაში. სტუმარმასპინძლობა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ უფრო მეტია, დაჯდე მაცხოვრის ფეხებთან და უფლის სიტყვას უსმინო და ამ სიტყვების შესაბამისად იცხოვრო. ადამიანმა თავისი საქმიანობა არასდროს უნდა ჩათვალოს უპირატესად სხვის საქმიანობაზე. ეს დაემართა მართას, როცა მარიამზე განაწყენდა. ხშირად ჩვენც გვემართება, როცა ჩვენი საქმე სხვის შესრულებულ სამუშაოზე უპირატესი გვგონია. ხშირად გვსმენია, რომ სხვა ჩემსავით არ ლოცულობს, არ მარხულობს, არ მუშაობს, სიკეთეს არ აკეთებს, ჩემზე ნაკლები ეკუთვნის და ჩემზე მეტი აქვს და ა.შ. ჩვენ ხომ არ ვიცით სხვა ადამიანის შინაგანი მდგომარეობა და შესაძლებლობა, ამიტომ ამგვარი შეფასება სხვების მისამართით, უბრალოდ რომ ვთქვათ, არის განკითხვა და სხვა არაფერი. განმკითხავი კი ყველამ ვიცით, ვინც არის და თუ არ ვიცით, მაშინ გეტყვით, რომ ეს არის ღმერთის, სამყაროს შემოქმედის უფლება და არავისი სხვისი.
27. "და იყო ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ–ვინმე–იღო დედაკაცმან ხმაი ერსა მას შორის და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი!"
მაშინ, როცა საუბრობდა თავის მოწაფეებთან ხალხის გარემოცვაში, ვიღაცა ქალბატონის ძლიერმა შეძახილმა მოიცვა იქაურობა, რომელიც ამცნობდა, ნეტარი არის მუცელი, რომელშიც იმყოფებოდი შენ და ძუძუნი, რომელსაც სწოვდი! ვინ იყო ის ქალბატონი, რომელიც მაცხოვრის სწავლებით მოიხიბლა, უცნობია. თუმცა თვითონ ფაქტი, საკმაოდ საინტერესოდ არის გადმოტანილი. ამ შემთხვევაში თვითონ ეს ქალბატონი არის ნეტარი და ბედნიერი, რომელმაც ირწმუნა იესოს ქადაგებანი. აი, რას ბრძანებს მათე მახარებელთან თვით უფალი იმ ადამიანებზე, რომელთაც სწამდათ ღვთის სიტყვა და ასრულებდნენ მას – "რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისაი, იგი არს ძმაი და დაი და დედაი ჩემი" (მთ. 12, 50). აქედან დასკვნა, ღვთისთვის ახლობელი არის არა მხოლოდ ის, ვინც იცნობს ღმერთს, არამედ ის, ვინც ასრულებს კიდეც ღმერთის სწავლებას.
28. "ხოლო თავადმან ჰრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაი ღმრთისაი და დაიმარხონ იგი!".
უფალმა კი მიუგო ქალბატონს, მე კი მოგიწოდებთ, რომ ნეტარი არის ის ადამიანი, რომელიც ისმენს ღვთის სიტყვას და ასრულებს კიდეც. ბოლო მუხლი არის იმის დასტური, რაზეც უკვე ზემოთ მოგახსენეთ. წარმატება მხოლოდ ქადაგების მომენა არ არის, არამედ ქადაგების შესაბამისად ცხოვრება და ღვთის ნების აღსრულებაა, რომელიც არის ქადაგების, სიტყვის ნაყოფი.
ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ვიცხოვროთ ღვთის ნების შესაბამისად, რაც ადვილი ნამდვილად არ არის, თუმცა არც შეუძლებელია. ღვთისმშობელმა მარიამმა გაგვიხსნა ხელ–ფეხი საიმისოდ, რომ ღვთის სიტყვა მოგვესმინა და შეგვესრულებინა კიდეც. ღვთისმშობელი მარიამი იყოს ჩვენი და მისი წილხვდომილი საქართველოს მფარველი მთელ კაციობრიობასთან ერთად. ამინ!
ქრისტესმიერი სიყვარულით პროტოდიაკონი მირიანი

კავშირი ტეგთან: ორი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი