| ქალი და მამაკაცი |

საქართველოში უდიდესი ქრისტიანული აღმოჩენა მოხდა
მეუფე სტეფანე: "წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ბევრჯერ გამომჩენია მხსნელად"
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი უდიდესი საეკლესიო მამაა ქრისტიანულ სამყაროში. მან ჭეშმარიტი მოძღვრება არამხოლოდ ქაღალდზე აღბეჭდა და თავისი სწავლება დაგვიტოვა, არამედ თავისი ცხოვრებაც საკუთარი სისხლით დაწერა. იგი იმ პერიოდში მოღვაწეობდა, როდესაც მონოთელიტური მწვალებლობა მძვინვარებდა. წმინდა მამა მწვალებლებს ამხელდა. ამიტომ მას ენა და მარჯვენა მოჰკვეთეს. ესეც არ აკმარეს და სამშობლოდან, ბიზანტიიდან, საქართველოში გადაასახლეს. ისტორიულ წყაროებში მითითებულია, რომ წმინდა მაქსიმეს საფლავი ცაგერთან, წმინდა არსენის მონასტერშია. მოგვიანებით ეს მონასტერი წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის გახდა. კონკრეტულად თუ სად იყო წმინდა მამის საფლავი, მეცნიერებისთვის ბოლო დრომდე უცნობი რჩებოდა. ერთი პერიოდი ცაგერის მონასტერში ქართველი მეცნიერი ნიკო მარიც აწარმოებდა გათხრებს, მაგრამ უშედეგოდ, წმინდანის ნეშტს ვერ მიაკვლიეს. მაქსიმე აღმსარებლის ერთადერთი წმინდა ნაწილი ათონის მთაზე ინახება. მორწმუნეები ამ სიწმინდეს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ.
რამდენიმე ხნის წინ ცაგერისა და ლენტეხის მღვდელმთავრის, მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა–კურთხევით, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძარში მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყეს და სწორედ ამ დროს მოხდა უმნიშვენლოვანესი მოვლენა. საკურთხევლის ნაწილში ოთხი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა. მათი კვლევის შემდეგ მეცნიერები ერთ აზრამდე მივიდნენ, რომ ერთ–ერთი ნეშტი სწორედ წმინდა მაქსიმე აღმსარებელს ეკუთვნის. 14 საუკუნის შემდეგ წმინდანის საფლავის აღმოჩენამ ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი სიხარული გამოიწვია, ეს ღვთის სასწაულად ჩათვალეს.
მომზადდა დასკვნა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები აწერენ ხელს, თუმცა ამ თემაზე მუშაობა და კვლევა–ძიება გრძელდება. დიდი წმინდანის ნეშტის აღმოჩენის დეტალებსა და მის მნიშვნელობაზე, იმაზე, თუ როგორ იქცა წარჩინებული ოჯახის შვილი მარტვილად, "სარკის" მკითხველებს ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სტეფანე უამბობს. სტატიის მომზადებაში "სარკეს" საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თანამშრომლები დაეხმარნენ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით.
– მეუფეო, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავის აღმოჩენამ საქრისტიანოში, როგორც კათოლიკეებში, ისე მართლმადიდებლებში, დიდი სიხარული გამოიწვია. საქართველოში რიგითი ქრისტიანებისთვის შესაძლოა ამ წმინდანის ცხოვრება და მისი ღვაწლი არ იყოს საყოველთაოდ ცნობილი. გვიამბეთ მის შესახებ.
– ჯერ საბოლოო დასკვნა არ დადებულა, მაგრამ, რაც გაკეთდა, ის ჭეშმარიტებასთან ძალიან ახლოს დგას და ყველა მორწმუნეს გვახარებს. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი რიგითი ადამიანი არ იყო, რომლის ცხოვრებაც საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანებისთვის, საინტერესო არ იქნებოდა. მას ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა. სარწმუნოებისთვის ეწამა, მარჯვენა ხელი და ენა მოჰკვეთეს, ათასგვარი შეურაცხყოფა მიაყენეს იმის გამო, რომ ჭეშმარიტებას ქადაგებდა და მართლმადიდებლობა არ დათმო. აღმსარებელიც იმიტომ ეწოდა, რომ ბოლომდე ჭეშმარიტების აღმსარებელი დარჩა. მწვალებლობაში ჩავარდნილმა იმპერატორმა წმინდა მაქსიმე და მისი მოწაფეები სასტიკი წამების შემდეგ საქართველოში გამოაძევა, სადაც აღესრულნენ კიდეც. იქიდან გამოძევებული მარტვილი მაქსიმე ჩვენი ერისთვის დიდი განძი შეიქნა. დღესაც გვიხარია და ვამაყობთ, რომ წმინდა მაქსიმეს ნეშტი ჩვენთან განისვენებს.
– კონკრეტულად რას დაუპირისპირდა წმინდანი, რატომ გახდა საიმპერატორო კარისთვის საშიში და რატომ გამოაძევეს სამშობლოდან?
– მართლმადიდებლური გარდამოცემის მიხედვით, წმინდა მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს კონსტანტინეპოლში წარჩინებულ ოჯახში დაიბადა. კარგი განათლება მიიღო. იმპერატორის კარზე მდივანთუხუცესად მსახურობდა. იმპერატორმა პოლიტიკური მოსაზრებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონოფიზიტობა და მართლმადიდებლობა შეერიგებინა. ამისთვის კი რაღაც შუალედური ფორმულა უნდა მოეძებნა. ასე წარმოიქმნა მონოთელიტობა, რაც წმინდა მაქსიმესთვის მიუღებელი იყო. მისთვის ჭეშმარიტება ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგა. ამიტომ მონოთელიტობას ვერ შეურიგდებოდა. ის ამხელდა სიყალბეს, მწვალებლობის წინააღმდეგ გამოდიოდა.
– რას წარმოადგენდა მონოთელიტობა და რატომ იყო მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი?
– მონოფიზიტები ამბობდნენ, რომ იესო ქრისტეს ბუნება მხოლოდ ღვთაებრივი იყო, ხოლო კაცობრივი ბუნება – მოჩვენებითი. მონოთელიტები კი აღიარებდნენ ქრისტეს ორბუნებოვანებას – ღვთაებრივსა და კაცობრივს, თუმცა უმატებდნენ, რომ ქრისტეს ნება და ქმედება იყო მხოლოდ ღვთაებრივი, ანუ მხოლოდ ერთი ნება და ერთი ქმედება ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ქრისტეს ორბუნებოვანების აღიარება მხოლოდ დეკლარირებად რჩებოდა, რადგან ორი ბუნება (ღვთაებრივი და კაცობრივი) და ერთი ნება და ქმედება (ღვთაებრივი) ერთმანეთს გამორიცხავდა. აქედან კი გამომდინარეობდა, რომ მართლმადიდებლური ჭეშმარიტება იყო დაგმობილი.
მაქსიმე აღმსარებელი ცდილობდა, დაერწმუნებინა პატრიარქიც და იმპერატორიც, რომ ჭეშმარიტების უარყოფის ფასად შერიგებას ვერ მოახდენდნენ, მაგრამ ეს ვერ შეძლო და თანამდებობიდან გადადგა. ხრისოპოლის მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა. წმინდა მაქსიმეს განუწყვეტლივ დევნიდნენ. ის კართაგენში, აფრიკაში ჩავიდა, სადაც მართლმადიდებლებს რწმენაში განამტკიცებდა.
– ცნობილია, რომ წმინდა მაქსიმე კიდევ ერთ წმინდანთან, რომის პაპ მარტინესთან ერთად იქნა გაძევებული...
– წმინდა მაქსიმემ და რომის პაპმა, წმინდა მარტინემ, ლათერანის კრება მოიწვიეს, რომელზეც დაგმეს მონოთელიტობა და მისი მიმდევრები შეაჩვენეს. რომის პაპს ამის გამო დიდი პრობლემები შეექმნა. ის შეიპყრეს და ყირიმში გადაასახლეს. ასევე შეიპყრეს წმინდა მაქსიმე და მისი ორი მოწაფე – ანასტასი ბერი და ანასტასი აპოკრისიარი. წმინდა მაქსიმეს ცილი დასწამეს, რომ მეფესა და პატრიარქზე ზეწოლას ახდენდა, იქამდე მივიდნენ, რომ ღვთისმშობლის შეურაცხმყოფელადაც კი გამოიყვანეს. ამის შემდეგ ორჯერ გადაასახლეს ბიზანტიის ფარგლებში – ჯერ ვიზიაში, შემდეგ პერვერაში. ბოლოს, ვერაფრით რომ ვერ დაითანხმეს, კიდევ ერთხელ მოუწყვეს სასამართლო და სასტიკი განაჩენი გამოუტანეს. მას და მის მოწაფეებს მოჰკვეთეს მარჯვენა ხელი და ენა და გადაასახლეს ბიზანტიის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე, ლაზიკაში. ისტორიული წყაროების მიხედვით, ანასტასი ბერი სვანეთის ციხე–სიმაგრეში განამწესეს, მაგრამ მან ვერ მიაღწია გადასახლების ადგილამდე და გზაში გარდაიცვალა. წმინდა მაქსიმეს თავისით გადაადგილება არ შეეძლო, ამიტომ წნელებისგან შეკრეს ლასტი, ზედ დააწვინეს და ისე აიყვანეს ციხე–სიმაგრე სხიმარიში (იგივე სქიმარი). წმინდა მამა გადასახლებიდან ოთხი თვის შემდეგ, 13 აგვისტოს, შაბათ დღეს სხიმარიში გარდაიცვალა. ციხე–სიმაგრის უფროსი მისტრიანე აღნიშნავს, რომ წმინდა მაქსიმეს გარდაცვალების შემდეგ მის საფლაზე ღამღამობით სამი მანათობელი ვარსკვლავი ჩნდებოდა და სასწაულები აღესრულებოდა.
– ცაგერის წმინდა არსენის სახელობის მონასტერს როგორ დაუკავშირდა მაქსიმე აღმსარებლის სახელი?
– წმინდა მაქსიმეს საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ სამეცნიერო წრეებში სხვადასხვა მსჯელობა მიმდინარეობდა. მე–9 საუკუნის წყარო მიუთითებს, რომ ის დაკრძალულია არსენის მონასტერში. ამ მონასტრის შესახებ ვიცით, რომ ეს არის ამჟამინდელი წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერი ცაგერთან. ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ბერებმა, რომლებიც არსენის მონასტერში მოღვაწეობდნენ, მოისურვეს თავიანთ მონასტერში მისი ნეშტის გადასვენება, რომ ყველას ჰქონოდა საშუალება, წმინდანისთვის თაყვანი ეცა. დროთა განმავლობაში არსენის მონასტერმა სახელი შეიცვალა და ის ამჟამად მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტრად იხსენიება. დიდი ხანია, ვიცით, რომ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი საქართველოშია, კონკრეტულად კი – ცაგერში. ამის შესახებ წერილობითი დასტურებიც არსებობს. მორწმუნეები ამ მონასტერში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ და ლოცულობდნენ.
– თავის დროზე ნიკო მარიც ეძებდა წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავს, მაგრამ ვერ მიაკვლია... თქვენ როგორ აღმოაჩინეთ საფლავი?
– დიახ, ნიკო მარიც ეძებდა, მაგრამ ტაძრის გარშემო და არა – შიგნით. როცა ტაძრის მოპირკეთება, რეკონსტრუქცია დავაპირეთ და საყოფაცხოვრებო, ე. წ. მეოცე საუკუნის ფენა მოვხსენით, ვიფიქრეთ, ბარემ ბოლომდე ხომ არ გვენახა. ამ საკითხს სიფრთხილით ვეკიდებოდი და გარკვეული შიშიც მქონდა. ვფიქრობდი, შესაძლებელი იყო, იქ რიყის გარდა სხვა არაფერი აღმოჩენილიყო, რადგან ეს მონასტერი მდინარის ნაპირთან ძალიან ახლოსაა და შეიძლებოდა, წყალს დროთა განმავლობაში საფლავის კვალი გადაერეცხა. გადავწყვიტეთ, საცდელი, ჯვრისებური ჭრილი გაგვეკეთებინა. სანამ გათხრებს დავიწყებდით, პარაკლისი ჩავატარეთ და შემდეგ ჯვრისებური თხრილის გათხრა დავიწყეთ. ჯვრის ერთი ქიმი თავის ქალას და ძვლებს მიადგა. გადავიღეთ სურათები. მივხვდით, რომ ეს წმინდა მაქსიმეს საფლავი იყო, რადგან თავისთავად, წმინდანის გარდა, საკურთხეველში სხვა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დაკრძალული? ეს ფოტოები უწმინდესს ვაჩვენეთ და გათხრების გაგრძელების კურთხევა მივიღეთ. საფლავში ოთხი ადამიანის ჩონჩხი აღმოჩნდა.
– წმინდა მაქსიმეს გარდა, თქვენი ვარაუდით, კიდევ ვინ არიან დასაფლავებული ტაძრის საკურთხეველში?
– ერთი, როგორც ჩანს, თავიდანვე იქ იყო დასვენებული და, ჩვენი ვარაუდით, ის წმინდა არსენი უნდა იყოს. სამი კი გადმოსვენებულია და ზედ იმ პირველი ადამიანის ნეშტზეა დასვენებული. ძვლებს წამების კვალი ეტყობა. იმაზე, რომ ბერები იყვნენ, გადახეხილი მუხლისთავებიც (კვირისტავები) მიუთითებს, რაც დიდხანს მუხლზე დგომით იქნებოდა გამოწვეული. ყბებისა და კბილების ცვეთის მიხედვით, მათი ასაკიც დადგინდა, რაც ისტორიულ მონაცემებს დაემთხვა. ანთროპოლოგის აზრით, 80–84 წლის ადამიანის ნეშტი წმინდა მაქსიმესია, მეორე ადამიანი 65–69 წლის უნდა ყოფილიყო, მესამე – 70–74 წლის. ამ ორი ადამიანის ასაკი წმინდა მაქსიმეს მოწაფეების, ანასტასი ბერისა და ანასტასი აპოკრისიარის ასაკს ემთხვევა. ანთროპოლოგს მიაჩნია, რომ ეს არის რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული სურათი.
– ჯერ კვლევა არ დასრულებულა, ანუ საბოლოოდ არ ვიცით, ეს საფლავი მაქსიმე აღმსარებლისაა თუ არა?
– სამეცნიერო დასკვნაში, რომელიც საბოლოო არ არის, წერია, რომ რეალური ან რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულია. წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მესამე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, სადაც კრიტიკულად განვიხილეთ, როგორც ისტორიული წყაროების, ასევე არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური მასალები. შეჯერების შედეგად ისინიც კი, რომლებიც კრიტიკულად იყვნენ განწყობილი, დარწმუნდნენ, რომ კვლევა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. უცხოელი მეცნიერების სურვილი იყო, რომ კონფერენციის დასკვნითი დოკუმენტი დადებულიყო. ქართულ მხარეს წინასწარ არანაირი დოკუმენტი არ გვქონდა მომზადებული. ცნობილმა ფრანგმა მაქსიმოლოგმა, ჟან კლოდ ლარშემ, რომელსაც წმინდა მაქსიმეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უამრავი რამ აქვს გამოქვეყნებული, დასკვნის ტექსტი გვიკარნახა, რასაც ხელი ყველა მეცნიერმა მოაწერა. სამი სასესიო სხდომა გვქონდა და ეს საკითხი თავიდან ბოლომდე განვიხილეთ. საბოლოოდ კი ასეთი დასკვნა დაიდო. დამეთანხმებით, რომ არც ერთი მეცნიერი დადებს დასკვნას, სანამ კარგად არ შეისწავლის. ამ დოკუმენტის შედგენა ქართული მხარის წინადადებით არ მომხდარა. ტექსტი პირდაპირ ლარშემ გვიკარნახა, რომელსაც მეცნიერული სინდისი და პატიოსნება არ ღალატობს. როცა ეს ყველაფერი გამოიკვლია და ამომწურავი პასუხები მიიღო, დასკვნაც მერე გააკეთა. ეს არის მეცნიერული სინდისით გაჟღენთილი დოკუმენტი.
– ანთროპოლოგის დასკვნაში წერია, რომ პირის ღრუში გარკვეული ინფექციების კვალია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იმ ადამიანებს სერიოზული ჭრილობები ჰქონდათ, ანუ წყაროებში მითითებულ ამბავს, რომ წმინდა მაქსიმესა და მის მოწაფეებს ენა ამოჰკვეთეს, ანთროპოლოგის დასკვნაც ამყარებს.
– დიახ. სხვათა შორის, რუსეთის დელეგაციამ თქვა, ამდენი დამთხვევა არ შეიძლება შემთხვევითი იყოსო.
– საბოლოოდ სად დაბრძანდება წმინდანის ნეშტი?
– როცა ტაძრის რეკონსტრუქცია დასრულდება, მერე მოვაპირკეთებთ და ტრაპეზის ქვეშ, ურთხმელის ხისგან დამზადებულ ლუსკუმაში ჩავაბრძანებთ. მოგეხსენებათ, რომ ნოეს კიდობანიც ურთხმელის ხისგან იყო გაკეთებული. ლუსკუმაში წმინდანების ნეშტები ზუსტად ოთხ ფენად ჩაბრძანდება, ისე, როგორც აქამდე იყო განლაგებული. წმინდა ნაწილებს წელიწადში ორჯერ ამოვასვენებთ, რომ მომლოცველებმა თაყვანი სცენ.
– ცნობილია, რომ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერში ბევრი სასწაული აღესრულებოდა. ამას თქვენც ადასტურებთ?
– წმინდა მაქსიმე ყოველთვის გვაძლიერებდა და შეგვეწეოდა, მისი სახელობის ტაძარში უამრავი სასწაული და განკურნება ხდებოდა. სასწაულები ამინდთან დაკავშირებითაც აღესრულებოდა. წმინდა მაქსიმეს, როგორც კი შესთხოვდნენ გამოდარებას ან პირიქით, წვიმას, ამინდი მაშინვე იცვლებოდა, მლოცველების თხოვნა ყოველთვის სრულდებოდა. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი მეც ბევრჯერ გამომჩენია მხსნელად. განსაცდელში ჩავვარდნილვარ და მფარველობა გაუწევია. რაღაც მომენტში, როცა შეიძლებოდა, რომ საშინელება მომხდარიყო, გადამფარებია, თითქოს პრობლემას წმინდა მაქსიმე გადაეღობაო და ყველაფერი კეთილად დასრულებულა. წმინდა მაქსიმე ყველას შემწე და მეოხია. იმედი მაქვს, რომ ყველა კეთილ საქმეს ბოლომდე მიგვაყვანინებს.
ირინე მჭედლიძე

კავშირი ტეგთან: მაქსიმე აღმსარებელი
კავშირი ტეგთან: მაქსიმე აღმსარებელი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი