| ქალი და მამაკაცი |

სახოტბო პოეზიაში ჩაკარგული პოეტები და ლეგენდები
სახოტბო პოეზიაში ჩაკარგული პოეტები და ლეგენდები – იოანე ზოსიმე, იოანე შავთელი, ჩახრუხაძე
ქართული სახოტბო პოეზია უძველესი ხელნაწერებითაა შემონახული. მასში საერო და თეოლოგიური ტენდენციებია შერწყმული. ხელნაწერებს სხვადასხვა დროს მრავალი მეცნიერი იკვლევდა. თუმცა სახოტბო პოეზიის ავტორებსა და ნაწარმოებზე ბევრი რამ დღემდე უცნობია. ზოგჯერ ლეგენდებსა და რეალობას შორის ზღვარი წაშლილია...
"ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" – მეცნიერების საჯილდაო ქვა
ქართული სახოტბო პოეზიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი გახლდათ მე–10 საუკუნის ქართველი სასულიერო მწერალი, ჰიმნოგრაფი იოანე ზოსიმე. მის შესახებ მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც სინას მთის ქართული ხელნაწერების ანდერძ–მინაწერებიდან ჩანს, ის ჯერ პალესტინაში, საბაწმინდის ლავრაში მოღვაწეობდა, შემდეგ – სინას მთაზე. ორივე სამონასტრო ცენტრში ქართველ მოღვაწეთა ლიტერატურული ცხოვრებას ხელმძღვანელობდა. მან ქართულ მწერლობაში, პირველ რიგში, როგორც ეროვნული თვითშეგნების პოეტმა დაიმკვიდრა ადგილი.
იოანე ზოსიმეს ეკუთვნის ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი "საგალობელნი იადგარნი", რომელიც სხვადასხვა ლიტურგიული ძეგლიდან ამოკრებილ თხზულებათა კრებულია. ორიგინალური თხზულებებიდან კი აღსანიშნავია მისი საგალობლები "ქებაი დადიდებაი ქართულისა ენისაი". ქართული ლიტერატურის ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი იმ პერიოდში იქმნებოდა, როცა საქართველო არაბთა ბატონობის ქვეშ იყო და ტაო–კლარჯეშთი საფუძველი ეყრებოდა საქართველოს გაერთიანებას.
თითქმის არც ერთ ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებს არ რგებია იმდენი ყურადღება, როგორიც იოანე ზოსიმეს ქართული ენის საგალობელს ხვდა წილად. მის ტექსტზე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ მეცნიერები, მკვლევარები, მწერლები, თეოლოგები და მისტიკური მოვლენებით დაინტერესებული ადამიანებიც კი. ხელნაწერისადმი მიძღვნილმა მეცნიერულ გამოკვლევათა რაოდენობამ რამდენიმე ათეულს გადააჭარბა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბევრი საკითხი ამ ძეგლის გარშემო გაურკვეველია. ბევრი სიმბოლიკა, რაც ტექსტში დევს, ჯერ კიდევ დაფარული და გასაშიფრია. ასე რომ, შეიძლება ითქვას, "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" დღემდე ქართველი მეცნიერების საჯილდაო ქვა არის.
ამ ძეგლს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ლიტერატორმა და მთარგმნელმა, ზვიად გამსახურდიამ საინტერესო კვლევა მიუძღვნა. მისი აზრით, ენა ძველ ქართულში მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით არ იხმარებოდა, ის ხალხის, ეროვნების, მოდგმის შესატყვისიც იყო. ზვიად გამსახურდია წერს:
"იოანე ზოსიმე ქართულ ეროვნებას არ იგულისხმებდა ქართული ენის გარეშე, ვინაიდან ქართულ ენასა და კულტურის გარეშე, მხოლოდ ერის მიღწევას მეორედ მოსვლამდე არ ექნებოდა არავითარი მნიშვნელობა. იონე ზოსიმე წინასწარმეტყველებს, რომ ქართველი ეროვნება, ქართული მოდგმა მიაღწევს მეორედ მოსვლამდე...
სახარების მიხედვით, სულიწმინდის მისსია არის კაცობრიობის ცოდვათა, ანუ "ყოველთა ენათა" ცოდვათა მხილება. იგივე მისსია ეკისრება ქართველ ერს მომავალში...
იოანე ზოსიმეს გაგებით, "ყოველი საიდუმლო" ქართულ მოდგმაში და მის ენაში "დამარხული არს" ჯერ კიდევ იმ პრეისტორიული ხანიდან, როდესაც ქართული ენა იყო მოგვთა ენა, პირველადი მისტერიების ენა, ღმერთთებთან ურთიერთობისთვის შექმნილი. ამიტომაც არის შემონახული მისტერიების "ყოველი საიდუმლო" ქართულ ენაში, ქართულ კულტურაში. ამიტომ ქართული ენა ლაზარეა ყველა ენებს შორის, იგი პირველადი ენაა, მთავარი ენაა, ისევე როგორც ლაზარე–იოანე იყო მთავარი მოციქული იესო ქრისტესი, მოწაფე, "რომელიც უყვარდა იესოს" და რომელიც იყო მისი უახლოესი სულიერი მეგობარი. იგი იყო ამავე დროს ძეშობილი ღვთისმშობლისა, ისევე როგორც საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი...".
მეათე საუკუნის ხელნაწერი 21–ე საუკუნეშიც კვლევა–ძიების საგანია. მეცნიერები თითოეული სიტყვის კოდის ამოხსნას ცდილობენ. ალბათ კიდევ დიდი დრო გაივლის, სანამ ამ ძეგლის მნიშვნელობას საბოლოოდ ჩასწვდებიან.
ღირსი მამა იოანე შავთელი
იოანე შავთელი ქართველი პოეტი, ფილოსოფოსი, რიტორი და სასულიერო მოღვაწე გახლდათ, რომელიც გარდაცვალების შემდეგ ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა. მისი ბიოგრაფიიდანაც ბევრი რამ დასაზუსტებელი და ჯერ კიდევ დასადგენია. ვიცით, რომ ის მე–12–13 საუკუნეებში მოღვაწეობდა. "ქართლის ცხოვრების" ცნობით, ის თამარ მეფის თანამედროვე და სანდო პირი ყოფილა და ბასიანის ბრძოლის დროს თამარს ახლდა ვარძიასა და ოძრეხში. სწორედ ამ დროს შეუთხზავს "გალობანი ვარძიისა და ღვთისმშობლისანი". ნიკო მარი კი ის დავით აღმაშენებლის თანამედროვედ თვლიდა.
იოანე შავთელს მოიაზრებენ სასულიერო ხასიათის სხვა თხზულებების ავტორად. ყველაზე საყურადღებო ძეგლია ოდა თუ ხოტბა, რომელსაც "აბდულმესია" ეწოდება. "აბდულმესია" არაბული სიტყვაა და ქართულად ქრისტეს მონას ნიშნავს.
გადმოცემების მიხედვით, იოანე შავთელმა ჯერ შიომღვიმის მონასტერში მიიღო განათლება, შემდეგ – ათონის მთაზე. იმოგზაურა ეგვიპტე–ფინიკიაში, მერე კი სამშობლოში დაბრუნდა. იცოდა ანტიკური და არაბული ისტორია, ფილოსოფია, ლიტერატურა. შემდეგ ბერად აღიკვეცა და დიდხანს ვარძიის მონასტერში მოღვაწეობდა.
საეკლესიო გარდამოცემის მიხედვით, იოანე შავთელი სწორედ თამარის თანამედროვე გახლდათ. როცა ბასიანის ბრძოლის დროს თამარ მეფე ოძრახეში წავიდა სალოცავად, თან სასულიერო პირები ახლდნენ, მათ შორის იყო იოანე შავთელი. გარდამოცემის მიხედვით, თამარს იმ დროის სასულიერო მოღვაწე წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოვებული, ევლოგი სალოსიც ახლდა. წირვის დროს ის სამჯერ დაეცა მიწაზე,შემდეგ ხელები აღაპრო და დაიძახა: "წყალობა ღვთისა სახლსა ზედა მოიწია..." ყველა მიხვდა, რომ ევლოგიმ საღვთო გამოცხადება მიიღო. მან სწორედ იოანე შავთელს განუცხადა საიდმულო, რომ ქართველთა ჯარმა მტერს სძლია. ღირსმა იოანემ მეფეს ეს სასიხარულო ცნობა აუწყა.
ღირსი იოანე ღრმად მოხუცი გარდაიცვალა. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ღირს იოანე შავთელს წელიწადში ორჯერ იხსენიებს – 1 აპრილს და 9 ივნისს.
ჩახრუხაძე – თამარ მეფეზე შეყვარებული უიმედო სატრფო?!
ქართული საერო მწერლობის ერთი–ერთი პირველი წარმომადგენელი გახლავთ "თამარიანის" ავტორი, პოეტი ჩახრუხაძე.
"თამარიანის" კვლევასა და მისი ავტორის დადგენას, არა ერთი მეცნიერული ნაშრომი მიეძღვნა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, "თამარიანის" ავტორი ვინმე მოხევე ჩაჩხრუხაძეა. ამ აზრს არჩილ მეფეც იზიარებდა. ანტონ კათოლიკოსი მას დიდ რიტორად და ფილოსოფოსად მოიხსენიებდა. ზუსტი ცნობები მისი სადაურობისა და ბიოგრაფიის შესახებ არ მოიპოვება. ნიკო მარი მას მესხად თვლიდა და ამბობდა, რომ რუსთაველი და ჩახრუხაძე ერთი და იგივე პიროვნება იყო, რაც ქართველმა მეცნიერებმა მაშინვე უარყვეს.
"თამარიანის" ხოტბის მთავარი ობიექტები არიან თამარ მეფე, მისი თანამეცხედრე დავით სოსლანი და შვილი ლაშა–გიორგი. თხზულებაში აღწერილია თამარ მეფის ქველი საქმეები. "თამარიანში" თამარ მეფე არამარტო ზეაღმატებული სილამაზის პატრონი, ბრძენი და სამართლიანი გამგებია, არამედ ის ზებუნებრივი არსებაა, ღვთის სახიერია, ნათელი ღმერთია და, რომ სამყაროს მისი სახით ახალი მხსენლი, მესია მოევლინა. მართალია, თამარი ამქვეყნიური ხორციელი არსებაა, მაგრამ ის ღვთაებრივი ბუნების პატრონია...
ილა ჭავჭავაძე წერდა: "ჩვენში, ქართველებში დიდი მწერლის ხმა აქვს დაგდებული ჩახრუხაძესა, მაგრამ არამც თუ დიდი, პატარაც არა ბრძანდება ის კურთხეული. მისი თამარის ქება მთელ მოთხრობის ოდენაა. ზედშესრულით დაიწყება და თითქმის ზედშესრულით თავდება. რა ვაი–ვაგლახით და კისრისმტვრევით მოგოგავს დავარდნილ ცხენსავით მისი ოცმარცვლოვანი ტყვიასავით მძიმე ლექსები!... არც აზრი, არც სურათი, არც მშვენიერება, არც ჭკუა, არც სული, არაფრისთანა არაფერი, გარდა ზედშესრულების რახა–რუხისა! აბა ეხლა ნახეთ, რა სახელი აქვს ჩვენში! სადაც რუსთაველს, მაგ თითქმის გენიასა ახსენებენ, იქ, გინდათ თუ არა, წამოაკუნკულებენ ჩახრუხაძესაც, რომელსაც გვგონია, ფიქრადაც არა ჰქონია ამისთანა დიდების იმედი." ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ახალგაზრდა ილიამ ჩახრუხაძის შეფასებაში გადაამეტა და მისი "თამარიანი" ქართულ მწერლობაში უდაოდ მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ჩახრუხაძე თამარის მდივანი იყო, თუმცა მკვლევარები ამას ლეგენდის ერთ–ერთ ნაწილად მიიჩნევენ.
პავლე ინგოროყვას აზრით, "თამარიანში" წარმოდგენილია ორი ჩახრუხაძის ნაწარმოები. ხოტბის ავტორია შაჰრუხი, ანუ ჩახრუხაიძე პირველი, რომელსაც უზომოდ ჰყვარებია თამარ მეფე. უიმედო შეყვარებულს სამშობლო დაუტოვებია და შორს გადახვეწილა. ამით დამწუხრებულ მის ძმას შეუკრიბავს გადახვეწილი ძმის ხოტბები, შიგ ჩაურთავს მისი ბიოგრაფიული ამბავი და ყველაფერი ეს გაუგზავნია მეგობარი პოეტისთვის, ვინმე ბარამან მანისათვის, რომელსაც უკანასკნელ კრებულში შეუტანია საკუთარი შენიშვნები და თანაგრძნობის გამომხატველი სტროფები. ინგოროყვას აზრით, სწორედ ასე ჩამოყალიბდა "თამარიანის" არსებული სახე...
ქართული ლიტერატურის ძეგლებში უდაოდ ბევრი მარგალიტი, ამბავი და საიდუმლოა დაფარული, რომელსაც იმედია, ოდესმე მაინც ამოხსნიან მეცნიერები.
ირინე მჭედლიძე

კავშირი ტეგთან: ორი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი