asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ტერი ჰეტჩერი – მთელი ცხოვრება ბედნიერების მოლოდინში
მსახიობის საბედისწერო აღსარება
ტერი ჰეტჩერი – მთელი ცხოვრება ბედნიერების მოლოდინში

2010-12-01 14:18:27



"სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავმა, ტერი ჰეტჩერმა, ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს ბედის მწარე გაკვეთილები. ერთ წამში მისი წარმატებული კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მან საშინელი იმედგაცრუება იგრძნო იმ მამაკაცებისგან, რომლებსაც აღმერთებდა, მათ შორის იყვნენ დასტინ ჰოფმანი, ჯიმ კერი და კლინტ ისტვუდი. რაც ტერის თავი ახსოვს, ყოველთვის მარტოა. იყო მარტოხელა ბავშვი, მარტოხელა მოზარდი, მარტოხელა გოგონა და ახლა მარტოხელა ქალია. ერთი პერიოდი ფსიქოთერაპევტთანაც აპირებდა მისვლას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მან ვერ გამონახა დრო იმისათვის, რომ წარსულის დეტალური ანალიზი გააკეთოს და ისწავლოს, თუ როგორ გახდეს ბედნიერი მომავალში.

არადა თავდაპირველად ყველაფერი ბედნიერად დაიწყო. წყნარ და მშვიდ ქალაქში, სანივეილში გაიზარდა. მამამისი ატომური ფიზიკის მკვლევარი იყო, დედა – ანალიტიკოს–პროგრამისტი. ორივე მათგანი ცდილობდა, ქალიშვილისათვის ბედნიერი, უზრუნველი გარემო შეექმნათ. ტერის ყოველთვის ყველაფერი ჰქონდა – მდიდრული კაბები, პირადი ანგარიში ბანკში, საუკეთესო მასწავლებლები ცეკვასა და ტანვარჯიშში... თუმცა ყველაზე მეტად მშობლებთან ურთიერთობა უნდოდა, ისინი კი ძალიან დაკავებული იყვნენ. ხანდახან რამდენიმე დღითაც იკარგებოდნენ სახლიდან.

ტერის მშობლები თვლიდნენ, რომ მათი შვილი სამეცნიერო მიმართულებას აირჩევდა. ამის ყველანაირი საფუძველი ჰქონდათ, რადგან გოგონა ყველაზე კარგად სწავლობდა კლასში, მაგრამ ვერც კი ხვდებოდნენ, რომ მათ შვილს სხვა ინტერესები ჰქონდა, ტერი მშობლებისგან მალულად სისტემატურად აგზავნიდა თავის ფოტოებს სამოდელო სააგენტოებსა და კინოკომპანიებში. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მსახიობი გამოსულიყო. ერთ მშვენიერ დღეს დადებითი პასუხი მიიღო. 1985 წელს მის სახლში მივიდა დიდი კონვერტი კალიფორნიიდან, სადაც მას პროდიუსერი უილიამ ბრიკლი ეპატიჟებოდა. ის მუშაობდა ახალ ტელეპროექტზე "სიყვარულის ნავი" და ეძებდა ახალ სახეებს. წერილში ეწერა: "თუ თქვენ ისეთი ლამაზი ხართ, როგორიც ფოტოზე ჩანხართ, მაშინვე წამოდით, მე აუცილებლად აგიყვანთ". ტერის მამისათვის ნამდვილი დარტყმა იყო, როდესაც ქალიშვილმა განუცხადა, რომ მსახიობობას აპირებდა, სწავლა მისთვის სიამოვნება არასოდეს ყოფილა და მათემატიკური მომავალი სულაც არ ხიბლავდა. მამამისმა ვერაფრით გაიგო, რატომ ჰქონდა შვილს ასეთი ინტერესები, დედამ კი ჩათვალა, რომ ტერის მალე მობეზრდებოდა ეს ყველაფერი და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა.

ტერის კი სულ უფრო მეტად ითრევდა ეს პროფესია, ერთ სერიალს მეორე მოჰყვა, შემდეგ სამსახიობო ოსტატობის კურსებზე ჩააბარა და მალე მოიპოვა საოჯახო ეკრანის დედოფლის ტიტული. ჰონორარის დიდ ნაწილს ოჯახში აგზავნიდა. "მე ვიპოვე ჩემი თავი, როგორც იქნა, დავძლიე სიმორცხვე, სევდიანი განწყობა, მაქვს ძალიან ლამაზი სახლი, თავს მევლება უმშვენიერესი მამაკაცი და ვცხოვრობ ბედნიერი ქალის ცხოვრებით", – ასეთ წერილებს სწერდა ის მშობლებს.

ჰოლივუდის ერთ–ერთ წვეულებაზე მასთან მაღალი, სიმპათიური მამაკაცი მივიდა. ის მსახიობი ჯონ ტენი აღმოჩნდა. მან ტერის პირდაპირ მიმართა: "უკვე ერთი საათის განმავლობაში თვალს არ გაცილებთ, თქვენ კი ერთხელაც არ მოგიხედავთ ჩემკენ, ნუთუ, ვერ იგრძენით ჩემი მზერა?". ტერი გაკვირვებული დარჩა მამაკაცის ასეთი პირდაპირობით, თუმცა მასთან საუბარი ნამდვილად ესიამოვნა. ჯონი აღმოჩნდა არამარტო მომხიბვლელი, არამედ ჭკვიანი მამაკაციც. გაირკვა, რომ მამამისიც ატომური ფიზიკის მკვლევარი იყო, უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ მათი მამები ერთ სკოლაში სწავლობდნენ. ბევრი ამგვარი დამთხვევის გამო მიიჩნიეს, რომ ისინი შემთხვევით არ შეხვედრიან ერთმანეთს. ის ღამე მანქანაში გაატარეს, მეორე დღეს კი ტერიმ თავისი ნივთები შეკრიბა და ჯონთან გადავიდა საცხოვრებლად.

გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ ლამაზი ქორწილიც მოაწყვეს, მალე კი ქვეყანას მოევლინა მათი ქალიშვილი – ემერსონ როუზი. ოჯახური ცხოვრება ორივესთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა. ჯონი თავის ოცნების როლზე დაამტკიცეს ფილმში "მესმერი", ხოლო ტერი მიიწვიეს ჯეიმს ბონდის გოგონას როლზე ფილმში "ხვალინდელი დღე არასოდეს კვდება". გარდა ამისა, კოსმეტიკური ფირმის ცნობილი სახე გახდა და სამხრეთ საფრანგეთში უძველესი ციხე–სიმაგრე შეიძინა. მან საკუთარ თავს უფლება მისცა, ყოველდღე საკუთარი პარიკმახერი, სტილისტი, გრიმიორი, მეგარდერობე, დიეტოლოგი, მასაჟისტი, მდივანი, მძღოლი, პირადი მცველი და მებაღე ჰყოლოდა. ტერიმ თავისი და ჯონის მშობლები აიძულა, სამსახურებიდან წამოსულიყვნენ და მათი შენახვა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო. პარალელურად ყველაზე სასურველ სტუმრად იქცა ელიტური თავშეყრის ადგილებში. ცხოვრებამ ზღაპრული ელფერი მიიღო, თუმცა, როგორც ყველა ზღაპარს სჩვევია, ამ შემთხვევაშიც გარკვეულ ეტაპზე ყველაფერი უკუღმა დატრიალდა.

უბედურება 2002 წლის ზამთარში მოხდა. ჯონი გადაღებებზე წავიდა, ემერსონი ძიძასთან ერთად ბაღში თამაშობდა, ტერი მძღოლს ელოდებოდა, სარკესთან კოპწიაობდა და ცალი თვალით ეკრანზე დილის ახალ ამბებს ადევნებდა თვალს. უცებ ყურადღება მიაქცია ჟურნალისტის რეპორტაჟს, სადაც მოთხრობილი იყო, რომ ქალაქ სანივეილში ნაპოვნი იქნა მოზარდი გოგონას გვამი. ასეთ პატარა და მშვიდობიანი ქალაქისათვის ეს ინფორმაცია შემზარავი იყო. გამოძიებამ თქვა, რომ გოგონამ თავი მოიკლა, სიკვდილის წინ კი დატოვა წერილი, სადაც ამ ნაბიჯის მიზეზებს ყვებოდა. წერილი რიჩარდ ჰეის სტოუნის მისამართით იყო, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გოგონას აუპატიურებდა და შეურაცხყოფას აყენებდა. თვითმკვლელობა კი ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდა სიტუაციიდან თავის დასაღწევად.

ტერისათვის ეს სახელი და გვარი ძალიან კარგად იყო ნაცნობი. ეს მისი ყველაზე დიდი კოშმარი იყო. ეს კაცი ოდესღაც მისი დეიდის ქმარი გახლდათ, რომლის დანახვაც კი შიშის ზარს ჰგვრიდა. ტერი 5 წლის იყო, როდესაც მშობლები მას ხშირად ტოვებდნენ დეიდასთან, რომელიც რამდენიმე სახლის მოშორებით ცხოვრობდა. ბიძია რიჩარდი ხშირად გოგონას უცნაურად უყურებდა. ტერიში ეს კაცი ყოველთვის შიშს იწვევდა, ამიტომ ცდილობდა, მასთან მარტო არასოდეს დარჩენილიყო. მთელი ცხოვრება არ დაავიწყდება მსახიობს დღე, როდესაც ამ საშინელ კაცთან მარტო აღმოჩნდა. რიჩარდ ჰეისმა ბავშვთან ურთიერთობაში თავისი სექსუალური ფანტაზიები განავითარა, ბოლოს კი დაემუქრა, ეს ჩვენი საიდუმლო იქნება, როგორც კი პირს გააღებ და იტყვი, მაშინვე მოგკლავო.

4 წელი რიჩარდი ტერის დასცინოდა და აბუჩად იგდებდა, გოგონა კი ყველაფერს ითმენდა. ტანჯვა მაშინ დასრულდა, როდესაც დეიდამ ქმართან გაყრა მოითხოვა. ქონების გაყოფის პროცესში რიჩარდი საშინლად მოიქცა და ტერის დეიდას ფიზიკურადაც შეეხო. სასამართლომ მას ყოფილი ცოლის სახლთან მიახლოებაც კი აუკრძალა. ამის შემდეგ ტერი ჰეტჩერი მთელი ცხოვრება საგულდაგულოდ ცდილობდა ამ კაცის დავიწყებას, გადატანილი ტრაგედიის შესახებ სიტყვაც არავისთან დასცდენია. სკოლაშიც სწორედ იმიტომ სწავლობდა საუკეთესოდ, რომ თავისი პირადი ტრაგედია დაეძლია და, როდესაც ჩათვალა, რომ ყველაფერი დავიწყებული ჰქონდა, ამ ადამიანის სახელი და გვარი სწორედ მაშინ ამოტივტივდა.

ტერი მიხვდა – მაშინ რომ არ გაჩუმებულიყო, შესაძლოა, დღეს ეს მსხვერპლიც არ ყოფილიყო. მსახიობმა ამ ტრაგედიაში თავისი დანაშაულიც დაინახა. სურვილი გაუჩნდა, ყველაფრისთვის ფარდა აეხადა, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი კარიერა და ოჯახური იდილია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, მაგრამ ტერის არ ასვენებდა აზრი, რომ ამ მამაკაცს კიდევ შეეძლო ბევრი ბავშვის ცხოვრების გამწარება. მან იპოვა საკუთარ თავში ძალები და ისტორიას ახსოვს ყველაზე ხმაურიანი პროცესი, სადაც ტერი ჰეტჩერი დეტალურად საუბრობდა თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ ტრაგედიაზე. მან მოითხოვა პედოფილის დასჯა. ამის შედეგად ბიძამისი 14 წლით ციხეში აღმოჩნდა. რომ არა ვარსკვლავის გულახდილობა და გოგონას თვითმკვლელობა, რიჩარდი კიდევ კარგახანს გააგრძელებდა თავის საქმიანობას.

მსახიობის ასეთმა აღიარებამ ყველაფერი ყირამალა დააყენა. მის მშობლებს ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ გულთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდათ. მისმა საყვარელმა ქმარმა ვერაფრით გადალახა ცოლის ასეთი ინტიმური საიდუმლოება და სახლიდან წავიდა. დასტინ ჰოფმანთან პარტნიორობაც არ შედგა, მათ ერთად უნდა ეთამაშათ ფილმში, თუმცა ჰოფმანმა მოითხოვა, რომ ტერი აუცილებლად შეეცვალათ. მასთან პარტნიორობაზე უარი თქვა ასევე ჯიმ კერიმ, ამიტომ ფილმი "ყოვლისშემძლე ბრიუს ლი" მის გარეშე გამოვიდა. ფილმ "სისხლიანი სამუშაოს" გადაღებების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე კლინტ ისტვუდმა ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაითხოვა.

ვარსკვლავის ტელეფონი დადუმდა. მას აღარავინ ეპატიჟებოდა ელიტურ წვეულებებზე, ბევრმა მეგობარმა ზურგი აქცია, თუმცა მსახიობს არასოდეს უნანია თავისი აღსარება, პირიქით, სულიერი სიმშვიდე მოიპოვა, რომელიც მანამდე მისთვის უცხო იყო. ტერიმ შეძლო წარსულის დემონების დამარცხება, მაგრამ სრულიად მარტო აღმოჩნდა.

კინოსამყაროსაგან ზურგშექცეულმა ჰეტჩერმა გადაწყვიტა, სარესტორნო ბიზნესი დაეწყო. იყიდა რამდენიმე შენობა, დაიქირავა საუკეთესო მზარეულები, ოფიციანტები და რესტორნების ქსელიც შექმნა. პარალელურად ყოველვის დადიოდა კასტინგებზე, მაგრამ უარით ისტუმრებდნენ. სასოწარკვეთილმა გადაწყვიტა, გადასაღებ მოედანზე ტექნიკურ პერსონალად მაინც დაეწყო მუშაობა. პირველივე კასტინგი სერიალ "სასოწარკვეთილი დიასახლისების" ტექპერსონალზე გამოცხადდა და ამ კასტინგმა ყველაფერი შეცვალა. რა თქმა უნდა, ის დამლაგებლად არ აიყვანეს და საშუალება მისცეს, საპილოტო სერიაში ეთამაშა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამ ერთ როლში ტერიმ მთელი თავისი იმედები ჩადო. როგორც კი სერიალი ეკრანებზე გამოვიდა, მის ცხოვრების შავი ეტაპიც დასრულდა.

2007 წლის ივნისში ფრენსის ფორდ კოპოლამ წვეულება მოაწყო, სადაც უამრავი ვარსკვლავი დაპატიჟა, მათ შორის – ტერიც. სტუმრები რეჟისორის ვენახებიდან დაწურულ ღვინოს მიირთმევდნენ, უკრავდა ორკესტრი. თითქოს ყველაფერი მეორდებოდა, ტერის მამაკაცები განსაკურთებულ ყურადღებას აქცევდნენ, მათ შორის – კაილ მაკლაჰენი, ჯორჯ კლუნი. ისინი საშუალებას არ უშვებდნენ ხელიდან, მომხიბვლელი ტერისათვის კომპლიმენტები არ ეთქვათ. თვით დასტინ ჰოფმანიც კი აღფრთოვანებას ვერ მალავდა სერიალის წარმატებით და ტერის თამაშით. "ხშირად გიყურებთ ტელევიზორში და ჩემს თავს ვეკითხები, როგორ შეიძლებოდა ასეთი ქალი უყურადღებოდ დარჩენილიყო, ჩემს თავს ვერ ვპატიობ. ახლა ვმუშაობ ერთ რომანტიკულ კომედიაზე. ისტორია მამაკაცზეა, რომელიც ვერ ივიწყებს პირველ სიყვარულს. მინდა, ჩემი პირველი სიყვარული ითამაშოთ, შევთანხმდით, ხომ? ხვალვე დაგირეკავთ ჩემი აგენტი და დანარჩენზე ის დაგელაპარაკებათ", – უთხრა ჰოფმანმა.

დასტინ ჰოფმანის ამ წინადადებაზე ტერიმ პრინციპული პასუხი გასცა, გამოწვდილ ხელში ჩანთა ჩაარტყა და კბილებში გამოსცრა: "საზიზღარო!". ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე ზურგი აქცია და მისგან წავიდა. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. შეურაცხყოფილი დასტინ ჰოფმანი კარგახანს გაოცებული იდგა. სამაგიეროდ ტერიმ იმ საღამოსვე დაიწყო რომანი ჯორჯ კლუნისთან, თუმცა ხანმოკლე.

ქმართან გაშორების შემდეგ ბედნიერი სიყვარულის ყველა მცდელობა უშედეგო იყო. ერთი კვირა მას რომანი ჰქონდა ტელეწამყვან რაინას სიკრიტთან, ერთთვიანი რომანი ჰქონდა რეჟისორ სტივენ კემპთან, ხანმოკლე რომანი – ჯორჯ კლუნისთან. რატომღაც არავის სურს, ტერისთან დიდხანს გაჩერება. ის ახლაც მარტოა, ცხოვრობს თავის შვილთან ერთად ფეშენებელურ ვილაში და თვლის, რომ ბედნიერების მიღწევა მამაკაცების გარეშეც შესაძლებელია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ტერი
კავშირი ტეგთან: ტერი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online