| ქალი და მამაკაცი |

როგორ ეხმარება ადამიანებს პიროფლიანი წმინდა გიორგი
მამა ალექსი: "23 ნოემბერი განსაკუთრებულად მხოლოდ საქართველოში აღინიშნება"
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ორგზის აღნიშნავს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს: 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – წმინდანის ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართულს უწოდებენ, ვინაიდან სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში იგი საქართველოდან გავრცელდა.
დიდმოწამე გიორგი ყველაზე ცნობილი და ყველასგან აღიარებული ქრისტიანული წმინდანია. ცნობილია, რომ მთელ მსოფლიო ლიტერატურას არც ერთ სხვა ქრისტიან საეკლესიო მოღვაწესა თუ წმინდანზე არ შეუქმნია იმდენი ნაწარმოები, რამდენიც გიორგი კაბადოკიელზე დაიწერა. მისი წამების ამსახველი ლიტერატურული ნიმუშები ქრისტიანი ხალხების ყველა ენაზეა შექმნილი. თითოეულს კი საერთო წყარო – ბიზანტიურ–ბერძნული ვარიანტი აერთიანებს.
საქართველო, წმინდა გიორგის თაყვანისცემის თვალსაზრისით, საქრისტიანოში პირველ ადგილზეა. ჩვენთან ყველაზე მეტი ტაძარი სწორედ წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "არ არიან ბორცვნი და მაღალნი გორაკნი, რომელსა ზედა არა იყოს შენნი (ე.ი. აშენებული – ავტ.) ეკლესიანი წმინდისა გიორგისანი". "ქართველი ერის ისტორიაში" ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს: "თითქმის ყველა უმთავრესი ეკლესიები და დღეობები საქართველოში წმინდა გიორგის სახელობაზეა". წმინდა გიორგის სალოცავებად ითვლება ხახმატის ჯვარი, გუდანის ჯვარი და სამების ჯვარი ხევსურეთში, ასევე თეთრი გიორგის ტაძარი კახეთში, ლაშარის ჯვარი ფშავში, ლომისის ჯვარი მთიულეთში და სხვა. თქმულებებში წმინდა გიორგი უფლის რანგშია მოხსენიებული. მკვლევრები ამ ფაქტს წმინდანის უსაზღვრო თაყვანისცემით ხსნიან.
მთაში გავრცელებული თქმულება მოგვითხრობს:
ერთხელ იესო ქრისტე, ელია წინასწარმეტყველი და წმინდა გიორგი გზას ერთად ადგნენ. ბევრი რომ გაიარეს, დაიღალნენ, დასასვენებლად და პურის საჭმელად დასხდნენ. იქვე, მახლობლად, ერთი მეცხვარე ფარას აძოვებდა. მას ელია წინასწარმეტყველი მიუგზავნეს, სადილად ერთი ბატკანი მოგვეციო. ელია მეცხვარესთან მივიდა და უთხრა:
– გულკეთილო მეცხვარევ, ერთი ბატკანი მაჩუქე.
– თუნდ ნახევარი ფარა მიირთვი, ოღონდ კი მითხარ, ვინა ხარ, – მიუგო მეცხვარემ.
– მე ელია წინასწარმეტყველი ვარ, პურის მოსავალს გაძლევთ, თქვენს ყანას წვიმას ვუგზავნი ხოლმე და გლეხკაცის ჭირნახულს მფარველობას ვუწევ, – უთხრა ელიამ.
– ვაჰმე! ჩემი ღმრთისა რომ არ მეშინოდეს, აი, ამ კომბლით თავს გაგიტეხავდი, – უპასუხა მეცხვარემ.
– რად ხარ ჩემზე გულმოსული? – ჰკითხა ელიამ.
რაზე და, დასთესავს პურს, ერთ დღიურ მიწას საწყალი ქვრივ–ოხერი ან ვინმე ღარიბ–ღატაკი, შენ მისდგები, არც აცივებ, არც აცხელებ და იმ ყანას სულ სეტყვით ჩაულეწავო.
დაბრუნდა ელია წინასწარმეტყველი ხელცარიელი თავის ამხანაგებთან და უამბო ყველაფერი, რაც მეცხვარემ უთხრა. ახლა თვითონ იესო ქრისტე წავიდა მეცხვარესთან და ბატკანი სთხოვა. მანაც უარი მიიღო...
ისეთი რა დაგიშავეო, ჰკითხა იესომ მეცხვარეს. ის, რომ ჭაბუკს წუთისოფელს გამოასალმებ ხოლმე, ბევრ ისეთ მოხუცებულ ადამიანს კი, ვისაც ცხოვრება მობეზრებია, ცოცხალს ატარებ დედამიწის ზურგზეო, მიუგო მეცხვარემ.
ასე დაბრუნდა იესო. ბოლოს წმინდა გიორგი მივიდა მეცხვარესთან. მეცხვარემ ჰკითხა, ვინა ხარო. მე წმინდა გიორგი ვარ, გაჭირვების დროს რომ მევედრებით ხოლმე, მე გიფარავთ ავი სულებისა და ეშმაკებისაგან და თქვენი მტანჯველის ხელიდან გიხსნით ხოლმეო.
მეცხვარემ ეს რომ მოისმინა, შესძახა, მთელი ფარა მომირთმევიაო და მის წინ მუხლი მოიყარა.
თქმულებიდან ჩანს, რომ წმინდა გიორგი მეცხვარეთა მფარველადაც არის აღქმული. საგულისხმოა, რომ სვანეთში წმინდა გიორგის სახელობის ერთ–ერთი ეკლესიის გარეფასადზე წარმოდგენილია ბარელიეფები ცხვრებისა და სხვა ცხოველების გამოსახულებით. ზოგადად კი წმინდა გიორგის პატივს მიაგებენ, როგორც ადამიანების მფარველ და გაჭირვების ჟამს მხსნელ, ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლ წმინდანს.
ხალხში ფართოდ გავრცელებულია თქმულებები წმინდა გიორგის სასწაულების შესახებ. ბესარიონ კათალიკოსის (ორბელიშვილის) მოწმობით, "ქართველების სპარსელებთან ომის დროს ქართული ქრისტიანი ჯარის წინ ჰაერში იხილვებოდა თეთრ ბედაურზე ამხედრებული ლამაზი ჭაბუკი, რომელიც მუსრს ავლებდა ქართველების მტერს. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის ძლევამოსილი წმინდა გიორგი იყო".
ფშავში გავრცელებული ლეგენდა, რომლის პოეტური ვარიაციაც ვაჟა ფშაველას ეკუთვნის, მოგვითხრობს, თუ როგორ დაუბრუნა თეთრმა გიორგიმ ქვრივ დედაკაცს ლეკების მიერ დატყვევებული შვილი.
მ
წმინდა დიდმოწამე გიორგისთან დაკავშირებულ საკითხებზე და სასწაულებზე ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი მამა ალექსი (ადამაშვილი) გვესაუბრა.
მამა ალექსი:
– საქართველოში წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე დიდი ზეიმით აღინიშნება. ის ჩვენი ერის განსაკუთრებული შემწე და მფარველია, ამიტომაც ქართველი ხალხი მას უდიდეს პატივს მიაგებს. აქედან გამომდინარე, 23 ნოემბერი – წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღე – განსაკუთრებულად მხოლოდ საქართველოში იდღესასწაულება. სიმბოლურია, რომ თავად საქართველოსაც გეორგია ჰქვია.
– მამაო, რამდენად შეესაბამება რეალობას ხალხში გავრცელებული წმინდა გიორგის სასწაულები, რომ ის ქართველებს ბრძოლის დროს ფიზიკურად, იარაღასხმული ეხმარებოდა და ასევე დედებს ტყვედ ჩავარდნილ შვილებს უვნებლად უბრუნებდა?
– თითოეული სასწაული, რაც გაცხადებულა, არამხოლოდ ერთი ადამიანის თვალწინ ხდებოდა, არამედ მას მრავალი ხედავდა. საეკლესიო გარდამოცემის მიხედვით, შავნაბდიანი ჭაბუკი იბრძოდა ქართველების დასახმარებლად. ამიტომაც იმ ადგილას მდებარე მონასტერს შავნაბადა უწოდეს და ის წმინდა გიორგის სახელობისაა. ეს სასწაული რეალურად განხორციელდა და მას თავის დროზე მრავალი თვითმხილველი ჰყავდა.
გავიხსენოთ წმინდა გიორგის ტროპარი: "ტყვეთა განმათავისუფლებელო, გლახაკთა ხელისამპყრობელო, სნეულთა მკურნალო, მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის". ამდენად, ტყვეთა განმათავისუფლებელი – ეს მისი ერთ–ერთი დამახასიათებელი თვისებაა, ანუ წმინდა გიორგი განსაკუთრებულად მფარველობს ტყვეებს.
– მამაო, წმიდა გიორგის ღვაწლზეც გვესაუბრეთ.
– უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორე ქადაგებებში ახსენებს ხოლმე – პიროფლიანი წმინდა გიორგიო. საქართველოში მართლაც გვაქვს ასეთი სალოცავი – პიროფლიანი წმინდა გიორგის სახელობისა. წმინდა გიორგი პიროფლიანია, იმიტომ რომ ყოველთვის შრომობს და იღვწის, რათა ადამიანებს დაეხმაროს, აჩვენოს გზა სასუფევლისაკენ. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დიდმოწამე გიორგი არ არის მხოლოდ ჩვენი მფარველი, პირველ რიგში, ის არის ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების წესით, სიტყვით თუ საქმით ღვთისადმი ერთგულება დაგვანახა. ბორბალზე აწამეს, გავარვარებული ქალამნები ჩააცვეს, ცეცხლმოკიდებულ საკირეში ჩააგდეს, მაგრამ ეს ადამიანი ყოველივე სატანჯველს ითმენდა უფლის სიყვარულისა და ერთგულებისთვის. მან საკუთარი თავი გაწირა, რათა ყოფილიყო უფალთან ახლოს.
ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდა გიორგის, როგორც პიროვნებას, არაფერი აკლდა, ჰქონდა ყოველგვარი ამქვეყნიური დიდება – სიმდიდრე, სახელი, პატივი, წოდება... რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს ჯარის მხედართმთავარი გახლდათ. ამავე დროს იყო ქრისტეს რწმენაში და ქრისტიანობას საჯაროდ ქადაგებდა. როცა დიოკლეტიანემ უთხრა, უფრო დიდ პატივში აგიყვან, თუ შენს რწმენაზე უარს იტყვიო, მან ეს არ გააკეთა ღვთისადმი ერთგულების გამო. ამით ადამიანებს დაგვანახა, იყავით ღვთის ერთგული და უფალი თქვენს ღვაწლს არ დაივიწყებს, არ დაგტოვებთო.
ადამიანებს კი რა მოსდით? როგორც კი წინააღმდეგობა შეხვდებათ ცხოვრებაში, მყისვე იწყებენ აუგის თქმას, ღმერთი რომ ყოფილიყო, ასე არ დამემართებოდაო და ა. შ. სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის ერთგულებით ჩვენ მივიღებთ ყველაფერ იმას, რასაც დავიმსახურებთ.
წმინდა გიორგი იმიტომაც არის დიდმოწამე, რომ მან თავისი მოწამეობრივი ცხოვრებით გვასწავლა, როგორ უნდა ვიყოთ ღვთის ერთგულები. ის დღევანდლამდე იღვწის, გვლოცავს, გვიფარავს და გვასწავლის ჭეშმარიტ გზას.
– საქართველოში მოხსენიებულია წმინდა გიორგის სახელობის 365 ტაძარი. მართლაც ამდენი ეკლესია–მონასტერია?
– მახსოვს, წლების წინ, მაშინ პატრიარქის სტიქაროსანი ვიყავი, მისმა უწმინდესობამ ქადაგების დროს ბრძანა, წმინდა გიორგის 365 ტაძარს მოიხსენიებენ, მაგრამ მთლიანობაში საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე შეიძლება შვიდჯერ 365 და მეტი ეკლესია, სამლოცველო და ნიშიც იყოსო. აქ ის აზრია ჩადებული, რომ წელიწადის ყოველ დღეს (365–ვე დღეს) წმინდა გიორგი საქართველოს მფარველი და შემწეა.
– საქართველოს მთიან რაიონებში წმინდა გიორგი უფლის რანგამდე ჰყავთ აყვანილი და მას უფრო მეტ თაყვანს სცემენ, ვიდრე თვით ქრისტეს. ცნობილია, რომ ხევსურთა და ფშაველთა ხევისბერები ლოცვის დროს წმინდა გიორგის ღმერთად მოიხსენიებენ, ხოლო სვანები კი უფალზე შემძლედ მიიჩნევენ. რამდენად მართებულია ასეთი დამოკიდებულება?
– მთის ხალხი იმ დონეზეა მინდობილი წმინდა გიორგის და იმდენადაა მისი მფარველობის ქვეშ, რომ ასე სჯერათ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, რადგან წმინდა გიორგიმ გაწირა თავისი ცხოვრება და ეწამა იმისათვის, რომ ღვთის წინაშე ყოფილიყო მართალი და გაბრწყინებული, რათა ცათა სასუფეველი დაემკვიდრებინა, ხოლო ამით ჩვენც გვიჩვენა გზა ხსნისა და გზა ცათა სასუფევლისა.
ნანა კობახიძე

კავშირი ტეგთან: ქრისტიანი

კავშირი ტეგთან: ქრისტიანი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი