| ქალი და მამაკაცი |

თორნიკე გოგრიჭიანმა ნინო ქორიძე ცოლად მოიყვანა
ახალდაქორწინებულმა წყვილმა პრესასთან ურთიერთობა აიკრძალა
სანამ სერიალის "გოგონა გარეუბნიდან" მთავარ პერსონაჟს, ნიკა კეკელიძეს, ღრმად "ეძინა", მისი როლის შემსრულებელმა, მსახიობმა თორნიკე გოგრიჭიანმა რომანის გაბმა და ცოლის მოყვანა მოასწრო. ეს სამსახურებრივი რომანი გახლდათ – თორნიკეს რჩეული ამავე სერიალის მსახიობი, მაკუნას როლის შემსრულებელი ნინო ქორიძეა. 28 ნოემბერს წყვილმა ჯვარი მამადავითზე დაიწერა და ხელიც მოაწერა.
"ოჯახის შესაქმნელად მხოლოდ სიყვარული მჭირდება", – ამბობდა "სარკესთან" ინტერვიუში 5 თვის წინ ნინო ქორიძე. უცნობია, მაშინ უკვე შეყვარებული იყო თუ არა თორნიკე გოგრიჭიანზე, რადგან წყვილის რომანი კარგა ხანი "გრიფით საიდუმლო" ჩარჩოებს არ გასცილებია. საიდუმლო შეყვარებულები შემოდგომაზე გაზეთმა "პრაიმ ტაიმმა" გამოააშკარავა.
საჯაროდ ლაპარაკს ისინი დღემდე გაურბიან. ჟურნალისტებთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეს, მათ შორის პროფესიულ თემაზე კომენტარიც. ნინო მთლიანად გრძნობებზე გადაერთო და პროდიუსერებმაც სერიალიდან გაიყვანეს. ოფიციალურად ამის მიზეზი რეჟისორ ქეთი მაჭავარიანის ახალი ფილმის გადაღებები იყო, რომელიც სექტემბერ–ოქტომბერში ბათუმში მიმდინარეობდა. სანამ სერიალში ნიკა კეკელიძის საავადმყოფოში ყოფნის ეპიზოდი გრძელდებოდა, თორნიკე გოგრიჭიანს მეტი დრო ჰქონდა, საყვარელ ქალთან ბათუმში ჩასულიყო. როგორც თბილისურ რომანებს სჩვევია, სტანდარტი ამჯერადაც დაცული იყო – მათ სიყვარულზე თბილისში ბევრი ჭორაობდა, გარდა თავად რომანის გმირებისა.
37 წლის ნინო ქორიძე პროფესიით მხატვარი და ყოფილი მოდელია. რამდენიმე ფილმსა და სარეკლამო რგოლშია გადაღებული. ნინო ცნობილი არქიტექტორის, კახა ქორიძის შვილია, რომელმაც თავის დროზე სახელი გაითქვა ფილმით "ღიმილის ბიჭები".
ქორიძეების ექვსშვილიან ოჯახში ნინო უფროსი ქალიშვილია. სანამ თორნიკეს სახით ახალ სიყვარულს იპოვიდა, ერთი ქორწინება უკვე გამოსცადა. პირველად 16 წლისა გათხოვდა და 18 წლისა უკვე ქმარს გაშორდა. ახლა მისი შვილი, ირაკლი კვირიკაძე, 18 წლისაა და ინგლისში სწავლობს, თუმცა დედის ქორწილზე თბილისში იყო.
პირველი ქორწინების შემდეგ ნინოს რამდენიმე გახმაურებული რომანი ჰქონდა, მათ შორის ბიზნესმენ კოტე გოგელიასთან – მაკა ასათიანის ამჟამინდელ მეუღლესთან.
"სარკეში" ნინო ქორიძე ამბობდა: "თუ შემიყვარდება, აუცილებლად შევქმნი ოჯახს. არ მექნება იმის შიში, რომ, რადგან პირველმა ოჯახმა არ გაამართლა, ახლაც შეიძლება იგივე განმეორდეს. ამ ხნის განმავლობაში მქონია ურთიერთობები, მაგრამ ოჯახამდე არც ერთი მისულა. ალბათ ძლიერი სიყვარული არ იყო, ოჯახის შესაქმნელად კი მხოლოდ ძლიერი სიყვარული მჭირდება".
24 წლის თორნიკე გოგრიჭიანი ამჟამად წარმატების ზენიტშია. სერიალმა "გოგონა გარეუბნიდან" ის პოპულარულ ბიჭად აქცია. ნიკა კეკელიძის პერსონაჟი გოგონებს ძალიან მოსწონთ. თავად მსახიობს კი არასოდეს მოსწონდა გოგონების გულთამპყრობელის იმიჯი და სხვადასხვა ინტერვიუში ხშირად იმეორებდა, რა საშინელებაა ეს გულთამპყრობელის ტიტული, მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, ჩვეულებრივი ცხოვრებითო.
სანამ თორნიკე პოპულარული სერიალის მთავარი პერსონაჟი გახდებოდა, თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა. ჟურნალ "კოსმოპოლიტანისთვის" წელზემოთ შიშველი ფოტოებიც გადაიღო. თეატრალურ სამყაროში სახელი დოის (რეჟისორი დათო დოიაშვილი – ავტ.) ფავორიტობით გაითქვა. როდესაც დოიმ სპექტაკლ "მაკბეტში" იმ დროისათვის სრულიად უცნობი მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი დაამტკიცა, ბევრს ეგონა, რომ სპექტაკლი ჩავარდებოდა, მაგრამ საპირისპირო მოხდა – "მაკბეტმა" საერთაშორისო აღიარება და ბევრი ჯილდო მოიპოვა.
ერთი პერიოდი ქალაქში ჭორაობდნენ, თორნიკეს "მაკბეტში" თავისივე პარტნიორ ნანკა კალატოზიშვილთან აქვს რომანიო, მაგრამ ეს ჭორადვე აღმოჩნდა.
ახალდაქორწინებულებმა პრესასთან ურთიერთობა არც ქორწინების შემდეგ მოინდომეს, უფრო მეტიც, მათი სიყვარულისა და ქორწინების შესახებ საუბარი მეგობრებსაც აუკრძალეს, ისინი (ნინო დარასელი, ბუბა გოგორიშვილი) თავს იმართლებენ, თავად წყვილი არ საუბრობს საკუთარ თავზე და ჩვენც ვერაფერს გეტყვითო.
სერიალის მსახიობებიდან ქორწილში ბევრი არ იყო. მათ შორის ნინოს გმირის, მაკუნას დაქალიც, ანჩო, იგივე რუსკა მაყაშვილი, ვერ მოხვდა ქორწილში. ხოლო ვინც იყვნენ, მათაც თევზივით პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული.
ავთო ჩიტიძე

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

კურდღლის წელი – ლითონის წელი
ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ

მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა

ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
საქართველოში "დამალული" უმაროვის თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი