asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ტორალი: "მესი არ შემცდარა, უბრალოდ ვარასი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე"
კომენტარი
ტორალი: "მესი არ შემცდარა, უბრალოდ ვარასი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე"

2011-10-23 14:14:26



ანდალუსიის "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა, კომენტარი გააკეთა ლა ლიგის მე-9 ტურის შესახებ, სადაც კატალონიის "ბარსელონამ" უმასპინძლა "სევილიას" და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "ას". "ლურჯ-ბროწეულისფერები" მთელი ძალებით უტევდნენ, თუმცა შეხვედრამ გოლის გარეშე ჩაიარა: "ჩემს ფეხბურთელებს რომ არ ებრძოლათ მატჩის ბოლო წუთამდე და არ გამოევლინათ გუნდური სულისკვეთება, დამერწუმნეთ, ქულის აღება შეუძლებელი იქნებოდა. "ბარსელონამ" ეროვნულ ჩემპიონატში 26-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი, თუმცა ჩვენ შევძელით კარის მშრალად შენახვა. რაც შეეხება მესის, მას ნამდივლად არაფერი შეშლია, უბრალოდ ჩვენი გოლკიპერი, ხავი ვარასი, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. ასევე აღვნიშნავ, რომ ვიქტორ ვალდესს მხოლოდ 2-ჯერ მოუწია საკუთარი კარის მშრალად შენახვა". დაასრულა მარსელინო გარსია ტორალმა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ლეო მესი
კავშირი ტეგთან: სპორტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online