


| ქალი და მამაკაცი |

“ბეტისის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპე მელმა, მადრიდის “რეალთან” მოახლოებული მატჩის წინ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პორტუგალიელს არ მიიჩნევს მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ მამაკაცად. პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა, დაახლოებით ერთი თვის წინათ განაცხადა, რომ გულშემატკივრებს მისი შურთ, რადგან ის არის წარმატებული, სიმპატიური და მდიდარი. კრიშტიანუს ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა “ბეტისის” თავკაცმა, პეპე მელმა, რომელმაც განაცხადა, რომ 26 წლის ფეხბურთელი არ შედის მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მამაკაცთა სიაში. “მინდა ვისაუბრო მისი გარეგნობის თემაზე, – მწვრთნელის სიტყვებს ავრცელებს Antena 3. – პირადად მე, სკარლეტ იოჰანსონი უფრო მომწონს, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ”. “რაც შეეხება მის სიმდიდრეს, ყველაფერი აშკარაა და სწორედაც რომ ასეა”. შაბათს, “ბეტისი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება, სადაც პეპე მელის გაწვრთნილებს კრიშტიანუ რონალდუს შეჩერება მოუწევთ,ხოლო რამდენად გამოუვათ მათ ეს ძალიან მალე გავიგებთ


|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content












ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი










































































































































































































