| ქალი და მამაკაცი |

წინასწარმეტყველება
ბენიტესი: სკუდეტოს "იუვენტუსი" დაეპატრონება
"ინტერის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა აღნიშნა, რომ მილანური კლუბები მიმდინარე სეზონში გასულ სეზონთან შედარებით სუსტად გამოიყურება. ესპანელი სპეციალისტის თქმით, სკუდეტოს მოპოვების მთავარი ფავორიტი "იუვენტუსია". "ვფიქრობ იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული ტურინის "იუვენტუსი" გახდება. პირველ რიგში ამის მიზეზი "მილანისა" და "ინტერის" სისუსტე გახლავთ, რომლებიც წინა სეზონში უფრო კარგად გამოიყურებოდნენ. მნიშვნელოვან როლს ტურინელთა ახალი სტადიონიც თამაშობს, რომელიც კონტეს შეგირდებს ძალიან დაეხმარება. თუმცა "ნაპოლის" ჩამოწერაც არ შეიძლება", - განაცხადა ბენიტესმა.
კავშირი ტეგთან: რაფა ბენიტესი

კავშირი ტეგთან: სპორტი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content















ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი















































































































