| ქალი და მამაკაცი |

მახაჩკალას "ანჟის" მწვრთნელმა და ამავე დროს ფეხბურთელმა, რობერტო კარლოსმა, განაცხადა, რომ თავისი გუნდი აპირებს უახლოეს მომავალში კონკურენცია გაუწიოს კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს", რადგანაც რუსულ კლუბს ამისთვის ყველანაირი რესურსი აქვს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "ას". "ჩვენი კლუბისთვის საუკეთესო შენაძენი გახლავთ სამუელ ეტო'ო. ეს წაადგება ჩვენს გუნდს, რადგანაც დიდ ფეხბურთელებს გაუჩნებათ იმის სურვილი, რომ გადმოვიდნენ მახაჩკალურ კლუბში. ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ უახლოეს მომავალში შევძლოთ წინააღმდეგობა გავუწიოთ ისეთ გუნდებს, როგორებიც არიან: კატალონიის "ბარსელონა", მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი". ჩვენი გუნდის ყველა წევრი მოსკოვში ცხოვრობს, რისი წყალობითაც უამრავი ნაცნობი გავიჩინე და უკვე მირეკავენ კიდეც და მთავაზობენ წინადადებებს "ანჟის" თაობაზე". დაასრულა რობერტო კარლოსმა.


|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content















ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი
















































































































