asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"ტოტენჰემი" ადებაიორის შეურაცხმყოფელ ფანებს დასჯის
სასჯელი
"ტოტენჰემი" ადებაიორის შეურაცხმყოფელ ფანებს დასჯის

2011-10-03 19:22:16



ლონდონის "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ ფორვარდ ემანუელ ადებაიორის მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილების ავტორებს იპოვის და "უაით ჰართ ლეინზე" შესვლას სამუდამოდ აუკრძალავს. ლონდონურ დერბიში "ტოტენჰემის" გამარჯვებას ჩრდილი "არსენალის" ფანების სიმღერებმა მიაყენა, რომლებიც ტოგოელს "მეთოფეთა" რიგების დატოვებას დღემდე ვერ პატიობენ. "იმ ავტობუსში უნდა მოეკალით", - მღეროდნენ "არსენალის" ქომაგები. ამით მათ ტოგოელს იანვრის ამბავი შეახსენეს, როდესაც ანგოლაში ტოგოს ნაკრების ავტობუსი დაცხრილეს. "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ხულიგნები გამოვლინდნენ და სტადიონი მატჩის მიმდინარეობის დროს დაატოვებინეს. აღსანიშნავია, რომ ვალში არც "ტოტენჰემის" ფანები დარჩენილან და მთელი თამაშის მანძილზე "მეთოფეების" თავკაც არსენ ვენგერს მწარე ფრაზებს უმღეროდნენ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ადებაიორი
კავშირი ტეგთან: სპორტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online