| ქალი და მამაკაცი |

ამსტერდამის "აიაქსის" შემტევმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიკსენმა განაცხადა, რომ წინა წელთან შედარებით გუნდი ორმაგად ძლიერია. "ჩვენ ძალზედ მოტივირებულნი ვართ, ვინაიდან წინა წელს ორ გამართულ შეხვედრაში სამარცხვინოდ დავმარცდით, რის გამოც ბოლომდე ვიბრძოლებთ და დავამტკიცებთ, რომ "რეალის" არენაზე წარმატების მიღწევა შეუძლებელი არაა". "რა თქმა უნდა გვინდა, რომ ჯგუფური ეტაპიდან გავიდეთ, ამისათვის კი ყველა მეტოქესთან კარგად უნდა ვითამაშოთ და საჭირო ქულები მოვიპოვოთ, მაგრამ ამის გაკეთება არცერთი გუნდისთვის ადვილი არაა". "იმაში ორი აზრი არ არსებობს, რომ "ლოს ბლანკოსი" ლიგის ერთ–ერთი მთავარი ფავორიტია. წინა სეზონისგან განსხვავებით, ჩვენ ორმაგად ძლიერები ვართ, ეს ნათლად ჩანს "ერადივიზიონშიც". შეტევა საკმაოდ ორგანიზებულად თამაშობს და ახერხებს კიდეც მრავალი გოლების გატანას, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა გოლს ვუშვებთ საკუთარ კარში". "ცხადია მეორე ნომრად ვითამაშებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქტიურები არ ვიქნებით. მწვრთნელმა კარგად იცის, თუ რას წამოადგენს "სამეფო" კლუბი. სწორედ ამიტომ, მან განსაკუთრებული ტაქტიკა შეუმუშავა, რათა "აიაქსმა" შესძლოს მეტოქესთან გამკვლავება".

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content















ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი









































































































