
ცნობილი ადამიანები


| ქალი და მამაკაცი |

გვარდიოლას კომენტარი
გვარდიოლა: ”მესიმ თამაში კვლავ საკუთარ თავზე აიღო”
კატალონიური ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გუშინდელი მატჩის ანალიზისას ლეო მესი შეაქო, რომელმაც ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. ”ჩვენ კარგი თამაში შევინარჩუნეთ და მთელი მატჩი კონცენტრირებულები ვიყავით. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ჩვენი გუნდი მთელი სეზონის მანძილზე ამ ტემპში თამაშს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ჩვენ ბურთის კარიდან რაც შეიძლება შორს ატანას ვცდილობდით, რადგან ფალკაო შეცდომებს არავის პატიობს. ჩვენი გუნდი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა”. ”ჩემი მილოცვა მესის - მან თამაში კვლავ საკუთარ თავზე აიღო. მას 2 გოლი დარჩა გასატანი და ლადისლავ კუბალას გაუთანაბრდება. რაც შეეხება აბიდალს, ის გააფორმებს ”ბარსელონასთან” ახალ კონტრაქტს” - დაასრულა გვარდიოლამ.
კავშირი ტეგთან: ლეო მესი

კავშირი ტეგთან: სპორტი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content












ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი




































































































































































































