| ქალი და მამაკაცი |

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი თავდამსხმელ ემანუელ ადებაიორის დებიუტით კმაყოფილი დარჩა. ადებაიორმა "ვულვერჰემპტონთან" გასვლით მატჩში გაიტანა. შეხვედრა "ტოტენჰემმა" 2:0 მოიგო, ადებაიორმა კი მოედანზე მთელი თამაში დაჰყო. "ეს ადებაიორისთვის ბრწყინვალე დებიუტია. ახლა ემანუელმა მსგავსად თამაში უნდა გააგრძელოს და "ტოტენჰემის" გმირი გახდება. რაც შეეხება იმაზე საუბარს, რომ ადრე ადებაიორი "არსენალში" თამაშობდა... მისმინეთ, ორი წლის წინ პატრიკ ვიეირას შევხვდი და მან ჩვენს გუნდში გადმოსვლის სურვილი გამოთქვა. ეს საკითხი მასთან სახლში ჭიქა ჩაიზე განვიხილეთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ "არსენალის" ისეთი ყოფილი მოთამაშე, როგორიც ვიეირაა, "ტოტენჰემში" გადასასვლელად მზადაა, ამის უფლება ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს. ვიეირა ლეგენდაა, ისევე როგორც ტონი ადამსი, დენის ბერგკამპი..., - განაცხადა რედნაპმა.


|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content















ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი


























































































































