asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

“იუვე” “ინტერის” ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთას ითხოვს
მოთხოვნა
“იუვე” “ინტერის” ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთას ითხოვს

2011-09-10 15:55:00



იტალიაში, ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებული საუბრები არ წყდება. 2006 წელს სამაგალითოდ დასჯილი “იუვენტუსი” “ინტერს” გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაში სდებს ბრალს და UEFA-სგან მილანელთა ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთას ითხოვს.
2006 წლის “კალჩოპოლის” დეტალების გამოკვლევა და ახალი მტკიცებულებების სააშკარაოზე გამოტანა კვლავ გრძელდება. ბოლო დროს გაჩნდა ეჭვი, რომ მატჩების ჩაწყობაში მონაწილეობას ღებულობდა მილანის “ინტერიც”, რომელმაც 5 წლის წინათ დატრიალებული მოვლენებით ყველაზე მეტად ისარგებლა.
სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან “ინტერის” დაინტერესება ყურადღების მიღმა არ დარჩენია “იუვენტუსს”, რომელიც UEFA-ს მილანური კლუბის ევროტურნირებიდან მოკვეთას სთხოვს. თუტტოსპორტ-ის ცნობით, ტურინელებმა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს ოფიციალური მოთხოვნა უკვე გაუგზავნეს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სპორტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online