


| ქალი და მამაკაცი |

ოთხშაბათს, რონალდუ დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს. ფილმის პრეზენტაციისაას, სადაც რონალდუ მონაწილეობს, პორტუგალიელმა კლუბის მომავალთან და “ბლანკოსში” არსებულ მდგომარეობასთან განცხადებაც გააკეთა… “პირველ რიგში, მოურინიო ჩემი მეგობარია, შემდეგ ის ჩემი მწვრთნელია და ბოლოს, პიროვნება, რომელთან ურთიერთობაც ძალიან მსიამოვნებს. ვფიქრობ, დღესდღეობით, ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. მასთან ერთად მუშაობა ფანტასტიური რამაა”. “გასვლითი მატჩები ყოველთვის რთულია, ამიტომ კარგად უნდა მოვემზადოთ და ყოველგვარ სენსაციებს თავი უნდა ავარიდოთ. გუნდს უდიდესი მიზნები ამოძრავებს და მხოლოდ ერთი ტიტულით არ დაკმაყოფილდება. ძალიან გვინდა, რომ “ჩემპიონთა ლიგის” მეათე ტიტულის ერთად მოვიგოთ”. “ჯერ კიდევ “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშიშას, ლიონის “ოლიმპიკი” უდიდეს პრობლემას გვიქმნიდა, შემდეგ უკვე მადრიდის “რეალში”. ეს ძლიერი გუნდია – საფრანგეთში საუკეთესო. მათთან თამაში ყოველთვის მიჭირდა, ამიტომ ვეცდებით, რომ წინა სეზონის მსგავსად ფრანგები დავამარცხოთ. ერთად ვნახოთ, თუ რა მოხდება ამ სეზონში”. “ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტუნარიანობაა. ვფიქრობ, რომ სხვა ჩემპიონატების მსგავსად, “ლა ლიგაც” საკმაოდ ძლიერი გათამაშებაა. მსოფლიოში ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატები ყველაზე წინ დგანან. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა გუნდებსაც ექნებათ პირველობისთვის ბრძოლის შანსი, თუნდაც “ვალენსიას”, რომელიც წინა სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა”. “მოედანზე 100%- ით დავიხარჯებით. წინა წელთან შედარებით, ეს მეტად კონკურენტუნარიანი და სრულყოფილი გუნდია”. “მოედანზე მუდამ თავდაუზოგავად ვიბრძვი და მაქსიმუმს ვაკეთებ, ხანდახან ვცდილობ, ძალები დავზოგო. თითოეული სეზონი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა. ყოველწლიურად ჩემს თავს უფრო და უფრო მეტს ვთხოვ. ვეცდები, რომ წინა წელთან შედარებით უკეთ ვითამაშო. არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ იმათ, ვინც ჩემი ზემოქმედების ქვეშ მოქცევას ცდილობს. ძალიან კარგია, როდესაც გოლს ვიტან, მაგრამ გუნდური გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია”. “ჩვენ კარგი აკადემია გვყავს. ბევჯერ მქონია მათთან ერთად ვარჯიშის შანსი. ეს როგორც მათთვის, ასევე გუნდისთვისაც ძალიან სასარგებლოა. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი უფრო გაძლიერებდება, თუ კანტერის მოთამაშეებს დაიმატებს, თუნდაც მორატას, ხუან კარლოსის და ხესეს სახით”.


|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content












ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი




































































































































































































