| ქალი და მამაკაცი |

რეალი ოპტიმალური შემადგენლობით
დი მარია უკვე გუნდთან ერთადაა
არგენტინელი მოთამაშე ბუენოს-აირესიდან გუანჯოუში გამოემართა და უკვე დღეს ის მოურინიოს განკარგულებაში იქნება.
ანხელ დი მარია უკვე მთლიანადაა კონცენტრირებული მადრიდის "რეალზე". არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც ამერიკის თასზე იასპარეზა, ითვლება იმ მოთამაშედ, რომელიც გუნდს უკანასკნელი შეუერთდა. ნახევარმცველი გუანჯოუში პარიზიდან ჩაფრინდა და, რა თქმა უნდა, იმავე სასტუმროში დაბინავდა, სადაც ამჟამად სამეფო კლუბი იმყოფება. ამის შემდგომ, დი მარიამ Realmadrid.com- თან ისაუბრა.
ანხელი ძალიან გახარებულია და მზადაა დაიწყოს მუშაობა გუნდთან ერთად: "ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნითა და წინასასეზონო მზადების დაწყებით. მე მსურდა სამუშაოს დაწყება. გასულ სეზონში, "რეალის" სახით დავინახე ძალიან კარგი გუნდი. ამჟამად, ახალწვეულები ძალიან სწრაფად გადიან ადაპტაციას და მე მათთან ერთად მსურს ვარჯიში და თამაში".
სეზონი ოფიციალურად ორ კვირაზე ნაკლებ დროში დაიწყება, მოგეხსენებათ, სუპერთასის მატჩით, რომელსაც სამეფო კლუბი "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს 14 აგვისტოს "სანტიაგო ბერნაბეუზე". ანხელი აფასებს კლუბის მიზნებს მომავალი სეზონისთვის:"სუპერთასის მოპოვება ჩვენთვის პირველი მიზანია და ამისთვის კარგად ვემზადებით. ეს შესაძლოა გახდეს პირველი ტიტული კლუბისთვის ახალ სეზონში და ჩვენ მისი მოგება გვსურს. ასევე, ძალიან გვინდა "ჩემპიონთა ლიგის" დაუფლებაც, რაც ადვილი არ იქნება".
კავშირი ტეგთან: დი მარია

კავშირი ტეგთან: სპორტი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content















ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი

















































































































