| ქალი და მამაკაცი |

უკმაყოფილება
ბალოტელი: სულაც არ მომწონს მანჩესტერი
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ დაიჩივლა, რომ ვერაფრით ახერხებს ცხოვრების ინგლისურ ყაიდასთან შეგუებას.
აფრო-იტალიელი ფეხბურთელი "მილანში" გადასვლის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს. შეგახსენებთ, რომ მილანის "ინტერიდან" "ქალაქელთა" რიგებში ბალოტელი 2010 წელს, 28 მილიონ ევროდ გადაბარგდა.
"მანჩესტერში თავს ბედნიერად არ ვგრძნობ. მეტიც, სულაც არ მომწონს ეს ქალაქი. თუმცა, მწვრთნელისა და გუნდის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
მილანი არ მენატრება. მენატრება ბრეშია, ჩემი სახლი, ოჯახი და მეგობრები, თუმცა მიმაჩნია, რომ ინგლისში მიღებული გამოცდილება პიროვნულად გაზრდაში წამადგება.
არ ვიცი, დავრჩები თუ არა მანჩესტერში ჩემი კონტრაქტის გასრულებამდე, მაგრამ ჯერ აქ ვარ, მომავალში კი ვნახოთ.
"მილანი" უდიდესი კლუბია. შესაძლოა, ერთ დღეს იქ გადასვლის საკითხი განვიხილოთ", - განაცხადა ბალოტელიმ.
კავშირი ტეგთან: ბალოტელი

კავშირი ტეგთან: სპორტი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content















ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი
















































































































