asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ფაბრეგასის საკითხი კვირის ბოლომდე გადაწყდება
ფაბრეგასის საკითხი კვირის ბოლომდე გადაწყდება
ფაბრეგასის საკითხი კვირის ბოლომდე გადაწყდება

2011-08-01 11:53:00



ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი გუნდის კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის გარშემო არსებული გაურკვევლობით გადაიღალა. Sport.es-ის ინფორმაციით, “მეთოფეები” ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ.

შეგახსენებთ, ფაბრეგასს “ბარსელონაში” გადასვლა სურს. კატალონიური კლუბიც უკვე დიდი ხანია, ამ ტრანსფერის განხორციელებას ცდილობს. ჯერ კიდევ გასული სეზონის დაწყებამდე მიმდინარეობდა მოლაპარაკება, მაგრამ მაშინ შეთანხმება “არსენალის” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის კატეგორიულმა უარმა ჩაშალა. ამჯერად ვენგერი ძველებურად პრინციპული აღარ ჩანს და ლამის ორი თვეა, დღე არ გავა, ევროპულმა გამოცემებმა “ბარსელონაში” ფაბრეგასის შესაძლო გადასვლის შესახებ ინფორმაცია რომ არ გაავრცელონ. მოლაპარაკების მიღწევა რატომღაც ვერაფრით ხერხდება. Sport.es-ის ცნობით, თუ გაურკვევლობა კვირის ბოლომდე არ დასრულდა, მაშინ “არსენალი” საბოლოოდ იტყვის კაპიტნის გაყიდვაზე უარს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ფაბრეგასი
კავშირი ტეგთან: სპორტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online