asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"ბარსამ" თეთრი სახლი მოინახულა
ბარსელონა აშშ-ში
"ბარსამ" თეთრი სახლი მოინახულა

2011-07-30 10:47:42



"ბარსელონას" დელეგაციამ, რომელსაც სანდრო როსელი ედგა სათავეში პარასკევს მოინახულა თეთრი სახლი. პარასკევის ვარჯიშის შემდეგ კლუბის მთელი შემადგენლობა და მისი ხელმძღვანელები გაემართნენ თეთრი სახლის დასათვალიერებლად. იქ მათ შეხვდა მაიკლ სტრაუტმანისი, პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. 59 კაციან დელეგაციას სათავეში ედგა სანდრო როსელი, ხოსეპ მარია ბართომეუ, ხორდი კარდონერი, ხოსეპ რამონ ვიდალ აბარკა, ანტონი როსიკი, ანდონი სუბისარეტა და პეპ გვარიდოლა. მას შემდეგ, რაც ფეხბურთელებმა 2–ჯერ გაიარეს შემოწმება გაიყვნენ ორ ჯგუფად და ორი საათის განმავლობაში ათვალიერებდნენ თეთრი სახლის სხვადასხვა კუთხეებს. მათ დაათვალიერეს თითოეული პრეიდენტის კერძების კოლექცია, მოისმინეს ისტორიები პრეზიდენტების ოჯახების შესახებ, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ და მათ თავს გადამხდარი კურიოზები. მათ დაათვალიერეს ამერიკის პრეზიდეტების პორტრეტების გალერეა და აღმოაჩინეს, რომ ყველა მათგანი წინ იყურება, მხოლოდ ჯონ ფიჯერალდ კენედის აქვს თავი დახრილი. როგორც ავტორმა განაცხადა ვერ შეძლო კენედის გამოხედვის გამოსახვა, რადგან პორტრეტი პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სპორტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online