asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კოპას ფინალმა ბარიოსი შეიწირა
ტრამვა
კოპას ფინალმა ბარიოსი შეიწირა

2011-07-26 12:08:07



კვირა დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელ ლუკას ბარიოსისთვის ორმაგად მტკივნეული დღე გამოდგა: ჯერ ერთი, 26 წლის ფორვარდმა კოპა ამერიკას ფინალი წააგო (0:3 ურუგვაისთან) და თანაც, გერმანიის ჩემპიონის ნომერ პირველი გოლეადორი საკმაოდ მძიმედ დაშავდა. ბარიოსი პარაგვაის ნაკრებში 77-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად რვა წუთში ისევ მოედნიდან გასაყვანი გახდა. ერთ-ერთი სპურტის შემდეგ ლუკასი მინდორზე გაიშხლართა და ტკივილებისგან იკლაკნებოდა... პირველივე დიაგნოზი მძიმეა: ბარიოსმა მყესი გაიწყვიტა! პარაგვაის ნაკრებისთვის კი ორმაგად მტკივნეული იყო ის, რომ გუნდს ფინალის ჩამთავრება 10 კაცით მოუხდა, რადგან სამივე ცვლილება გამოყენებული იყო. თუმცა პარაგვაის ნაკრები მაინც არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელიც ურუგვაის თამაშს შეუტრიალებდა და ახლა პრობლემა „დორტმუნდმა“ უნდა იკითხოს. ფაქტია, რომ ლუკას „ბორუსიას“ მინიმუმ ერთი თვე ვერ დაეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ სეზონში 16 გოლის გამტანი გოლეადორი ბუნდესლიგის პირველ ტურებს აუცილებლად გამოტოვებს. აღსანიშნავია, რომ ბარიოსი გერმანიის თასის პირველ ეტაპს (31 ივლისს, „ზანდჰაუზენთან“) და ბუნდესლიგის პირველ ტურს (5 აგვისტოს, „ჰამბურგთან“) მაინც გამოტოვებდა, რადგან კოპა ამერიკის გამო დორტმუნდელები შვებულებას ორი კვირით უხანგრძლივებდნენ. ახლა კი ლუკასს მინიმუმ ერთთვიანი პაუზა გარანტირებული აქვს და ჯერაც არაა ცნობილი, როგორ წარიმართება მისი გამოჯანმრთელების პროცესი. საუკეთესო შემთხვევაში, ბარიოსი BVB-ს გერმანიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში (გასვლითი მატჩი ლევერკუზენში) დაუბრუნდება. მანამდე ბარიოსს „ბორუსიას“ თავდასხმაში პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი შეცვლის.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სპორტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online