asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჰაინცეს სერიოზული გეგმები
ჰაინცე წინ იყურება
ჰაინცეს სერიოზული გეგმები

2011-07-25 18:02:33



„რომას“ ახალწვეული გაბრიელ ჰაინცე ტრანსფერით ძალიან კმაყოფილია და „ჯალოროსისთან“ ერთად სერიოზულ მიზნებს ისახავს. არგენტინელი მცველი „რომაში“ გუშინ თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ გადავიდა. როგორც იცით, მას „მარსელთან“ კონტრაქტის ვადა ამოეწურა. „ითამაშო ისეთი გუნდის მაისურით, როგორიც „რომაა“ ძალიან დიდი პატივია. ამ კლუბის ხელმძღვანელებს დიდი გეგმები აქვთ დასახული, სწორედ ამიტომ დავთანხმდი კარიერის „რომაში” გაგრძელებაზე. ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, როცა საკუთარი თავისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ორჭოფობა არ შემიმჩევია. მომწონს ისიც, რომ „რომას” ხელმძღვანელობა გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად, ახალგაზრდების ნდობასაც აპირებს. ვფიქრობ, რომ მაგალითად მე და სხვა ძველი ფეხბურთელები კარგ მაგალითს მივცემთ კრკიჩსა და ლამელას,” - აცხადებს 33 წლის არგენტინელი მცველი. „მე შემიძლია ვითამაშო როგორც ცენტრალური ასევე ფლანგის მცველის პოზიციაზე. რაც შეეხება ახალ გუნდთან შეჩვევას, ვფიქრობ, რომ ამ მხრივ პრობლემა არ უნდა შემექმას, რადგან სულ თუ არაფერი, „რომაში” უკვე თამაშობს ჩემი თანამემამულე, არგენტინის ნაკრებში ჩემი პარტნიორი ნიკოლას ბურდისო,“ - ესეც ჰაინცეს სიტყვებია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ჰაინცე
კავშირი ტეგთან: სპორტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online