
ცნობილი ადამიანები


| ქალი და მამაკაცი |

კომენტარი
"მოუ არის განსაკუთრებული, მაგრამ გვარდიოლა - საუკეთესო"
"სევილიას" მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" გზამკვლევი და მისი კოლეგა, პეპ გვარდიოლა მისთვის არის საუკეთესო მწვრთნელი ლა ლიგაში და მისთვის ესპანელი სპეციალისტი დგას მადრიდის "რეალის" პორტუგალიელ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე მაღლა.
მარსელინომ პასუხის გაცემა არ დააყოვნა, როდესაც ჰკითხეს მას: არის, თუ არა პეპ გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელი მსოფლიოში, ან თუნდაც ესპანეთის ჩემპიონატში: "ის არის საუკეთესო ლა ლიგაში - ეს ეჭვგარეშეა. მე ასევე მომწონს რაფაელ ბენიტეზი. რაც შეეხება ჟოზე მოურინიოს, ის არის განსაკუთრებული, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ორი მწვრთნელი, რომლებიც მე ჩამოვთვალე (გვარდიოლა და ბენიტეზი), არიან საუკეთესოები". - განაცხადა "სევილიას" მწვრთნელმა Ligabbva.com-თან.
მას ასევე ჰკითხეს - კვლავ უფრო ძლიერია "ბარსელონა" მადრიდის "რეალზე", თუ არა: "დღეს "ბარსელონა" დგას უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე "რეალი", მაგრამ, რომ გავითვალისწინოთ გუნდების ტიტულების რაოდენობა, ამაში ეჭვი შეგვეპარება და დაგვებადება ასეთი კითხვა ყოველ მატჩზე: დაამარცხებს, თუ არა "ბარსელონა" "მერენგუესს", რადგან მადრიდულ კლუბს შეუძლია ანგარიშის შენარჩუნებაც, და გოლის გატანაც".
"კატალონიის "ბარსელონას" აქვს თავისი სტილი, რომელიც არის უნიკალური".
ესპანელმა ყოფილმა ფეხბურთელმა და "დალაქების" მწვრთნელმა ასევე გაგვიზიარა თავისი მოლოდინი მისი გუნდის შესახებ: ""სევილიას" აქვს საკმარისი პოტენციალი იმისთვის, რომ ან "ვალენსია", ან "ატლეტიკო", ან "ვილიარეალი" და ანდაც "ატლეტიკ ბილბაო" ჩამოიტოვოს საკმარისი ქულების რაოდენობით. ჩვენი მიზანია მესამე ადგილის დაკავება ეროვნულ ჩემპიონატში და ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა. "სევილია" ამისათვის იბრძოლებს და იმუშავებს ბევრს".
კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა

კავშირი ტეგთან: სპორტი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content












ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი










































































































































































































