
ცნობილი ადამიანები


| ქალი და მამაკაცი |

ბარსელონას ფანები ყველგან ჰყავს
დევიდ ბექემის შვილი "კულეა"
მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის, დევიდ ბექემის შვილი "ბარსას" მაისურით მოსეირნე შენიშნეს... რამდენიმე დღის წინ, ბექემმა თავის ინტერვიუშო აღნიშნა, რომ კატალონიის "ბარსელონას" ამ დროისთვის პლანეტის საუკეთესო გუნდი ჰყავს და რომ მისი შვილებიც სწორედ ამ გუნდითა და ამ გუნდში მოთამაშე ლეო მესით არიან მოხიბლულნი. "ბარსელონა" რომ დღესდღეისობით საუკეთესოა, ეს უკვე ყველას კარგად მოგვეხსენება, ხოლო იმ ფაქტს, რომ ბექემის შვილები "ბარსასადმი" სიმპათიებით არიან განწყობილნი ის სურათიც გვიდასტურებს, რომელსაც მაღლა ხედავთ. სურათზე რომეო ბექემი, დევიდ ბექემისა და ვიქტორია ბექემის შვილია გამოსახული. ეს ფოტო ცოტა ხნის წინ, სანაპიროზე იქნა გადაღებული. როგორც თავად ხედავთ, რომეო "ბარსას" 2011/12 წლების სეზონის მეკარის ერთ–ერთ ფორმაშია გამოწყობილი. არ ვიცი როგორი გემოვნება აქვთ ფეხბურთში ბექემის დანარჩენ შვილებს, მაგრამ რომეო, რომ კარგი გემოვნების პატრონია ამაში ალბათ ყველა დამეთანხმებით.
კავშირი ტეგთან: ბექჰემი

კავშირი ტეგთან: სპორტი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content












ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი


















































































































































































