| ქალი და მამაკაცი |

რუსმა ჩოგბურთელმა ალისა კლეიბანოვამ WTA-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მადლობას უხდის თავის თაყვანისმცემლებს დაბადების დღის მილოცვისთვის. აგრეთვე რუსი სპორტსმენი ხსნის მის კარიერაში ხანგრძლივი პაუზის მიზეზებს. "ძალიან მძიმეა ამის აღიარება, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი დადგა. ექიმებმა ჰოჯკინის ლიმფონას დიაგნოზი დამიდგინეს. ეს არის კიბოს დაავადების ერთ-ერთი ფორმა. ამ მომენტისთვის მკურნალობის კურსს გავდივარ იტალიაში - აქ ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით არიან და მხარს მიჭერენ. ძალიან მენატრება ჩოგბურთი, რადგან ბოლო 15 წლის განმავლობაში ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ყოველთვის ძლიერი პიროვნება ვიყავი, მაგრამ ასეთი რამ ჯერ არასოდეს გადამიტანია. შესაბამისად, წინ ურთულესი პერიოდი მელის და იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება. ავადმყოფობის მიუხედავად, ძალიან მხიარულად აღვნიშნე საკუთარი დაბადების დღე და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო თბილი სიტყვებისთვისა და მილოცვებისთვის", - დაწერა ალისამ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურნირი კლეიბანოვამ აპრილში რომის გრუნტის კორტებზე ითამაშა.

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content















ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი









































































































