| ქალი და მამაკაცი |

მაურინიო ისვენებს
მოურინიო ლოს-ანჯელესში ყოფნით ტკბება
ჟოზე მოურინიომ გუშინ დილით გადაწყვიტა "ბევერლი-ჰილზზე" გასეირნება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა მთელი ერთი საათი "Roberts"- ის ბუტიკში გაატარა. თუმცა ის მარტო არ ყოფილა, მას თან ახლდა პირადი მცველი, რომელიც მას სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ წარუდგინა. "განსაკუთრებულმა" კიდევ რამდენიმე მაღაზია მოინახულა, თუმცა მან პაპარაცებს თავი მაინც ვერ აარიდა, მათ მაინც მოახერხეს ჟოზესთვის რამდენიმე სურათის გადაღება, ერთ-ერთ მათგანს თქვენც ხედავთ. ამის გამო, მოურინიო იძულებული გახდა კვლავ სასტუმროში დაბრუნებულიყო
რაც შეეხება "თეთრების" ფეხბურთელებს, მათ უპირატესობა სასტუმროში დარჩენასა და დასვენებას მიანიჭეს, გარდა ოთხი ფეხბურთელისა: ნაჩოს, ხოსელუს, მეხიასისა და ხესუსის, რომლებმაც გადაწყვიტეს მწვრთნელის მაგალითს მიჰყოლოდნენ და ლოს-ანჯელესის ქუჩებში გამოჩნდნენ.
კავშირი ტეგთან: ჟოზე მაურინიო

კავშირი ტეგთან: სპორტი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content















ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი















































































































