asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მოურინიო არგენტინელებს დასვენების საშუალებას აძლევს
დაისვენეთ ბიჭებო
მოურინიო არგენტინელებს დასვენების საშუალებას აძლევს

2011-07-18 13:26:02



არგენტინის ნაკრების სენსაციურმა გამოვარდნამ კოპა ამერიკიდან, ჟოზე მოურინიოს საშუალება მისცა შემადგენლობა კიდევ ორი ფეხბურთელით გააძლიეროს. გონსალო იგუაინი და ანხელ დი მარია შეურთდებიან კლუბს წინასასეზონო მზადების დროს იმაზე ადრე, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო, რადგან "ალბისელესტეს" ტურნირიდან ასე ნაადრევად გამოთიშვას არავინ ელოდა. ფერნანდო გაგოზე, ნათელია, რომ სამწვრთნელო შტაბი იმედს არ ამყარებს და თავად მოურინიომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ფეხბურთელი საერთოდ არ ახსენა, თუმცა საყრდენმა მოთამაშემ მოახერხა მორიგი ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელება. კიდევ ერთი არგენტინელი, ეზიეკილ გარაი, ოფიციალურად გახდა "ბენფიკას" მოთამაშე. "თეთრების" მთავარმა მწვრთნელმა არგენტინელი მოთამაშეები ადრე გაანთავისუფლა კლუბიდან, იმისათვის, რათა მათ ჯერ კარგად დაესვენათ და შემდეგ უკეთ მომზადებულიყვნენ არგენტინის ნაკრებთან ერთად ამერიკის თასისთვის, ამიტომ ისინი სამშობლოში 18 მაისს გაემგზავრნენ, ანუ მათ საშუალება მისცა 21 დღე დაესვენათ. ამჟამად იგუაინი და დი მარია კვლავ მიიღებენ დასვენების საშუალებას. "პიპიტა" ბუენოს-აირესში კიდევ ერთი კვირით დარჩება, ანხელ დი მარია როსარიოში გაემგზავრება და თავის ოჯახს მოინახულებს. ორივე მოთამაშეს დასვენებისთვის კიდევ ორი კვირა ექნებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გუნდს 1 აგვისტოს შეუერთდებიან. ამგვარად, არგენტინელები ამის შემდეგ დაიწყებენ მზადებას სუპერთასისთვის, რომელსაც "მერენგუესი" "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ჟოზე მაურინიო
კავშირი ტეგთან: სპორტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online