asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მანჩინი ადებაიორს ''რეალში'' უშვებს
ადებაიორს რეალში უნდა
მანჩინი ადებაიორს ''რეალში'' უშვებს

2011-07-18 12:26:39



იტალიელ სპეციალისტს სურს, რომ ტოგოელმა კარიერა, მისი ოცნების გუნდში გააგრძელოს. მანჩინისა და ადებაიორს შორის ურთიერთობა დაძაბულია. ეს იმაშიც გამოიხატა, რომ იტალიელმა ტოგოელი ა.შ.შ– ში წინასასეზონო შეკრებაზე არ იახლა. ''ვიმედოვნებ, რომ მისი მისწრაფება ახდება და მალე ''რეალს'' შეუერთდება'' – განაცხადა მანჩინიმ. ადებაიორი ''მანჩესტერ სიტისთვის'' დიდ პრობლემად გადაიქცა. მისი ფასი 17 მილიონი ევროა, ამხელა თანხის გადახდა კი არ სურს სამეფო გუნდს. ცოტა ხნის წინ ''ტოტენჰემმა'' გამოთქვა ადებაიორის შეძენის სურვილი, თუმცა თავად ფეხბურთელს მხოლოდ მადრიდში სურს თამაში. ადებაიორის ტრასფერი დამოკიდებული იქნება ნეიმარისა და აგუეროს შეძენაზეც. მათი მოსვლის შემთხვევაში ტოგოელის ''რეალში'' დაბრუნების შანსები მცირდება, ხოლო მათი არმოსვლის შემთხვევაში კი – იზრდება

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სპორტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online