| ქალი და მამაკაცი |

ბრაზილიელებს პენალტების დარტყმა დაავიწყდათ
კოპა ამერიკა არგენტინა-ბრაზილიის გარეშე!
კოპა ამერიკაზე დრამა დატრიალდა - ტურნირი არგენტინისა და ბრაზილიის გარეშე გრძელდება! ორივე გუნდი პენალტების სერიით დაეთხოვა ტურნირს. ის, რაც ბრაზილიელებს შეემთხვათ, ერთობ იშვიათია - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებმა... ოთხიდან ოთხი პენალტი გააფუჭეს!
დიდი სამხრეთამერიკული დერბი არგენტინასა და ურუგვაის შორის, სერხიო ბატისტას გუნდისთვის ცუდად დასრულდა, ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ვერც დამატებულმა ტაიმებმა, პენალტების სერიაში კი სტუმართა მეკარე მუსლერამ კარლოს ტევესს აუღო და... "სელესტე" ნახევარფინალშია, "ალბი სელესტე" კი დაეთხოვა კოპას. ურუგვაის ნახევარფინალში მოულოდნელი მეტოქე, პერუ ელის. პერუმ დამატებით დროში ორი უპასუხო გოლი გაუტანა თითქოსდა ფავორიტ კოლუმბიას, რომელთა ნაქებმა ფორვარდმა რადამელ ფალკაომ მანამდე პენალტი ვერ გაიტანა.
წუხელ მეორე ნახევარფინალური წყვილი გაირკვა - ის, რაც ბრაზილიას დაემართა, ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი მსოფლიო ფეხბურთში. პარაგვაელებმა ფავორიტის შეტევებს 120 წუთი გაუძლეს, შემდეგ კი პენალტების სერია 2:0 მოუგეს, იმიტომ რომ... ბრაზილიელებს გოლის გატანის ეს ხერხი არ სცოდნიათ.
კავშირი ტეგთან: სპორტი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content















ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი









































































































