
ცნობილი ადამიანები


| ქალი და მამაკაცი |

რონალდოს ფული არ მენანება
რონალდუმ ახალი მანქანა იყიდა
"მადრიდის რეალის" ფეხბურთელმა ახალი "ფერარი" იყიდა, ის ძალიან გავს იმ მოდელს, რომელიც მან მანჩესტერში დაამტვრია.
როგორც Auto Evolution-ი იუწყება, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, რომლის ავტოსადგომშიც ყოფნის პატივი ქონდათ, ისეთ მაქანებს, როგორებიცაა "პორშე", "ფერარი" , "ბენტლი" და ა.შ., რამოდენიმე ასი ათას ევროდ შეიძინა ახალი ძალზედ სწრაფი მანქანა - "ფერარი 599 GTO". ახალი "სუპერქარი" წარმოადგენს იმ მანქანის გაუმჯობესებულ ვერსიას, რომელიც პორტუგალიელმა 2009 წელს ჯერ კიდევ ინგლისში ყოფნისას ერთ-ერთ გვირაბში დაამტვრია.
Globo-ს ვერსიით, რონალდუმ ახალ მანქანაში 350 ათასი ევრო გადაიხადა. როგორც დასავლური პრესა იუწყება, ეს ფეხბურთელისთვის არაფერია , ვინაიდან მარტო "მადრიდის რეალთან" კონტრაქტით ის წელიწადში 29 მლნ. ფუნტს ღებულობს.
სუპერქარი "599 GTO" აწყობილია "599 GTB ფიორანოს" ბაზაზე, მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით მისი წონა 195 კგ.-ით ნაკლებია (სულ მანქანა 1495 კგ.-ს იწონის) და რაც მთავარია, მასზე საკმაოდ სწრაფია. მანქანაში დაყენებულია Enzo-ს მოდელის 6 ლიტრიანი ძრავი (V12), რომელიც წარმოქმნის 612-დან 661-მდე ცხენის ძალას. მანქანა 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს 3.35 წამში ავითარებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 335 კმ/სთ-ია.
რონალდუს ახალ მანქანას ვიდეო ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა გადაუღო, გთავაზობთ ამ
კავშირი ტეგთან: რონალდუ

კავშირი ტეგთან: სპორტი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content












ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი










































































































































































































