| ქალი და მამაკაცი |

კრახი
არგენტინა კოპა ამერიკას დაემშვიდობა
შეხვედრის ძირითადი დრო ანგარიშით, 1:1 დასრულდა. პირველი გოლი ურუგვაელებმა, მეექვსე წუთზე არგენტინელი მცველების უხეში შეცდომის შედეგად გაიტანეს. გოლის ავტორი პერესი გახლდათ. არგენტინელმა ფეხბურთელებმა კი წონასწორობის აღდგენა თორმეტ წუთში მოახერხეს. ლეო მესის შესანიშნავ გადაცემას იგუაინის თაური დარტყმა და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. ამ ორი გოლის გარდა, მაყურბელმა მატჩში კიდევ ორი გოლი იხილა – ერთი გოლის ავტორები არგენტინელები გახლდნენ, ხოლო მეორის ურუგვაელები, თუმცა ორივე გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ იქნა ტაბლოზე დაფიქსირებული. შეხვედრის არბიტრს მატჩში ორჯერ მოუხდა წითელი ბარათის გამოყენება. ერთხელ მაშინ, როდესაც პერესმა მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა და მეორედ მაშინ, როდესაც სუარესის "სიმულიანტობას" ჯარიმა და მაშერანოსთვის მეორე ყვითელი ბარათის ჩვენება მოჰყვა. მატჩი ძალიან სანახაობრივი და დრამატული გამოდგა. 1/2 ფინალისტის გამოვლენა კი თავის თავზე პენალტების სერიამ აიღო. კარლოს ტევეზის გარდა თერთმეტმეტრიანი ყველამ ზუსტად შეასრულა, რის გამოც შემდეგ ეტაპზე სრულიად დამსახურებულად, ურუგვაის ეროვნული ნაკრები გავიდა. შემდეგ ეტაპზე ურუგვაელებს პერუელთა ეროვნული ნაკრები ელით
კავშირი ტეგთან: სპორტი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content















ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი









































































































