asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

”ვალენსიას” ალბიოლის დაბრუნება სურს
დაბრუნება
”ვალენსიას” ალბიოლის დაბრუნება სურს

2011-07-16 14:11:06



მადრიდის ”რეალის” ცენტრალური მცველი, რაულ ალბიოლი, ”ვალენსიას” მთავარი სამიზნეა... როგორც მოგეხსენებათ, ამას წინათ, გუნდს რაფაელ ვარანე შეუერთდა და მაშინვე დაისვა საკითხი, ეზეკილ გარაის გასხვისებისა, რომელიც ”ბენფიკას” შეუერთდა, თუმცა, როგორც ჩანს, მადრიდის ”რეალის” მცველებზე ნადირობა გრძელდება. ამჟამად, რაულ ალბიოლის შეძენა ”ვალენსიელებს” სურთ. როგორც ვიცით, ”ღამურები” მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე გამოვლენ და სწორედ ამიტომ მათ სერიოზულად სურთ დაცვის გაძლიერება. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამეფო კლუბს, ალბიოლის დატოვება დიდად არ სჭირდება, რადგან მცველის პოზიციაზე გუნდი კარგად გრძნობს თავს. რაულ ალბიოლი არ მოიაზრება, ”რეალის” ძირითადის მოთამაშედ. ის მხოლოდ შეცველბზე გამოდის, პეპესა და კარვალიოს მაგივრად, რაც თავისთავად ზრდის ტრანსფერის ალბათობას.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ალბიოლი
კავშირი ტეგთან: სპორტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online