
ცნობილი ადამიანები


| ქალი და მამაკაცი |

ინიესტა ისევ თავმდაბალია
ანდრეს ინიესტა: " მე არ შევცვლილვარ"
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ერთ–ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ 116–ე წუთზე, ჰოლანდიის კარში გატანილი გოლის შემდეგ ის სრულებითად არ შეცვლილა და ახლაც ის ანდრეს ინიესტაა, რომელიც ამ მატჩამდე იყო. მსოფლიოს ნომერ პირველი კლუბის ერთერთმა ლიდერმა, ანდრეს "სიკვდილა" ინიესტამ Marca–სთან ინტერვიუში გნაცხადა, რომ ამაყობს მისი გატანილი გოლით, რომელიც სტეკელენბურგს სამხრეთ აფრიკის მუნდიალის ფინალში გაუტანა. შეგახსენებთ, რომ ამ გოლის წყალობით ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. "მახსოვს ჩემს მიერ გატანილი გოლი და ვამაყობ მისით. მიუხედავდ იმისა, რომ მუნდიალის შემდეგ ჩემს ირგვლივ ბევრი რამ შეიცვალა, მე არ შევცვლილვარ და ისეთივე ანდრესი ვარ როგორც ამ გოლამდე ვიყავი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ შეხვედრის წინ ჩვენ სრულიად არ ვნერვიულობდით. ისეთი ატმოსფერო სუფევდა თითქოს ეს საშუალო დონის მორიგი თამაში ყოფილიყოს. წესით და რიგით კი უნდა გვენერვიულა, რადგან ის შეხვედრა ესპანელთათვის პირველი საფინალო მატჩი იყო. საბედნიეროდ ჩვენ გავიმარჯვეთ !"–განაცხადა ანდრესმა.
კავშირი ტეგთან: ინიესტა

კავშირი ტეგთან: სპორტი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content












ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი












































































































































































































