asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

”ინტერი” კვლავ ინტერესდება სანჩესით
დაინტერესება
”ინტერი” კვლავ ინტერესდება სანჩესით

2011-07-12 09:54:34



”Sportmediaset”-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სნეიდერის ”მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შემთხვევაში არ გამოირიცხება ის, რომ ”ინტერი” კვლავ დაინტერესდება ”უდინეზეს” ახალგაზრდა ფეხბურთელით, ალექსის სანჩესისთ, რომლის გადაბირებას ”ბარსელონა” ცდილობს. მასიმო მორატიმ სნეიდერის ტრანსფერში შეიძლება 39 მილიონი ევრო მიიღოს და ამ თანხით შეუძლია სანჩესის გადაბირება. იტალიური კლუბი სანჩესის მიმართ ინტერესს უკვე რამდენიმე თვეა იჩენს. ჩილელი ფეხბურთელის ”ბარსელონაში” გადასვლა კი ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. კლუბებს შორის ეკონომიკური საკითხი უკვე ერთი თვეა ვერ გადაიჭრა. ძირითადად საუბარი მიმდინარეობს ახლავე გადასახდელ თანხაზე, ბონუსების რაოდენობაზე ფეხბურთელის წარმატებით ასპარეზობის შემთხევვაში და ერთ ფეხბურთელზე, რომელიც ”ბარსელონამ” ”უდინეზეს” უნდა დაუთმოს. თუკი სიტუაცია სწრაფად არ გაიერკვევა სნეიდერის გაყიდვით მიღებული ფული ”ბარსელონას” და სანჩესს შორის კიდევ ერთ დაბრკოლებას გააჩენს. ჩილელი ფეხბურთელი კი ყველგან ამბობს, რომ გადავა მხოლოდ ”ბარსაში” ან გააგრძელებს თამაშს ”უდინეზეში”.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სანჩესი
კავშირი ტეგთან: სპორტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online