| ქალი და მამაკაცი |

შეთანხმება
ნასრი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას დათანხმდა
საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი სამირ ნასრი "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგებას დათანხმდა.
24 წლის ჰავბეკი "ქალაქელთა" რიგებში 10,7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც მას საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.
რაც შეეხება ნასრის ტრანსფერო ფასს, "მანჩესტერ სიტის" ის 25 მილიონი ფუნტი დაუჯდება. ფეხბურთელის შეძენის თაობაზე კლუბი ოფიციალურად ხვალ, 12 ივლისს განაცხადდებს.
შეგახსენებთ, რომ ნასრი "მეთოფეთა" რიგებში 2008 წლიდან გამოდის. 124 მატჩში მან 27 გოლისა და 16 შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეძლო.
კავშირი ტეგთან: ნასრი
კავშირი ტეგთან: სპორტი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content















ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი











































































































