
ცნობილი ადამიანები


| ქალი და მამაკაცი |

კაკა რეალიდან არ მიდის
"რეალთან" ერთად კაკას პირველი სრულფასოვანი წინასასეზონო მზადება
როგორც იცით, უკვე გარკვეულია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც დღეს, 11 ივლისს ლოს-ანჯელესში გაემგზავრებიან, სადაც ახალი სეზონისთვის დაიწყებენ მზადებას და რამდენიმე იქაურ კლუბსაც გაეჯიბრებიან. "მოუმ" იმ 25 ფეხბურთელს უხმო, რომელთა იმედიც მას აქვს მომავალი სეზონისთვის. კლუბს დააკლდებიან კოპა ამერიკაზე მყოფი არგენტინელები (იგუაინი, გაგა და დი მარია), ასევე ტრავმირებული ჰამიტ ალტინტოპი. ხოლო ოთხი მოთამაშე (ლასი, კანალესი, პედრო ლეონი და დრენტე) კვლავ ესპანეთის დედაქალაქში დარჩებიან.
ჟოზე მოურინიო მუშაობას პირველი გუნდის ცხრამეტ და მეორე გუნდის ექვს ფეხბურთელთან ერთად განაახლებს. ამ მოთამაშეთა რიცხვში მოხვდა რიკარდო კაკა, რომლისთვისაც ეს პირველი წინასასეზონო მზადებაა, როდესაც კლუბთან ერთად სრულფასოვნად გაივლის შეკრებას, მას შემდეგ, რაც ის "ლოს ბლანკოსს" 2009 წელს შეუერთდა სეზონისთვის მზადების დაწყებიდან ოდნავ მოგივანებით, ხოლო მომდევნო წელს, 2010 წლის ზაფხულში, მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმა მიიღო, რის გამოც "რიკის" ოპერაციის გაკეთება მოუხდა და, რა თქმა უნდა, კლუბთან ერთად მზადება ვერ დაიწყო და დიდი ხანი უთამაშებელი იყო. ახლა კი, სიტუაცია სხვაგვარია, ის არ იღებს მონაწილეობას კოპა ამერიკაზე, რაც მას საშუალებას აძლევს კლუბთან ერთად იყოს მთელი ეს დრო.
კავშირი ტეგთან: კაკა

კავშირი ტეგთან: სპორტი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content












ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი












































































































































































































