asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ინიესტა: ”კვლავ გვსურს გამარჯვება”
ინიესტას ამბიციები
ინიესტა: ”კვლავ გვსურს გამარჯვება”

2011-07-10 15:12:34



ანდრეს ინიესტამ ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს უთხრა, რომ ”ბარსელონა” მომავალ სეზონში კვლავ იბრძოლებს ყველა ტურნირის მოსაგებად. ესპანელი ასევე დარწმუნებულია, რომ სესკ ფაბრეგასი მიმდინარე ზაფხულს კატალონიურ კლუბში გადავა. ”ჩვენ სესკზე ყოველთვის იმას ვსაუბრობთ, რასაც ვფიქრობთ. მთელი გუნდი ბედნიერი იქნება, თუკი ის გადმოვა. ფაბრეგასი ნამდვილად გაგვაძლიერებს და ჩვენ ნაბიჯს წინ გადავდგამთ. ამ თემაზე მასთან ბევრჯერ მისაუბრია, მაგრამ მხოლოდ ”ბარსაში” გადმოსვლის სურვილი საქმეს ვერ გააკეთებს, მთავარია კლუბები შეთანხმდნენ” - განაცხადა ნახევარმცველმა. კატალონიური კლუბის მიზნები მომავალ სეზონში არ იცვლება. ”ბლაუგრანამ” უნდა დაიცვას ესპანეთის ჩემპიონის ტიტული და დაადასტუროს ევროპის საუკეთესო კლუბის სტატუსი ჩემპიონთა ლიგაზე. ”ყოველი მომდევნო სეზონი წინას არ გავს, მაგრამ ჩვენი მიზანი იგივეა - მოვიგოთ ტიტულები. ამისთვის ჩვენ ვიბრძოლებთ. რატომ არ შეგვიძლია გავხდეთ საუკეთესოები ევროპაში? ამისთვის ჩვენ ყველაფერი გვაქვს” - დაასრულა ინიესტამ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ინიესტა
კავშირი ტეგთან: სპორტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online