
ცნობილი ადამიანები


| ქალი და მამაკაცი |

ჯერ ადრეა
აგუერო: "მესის და ნეიმარის შედარება შეუძლებელია"
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ ბრაზილიელი ვუნდერკინდი, ნეიმარი უბრალოდ კარგი ფეხბურთელია, თუმცა ჯერჯერობით მისი მესისთან შედარება შეუძლებელია. "შეუძლებელია დღეს ნეიმარი მესის შეადარო." - განაცხადა კუნმა ჟურნალისტებთან საუბრისას ბუენოს აირესის სპორტულ კომპელქსში, სადაც დღესდღეობით არგენტინის ნაკრები ვარჯიშობს კოპა ამერიკის განმავლობაში. "მესიმ წარმოუდგენლად ბევრს რამეს მიაღწია. ლეომ ორჯერ მოიგო ოქროს ბურთი და ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა, ხოლო ბრაზილიელს ჯერჯერობით არც ერთი ბურთი არ მოუგია. კარგია ის, რასაც ეს ბიჭი ბრაზილიაში აკეთებს, მაგრამ საჭიროა, ვნახოთ, რა შეუძია მას ევროპაში" - განაცხადა ჯერჯერობით "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა. კუნი ლეოსთან ერთად ვარჯიშობს. მათი ნაკრები ოთხშაბათს კოლუმბიას დაუპირისპირდება ა ჯგუფის მეორე ტურში.
კავშირი ტეგთან: ლეო მესი

კავშირი ტეგთან: სპორტი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content












ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი




































































































































































































