| ქალი და მამაკაცი |

ახალი ტრანსფერი
ჟოზე მოურინიოს ახალი ტრანსფერი... მზარეული
ჰამიტ ალტინტოპი, ნური შაჰინი, ხოსე კალიეხონი და რაფაელ ვარანი - როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიო მათზე გაჩერებას არ აპირებს და სურს კიდევ ერთი შენაძენი... ახალი მზარეული პირველი გუნდისთვის. მართალია, თუ ვინ იქნება ასეთი ადამიანი, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ის კი გახდა ცნობილი, რომ ის იმუშავებს კლუბის ამჟამინდელ შეფ-მზარეულ ჩეჩესთან ერთად.
ახალი მზარეულის დებიუტი შედგება 11 ივლისს იმ მომენტიდან, როდესაც გუნდი გაემგზავრება წინასასეზონი მზადებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩრდილო ამერიკულ სახელმწიფოში ფეხბურთელებს შესაძლებლობა ექნებათ მეტ-ნაკლებად გაიარონ ადაპტაცია შეცვლილ მენიუსთან. ეს "ტრანსფერი" განხორციელდება ჟოზე მოურინიოს მოთხოვნით, რომელმაც თავისი მენეჯერული როლი კლუბში სრულად დაიკავა ყველაზე განსხვავებული ასპექტების რეორგანიზაციაში "რეალის" ყოველდღიურ ცხოვრებისთვის.
უახლოეს მომავალში იგეგმება რეორგანიზაცია სამედიცინო სამსახურშიც. მოურინიოს სურვილია - კლუბში იმუშაონ თავისმა კერძო სპეციალისტებმა და არა "სანიტას" კლინიკაში მომუშავე ექიმებმა.
პორტუგალიელი არ მალავს უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთი კლუბი, როგორიც მადრიდის "რეალია", არ ჰყავს საკუთარი სამედიცინო სამსახური, მომსახურება, რომელსაც პირდაპირ კლუბი გადაუხდის, ხოლო მათ მუშაობას უშუალოდ თავად "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა გააკონტროლებს. მოურინიო ითხოვს პორტუგალიელ ექიმთან და ფიზიოთერაპევტთან შეთანხმებას, რომელნიც მხოლოდ კლუბში იმუშავებენ. სამეფო კლუბს "სანიტას" კლინიკასთან კონტრაქტი აქვს დადებული და ყოველივე ეს რთულად შესაძლებელი იქნება. იგეგმება, რომ ეს საკითხი გადაწყდება ამავე კვირაში, რადგან უკვე 11 ივლისს კლუბი "ლოს-ანჯელესში მიფრინავს.
მაგრამ, მოურინიოს რეფორმატორული გეგმები ამით არ შემოიფარგლება. პორტუგალიელ სპეციალისტს, რომელიც არდადეგებიდან ახლახანს დაბრუნდა, განზრახული აქვს ასევე სხვა სფეროებშიც ცვლილებების განხორციელება, როგორც საზოგადო, მარკეტინგულ, უსაფრთხოების სამსახურში, ისე "მებაღეების" მუშაობაში.
მოურინიოს მმართველობის პრიორიტეტებში შედის ამოქმედებული პროექტი "Mou Team 2012", რჩება შემადგენლობაში "ჭარბდასახლებულობის" პრობლემის ნებართვის გადაწყვეტა და კლუბში არსებული "ზედმეტი ფეხბურთელებისთვის" კარიერის გაგრძელების ვარიანტების მოძებნა პერდო ლეონის, სერხიო კანალესის, ეზიეკილს გარაის, როისტონ დრენტესა და ფერნანდო გაგოსთვის.
კავშირი ტეგთან: ჟოზე მაურინიო

კავშირი ტეგთან: სპორტი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content















ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი















































































































