| ქალი და მამაკაცი |

პატოს მილანში უნდა
პატომ "მილანს" ერთგულება შეჰფიცა
ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა ალეშანდრე პატომ “მილანი” დატოვოს და კარიერა მადრიდის “რეალში”, “მანჩესტერ სიტიში”, ან ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელოს.
თუმცა, თავად ფეხბურთელი მოვლენათა ასეთ განვითარებას კატეგორიულად უარყოფს. 21 წლის თავდამსხმელი “დონ ბალონს” ესაუბრა და შემდეგი განაცხადა:
“ბავშვობიდან იმაზე ვოცნებობდი, რომ “მილანში” მეთამაშა და შესაბამისად, არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. ჩემი მიზანია, რომ გუნდის ლეგენდა გავხდე და გულშემატკივართა გულებში სამუდამოდ დავიმკიდრო ადგილი. ამბიციურად ჟღერს, მაგრამ სწორედ ეს არის ჩემი მიზანი და არ მესმის რატომ უნდა დავმალო. როდესაც “მილანში” მოვედი, პაოლო მალდინის და რონალდოს მხარდამხარ მიწევდა თამაში - მაშინვე მივხვდი, რომ ეს ის გუნდია, სადაც მთელი დარჩენილი კარიერა უნდა ვიასპარეზო. კარგად მესმის, რომ ამისთვის უდიდესი შრომაა საჭირო, მაგრამ თავის დაზოგვას არ ვაპირებ და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ”.
ამასობაში, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს “გაძეტა დელო სპორტი’, რომლის მიხედვითაც “მილანის” მესვეურები “სანტოსის” მარკვენა მცველით დანილოთი არიან დაინტერესებულნი. ბრაზილიელი მხოლოდ 19 წლის არის, თუმცა “სანტოსის” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ გუნდმა ლიბერტატორესის თასი მოიგო. დანილოს ბრაზილიაში დუგლას მაიკონს ადარებენ, მასსავით დაცვის მარჯვენა ფრთაზე თამაშობს, ფიზიკურად ძალიან ძლიერია და შეტევებში შესანიშნავად ერთვება. “როსონერის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ადასტურებს, რომ დანილოს გადაბირების საკითხი დრის წესრიგში დგას:
“მართლაც გვსურს დანილოს გადაბირება და უახლოეს მომავალში “სანტოსის” მესვეურებთან აუილებლად წამოვიწყებთ მოლაპოარაკებებს. დაცვის მარჯვენა ფრთა გასაძლიერებელია, ეს მასიმილიანო ალეგრის სურვილია და ბუნებრივია, რომ ამას გავითვალისწინებთ. წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება მოითხოვონ დანილოს სანაცვლოს ბრაზილიელებმა, მაგრამ ჩვენ ცდას არ დავაკლებთ. ისე კი, განსოს გადაბირების საკითხიც იმიტომ მოიხსნა დღის წესრიგიდან, რომ არარეალურად დიდ თანხას ითხოვენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამჯერად უფრო ადეკვატურნი იქნებიან და მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება”.
გალიანის თქმით, განსოს საკითხი მოხსნილია დღის წესრიგდან, რაც ასევე სიახლე გახლავთ - “მილანის” გულშემატკივრებისთვის ეს არც თუ სასიამოვნო ცნობა უნდა იყოს
კავშირი ტეგთან: პატო

კავშირი ტეგთან: სპორტი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content















ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი























































































































