| ქალი და მამაკაცი |

მიმდინარე კვირაში შიდსის ვირუსით საქართველოში ორი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან აცნობეს, შიდსით დაავადებული პაციენტები შიდსის ფონზე განვითარებული სასუნთქი გზების დაავადებების შედეგად გარდაიცვალნენ. სულ მიმდინარე წელს შიდსით გარდაცვალების 9 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8 ერთეულით ნაკლებია. მიმდინარე წელს გარდაცვლილთაგან რვა მამაკაცია, ერთი კი ქალი.
ამასთან, თებერვლის თვეში უკვე გამოვლენილია შიდსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი სულ 64 ახალი შემთხვევაა აღრიცხული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 ერთეულით მეტია.
ბოლო მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში სულ რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 3179 შემთხვევა, რომელთაგან 2322 – მამაკაცია, 847 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. აღრიცხულთაგან შიდსი 1 951 პაციენტს განუვითარდა, 700 გარდაიცვალა. ვირუსსზე მკურნალობას 1124 პაციენტი იტარებს, მათგან 35 – ბავშვია.
გადაცემის გზების მიხედვით, აღრიცხულთაგან 55.5% (1755) ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია, 37.7 % (1199) კი ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი _ 1119 შემთხვევა, თბილისშია რეგისტრირებული, (მათგან 67 უცხოეთის მოქალაქეა, 2 კი დაუდგენელი). შემდეგ მოდის სამეგრელოს რეგიონი _ 471, (აქედან ზუგდიდი - 352), აჭარა _ 394, (ბათუმი – 266) და იმერეთი _ 408, (ქუთაისი 214).

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content















ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი









































































































