asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
გენიოსი
აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ

2011-11-27 18:24:12



ალბერტ აინშტეინის თავის ტვინს ფილადელფიის სამედიცინო მუზეუმში გამოფენენ. ტვინი დანაწევრებულია, ამიტომ ექსპოზიციაში მისი 46 უბანი განთავსდება. მათ შორის ერთი - მიკროსკოპის ქვეშ. გამოფენის ორგანიზატორთა განცხადებით, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ცნობილი გენიოსის ტვინის თავისებურებას დააკვირდნენ, რომელიც მეცნიერებისთვის დღემდე აუხსნელია. აინშტაინის ტვინს, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერი ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა, სიბერის არავითარი კვალი არ აქვს. ისე გამოიყურება, თითქოს, ახალგაზრდა ადამიანს ეკუთვნოდა. – მას არა აქვს პიგმენტები, რაც ასაკოვანი ადამიანის ტვინისთვის არის დამახასიათებელი. სისხლძარღვები კი შესანიშნავ ფორმაშია. სიბერის არავითარი ნიშანი არ არის, - ამბობს ფილადელფიის ჰოსპიტალის ექიმი, ლუსი ლორკ-ადამსი. თავის დროზე აინშტაინის ტვინი მკვლევარების ხელში ხმაურიანი სკანდალის შედეგად მოხვდა. პათოლოგ-ანატომმა ტომას ჰარვიმ, რომელიც მეცნიერის გაკვეთაზე მუშაობდა, პროცედურისას სხეულს თავის ტვინი ამოაცალა. მას მასალა სჭირდებოდა იმის გამოსაკვლევად, რამდენად განსხვავებულია გენიოსის ტვინი ჩვეულებრივი ადამიანისგან. მეცნიერული მიზანი მას სამსახურის დაკარგვად დაუჯდა - აინშტაინის ნათესავებმა ექიმს თავნებობა არ აპატიეს. გენიოსის ტვინის შესწავლა კვლავ გრძელდება. მკვლევარები ცდილობენ დაადგინონ, რა განსაზღვრავს გენიას - ტვინის აგებულების თავისებურება თუ უნიკალური აზროვნება. აინშტაინი 76 წლის ასაკში მუცლის აორტის გასკდომის შედეგად გარდაიცვალა. აქვე გენიოსის ტვინის შესწავლის პრედისტორიაზეც გეტყვით ერთ–ორ სიტყვას. გენიალური ფიზიკოსი 1955 წლის 18 აპრილს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილიდან 7 საათის შემდეგ პრინსტონის უნივერსიტეტის კლინიკის პათოლოგოანატომმა ტომას ჰარვიმ გაკვეთა აინშტაინის გვამი და ერთ–ერთი ვერსიით, აინშტაინის ოჯახის თანხმობის შემდეგ ტვინი განაცალკევა სხეულისგან და შეინახა, რათა შემდგომ დეტალურად შეესწავლათ ამ გენიის ფენომენი. თავდაპირველად მან ტვინს რამდენიმე სურათი გადაუღო სხვადასხვა რაკურსით, დაანაწევრა 240 ნაწილად და შემდეგ შეინახა სპეციალურ ხსნარში. შემდეგ აინშტაინის ტვინის აქტიური შესწავლა დაიწყეს. 80–იან წლებში მეცნიერებმა დაიწყეს ნაშრომების გამოქვეყნება, სადაც ასახული იყო გამოკვლევების შედეგები. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ აინშტაინის ტვინი იწონიდა 1230 გრამს, ეს იყო საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე ნაკლებია. საშუალოდ ასაკის მამაკაცის ტვინი უნდა იწონიდეს 1400 გრამს. ასევე დადგინდა, რომ ნეირონების რაოდენობა აინშტაინის ტვინში უფრო მეტია ვიდრე საშუალო მაჩვენებელი. მას ჰქონდა ტვინის ის ნაწილი განვითარებული, რომელიც ხელს უწყობდა ანალიტიკურ აზროვნებას, მათემათიკის ნიჭს. დღეს აინშტაინის ტვინი აშშ–ში, ერთ-ერთ ტვინის „ბანკში“ ინახება. აინშტაინი თავის გენიასთან დაკავშირებით ამბობდა: „ყველაზე მშვენიერი გრძნობა დედამიწაზე - იდუმალების შეგრძნებაა… მე განვიცდი ძლიერ აღელვებას სიცოცხლის საიდუმლოებასთან დაკავშირებით. ეს გრძნობა ქმნის სილამაზეს და ჭეშმარიტებას. წარმოშობს ხელოვნებას და მეცნიერებას“…

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ალბერტ აინშტაინი
კავშირი ტეგთან: ტვინი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online