asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სტალინის ჩუსტები დაცვით გადააფრინეს
რა მოხდა ერთხელ
სტალინის ჩუსტები დაცვით გადააფრინეს

2011-11-09 01:23:18



სტალინის შესახებ ისტორიკოსებმა წიგნი გამოსცეს, სახელწოდებით „სტალინის უახლოესი აგარაკი“, რომელიც Кremlin Multimedia–მ დაბეჭდა. მასში აღწერილია საბჭოთა კავშირის ლიდერის ცხოვრების დეტალები; საშუალება გვეძლევა, ვნახოთ 300–ზე მეტი ფოტო. „სტალინის უახლოეს აგარაკში“ შესულია აგარაკის ფოტოსურათები და იქვე განხილულია ყველა ნივთი. როგორც რუსი ისტორიკოსები ირწმუნებიან, სტალინის მუნდირებს ჰქონდათ საიდუმლო ჯიბეები, რომლებშიც ბელადი იარაღს მალავდა. ერთ–ერთ ფოტოზე, სტალინის საწოლის გვერდით ჩანს ჩუსტები, რომლებიც მას სულ თან დაჰქონდა. 1945 წელს, როცა სოჭიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, საზღვარზე შექმნილი პრობლემის გამო, მანქანით გაემგზავრა. ბელადის მანქანაში ბარგის გადატანისას დაავიწყდათ მისი განუყრელი ჩუსტები. შეშინებულმა მსახურებმა ის მოსკოვში თვითმფრინავით გაგზავნეს, თან დაცვაც გააყოლეს. საბედნიეროდ, ჩუსტებმა სტალინს მოსკოვში ჩაუსწრო და სახლში დაბრუნებულს საწოლის გვერდით დახვდა.

სტალინის ჩუსტები დაცვით გადააფრინეს

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სტალინი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online