asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ ჩაიშალა საქართველოს აოხრების გეგმა
ყვარლის ბრძოლა
როგორ ჩაიშალა საქართველოს აოხრების გეგმა

2011-11-04 15:11:05



ყვარლის ბრძოლა 1755 წელს ავარიის ხანის ნურსალ-ბეგის წინააღმდეგ მოხდა. ნურსალ-ბეგმა ქართლ-კახეთის დასაპყრობად მთელი დაღესტანი და ჭარ-ბელაქანი დარაზმა. მან მიიმხრო შამხალის სამფლობელო, ყაზიყუმუხის ხანი და 20-ათასიანი (ზოგი მონაცემით, 30 ათასი) ლაშქრით კახეთს შეესია. იგი ყვარლის ციხე-გალავანს შემოადგა, სადაც ალაზნის გაღმა მხარის მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო შეხიზნული. მამა–შვილმა, ქართლის მეფე თეიმურაზ II-მ და კახეთის მეფე ერეკლე II-მ ჯარის სიმცირის გამო მტერთან შებმა შეუძლებლად მიიჩნიეს. ერეკლე II-მ ციხეში მაშველი რაზმის შეგზავნა გადაწყვიტა. 206 მეომარი ღამით ქიზიყიდან გავიდა, მდინარე ალაზანი გადალახა, მიეპარა ლეკთა ყარაულებს და ხმლით გაიკაფა გზა ციხისაკენ. რაზმმა ციხეში დიდძალი თოფისწამალი შეიტანა. მეციხოვნეებმა მოახერხეს, დაეწვათ ლეკთა საფრები ციხის გარშემო. ამავე დროს, ერეკლე II-მ ჯარი ჭარის დასარბევად გაგზავნა. ჭარელები ციხეს მოსცილდნენ და ცოლ-შვილის მისაშველებლად თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ. მათ გაჰყვნენ კაკის სულთანი და დაღესტნის სურხაი-ხანი. 28 სექტემბერს ნურსალ-ბეგი და შამხალიც გაეცალნენ ყვარლის ციხეს. საქართველოს აოხრების გეგმა ჩაიშალა. ყვარლის ციხის დაცვას საქართველოს მომავლისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან, თუ მტერი გაიმარჯვებდა და ციხე დაეცემოდა, ალაზნის გაღმა მხარე მტერს დარჩებოდა და მერე მთელი კახეთის დაპყრობაც არ იყო ძნელი. ნურსალ–ბეგი დასუსტებულ ქართლსაც იოლად დაიპყრობდა, ოსმალთა მეშვეობით დასავლეთ საქართველოშიც გაიოლდებოდა თარეში და ქვეყნის მომავალიც დასაღუპად იყო განწირული.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online