| ქალი და მამაკაცი |

1518 წლიდან აღმოსავლეთ საქართველო და სამცხე-საათაბაგო სეფიანთა ირანის ვასალები გახდნენ. ქართველი მეფე-მთავრები ვასალობიდან გათავისუფლებისათვის იბრძოდნენ. 1522 წელს შაჰ-ისმაილ I-მა ურჩი ვასალის დასამორჩილებლად ქართლში ლაშქრობა გადაწყვიტა. დავით X-მ შაჰს ზავი შესთავაზა. ისმაილმა დავითს მასთან გამოცხადება და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა. ამ პირობაზე დავითი არ დათანხმდა და თავდაცვისათვის მზადებას შეუდგა. მეფეს კახეთიდან და სამცხიდან მაშველი რაზმები მოუვიდა, დაიქირავა მთისა და ჩრდილოეთ კავკასიის მეომრები, გაამაგრა ციხე-კოშკები, განსაკუთრებით - თბილისის ციხე. ბრძოლა გაიმართა სოფელ თელეთთან. პირველ შეტაკებაში ქართველებმა მტერი უკუაქციეს, მაგრამ მტრის სარდლობამ ჯარი შემოაბრუნა და კვლავ შეუტია ქართველთა ლაშქარს. უფლისწული ლუარსაბი ენერგიულად ეკვეთა მტერს, მოსწყვიტა ერთი ფრთა და გაქცეულ ყიზილბაშებს უკან დაედევნა, მაგრამ შაჰს რჩეული რაზმი ჩაესაფრებინა. როცა მტერს დადევნებული ქართველები ამ ადგილს გასცდნენ, ყიზილბაშებმა ზურგიდან დაარტყეს მათ. ქართველები დამარცხდნენ. მეფე შიდა ქართლში დაბრუნდა და ახალი ბრძოლისათვის სამზადისს შეუდგა. შაჰის ჯარმა ქალაქის თავის ღალატით თბილისი აიღო, ააოხრა, ეკლესიები გაძარცვა, გადაწვა და თბილისის ციხეში თავისი გარნიზონი ჩააყენა. თელეთის ბრძოლის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა. აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილს თელეთის ბრძოლა ნამდვილ ფაქტად მიაჩნდა. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით (დ. კაციტაძე, რ. კიკნაძე), შაჰ-ისმაილ I საქართველოში არ ყოფილა. ვახუშტის თელეთის ბრძოლის ფაქტი სჯეროდა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, შაჰ-ისმაილ I-ის ეს ლაშქრობა ლუარსაბ I-ის დროს მოხდა.


|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა











ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 































































































